ნუ გადაყრით გადამწვარ ნათურებს! აქციეთ ისინი ინტერიერის უნიკალურ დეკორად

ნათურის გადაწვას მოუთმენლად მხოლოდ ძალიან უცნაური თუ ადამიანი დაელოდება… შესაძლოა, ესაა შემოქმედებითი პიროვნება, რომელიც ფიქრობს, რომ ნებისმიერი ჩვეულებრივი ნივთის უკან რაღაც უფრო მეტი დგას.

ამ იდეებით მიღებული შთაბეჭდილება სტროფებში ვერ ჩატევა – მიჭირს არჩევა, თუ რომელი გავაკეთო პირველი. დასაკიდი მყიფე ლარნაკი საგაზაფხულო ყვავილებისთვის, სანათი ძველი ნათურის სტილში თუ ნათურის უდაბნო?

მოკლედ, რაც არ უნდა აირჩიოთ, არ წააგებთ – იდეის განსახორციელებლად მხოლოდ გადამწვარი ნათურა და მოქნილი ხელები გჭირდებათ, ნუ, რა თქმა უნდა, სიალამაზისადმი გულგრილიც არ უნდა იყოთ.

რისი გაკეთება შეიძლება ნათურისგან

1. კეკლუცი ლარნაკი, რომელიც ოფისში ნებისმიერ მაგიდას დაამშვენებს. ლარნაკი სწორედ რომ ითხოვს მინი-მცენარეს.

2. კაქტუსები და სუკულენტები ნათურებში – ჟანრის კლასიკაა.

3. ასეთ ძაფებში გახვეული ნათურა ეკო-სტილის ინტერიერს დაამშვენებს. შეგიძლიათ მრავალფეროვანი ძაფებიც აიღოთ – ფანტაზია ხომ განუსაზღვრელია.

4. საბავშვო ოთახისთვის შესანიშნავი დეკორაცია იქნება.

5. ბუსები, ღილები და ლამაზი ქვები – ხელმისაწვდომი და ეფექტური დეკორია.

6. პატარა ცოცხალი სამყარო ძველ ნათურაში.

7. შეღებილი ნათურები სიმყუდროვეს შეიტანს მისაღებშიც და სამზარეულოშიც.

8. შეგიძლიათ, მეგობარს დაბადებისდღეზე აჩუქოთ ნათურაში ჩადებული ფული, სახალისო წარწერასთან ერთად.

9. სანელებლები, კაკაო, ზეფირი, პატარა ორცხობილები – შეგიძლიათ, ეს ყველაფერი ჩაყაროთ ინდივიდუალურ ნათურებში და სტუმრებს მიართვათ.

10. უჩვეულო დეკორაცია ბაღისთვის. მე ჭიამაიებს გავაკეთებდი.

11. მუშა ნათურები შეგიძლიათ ჩამოკიდოთ გადამწვარ და შეღებილ “კოლეგებთან” ერთად. ორიგინალური ჭაღი მზადაა.

12. მაგიდის სანათი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ჩვეულებრივი ნათურით, რომელსაც სადენზე ჩამოკიდებთ.

13. ურო მეტი, ფერადი და ლამაზი საჰაერო ბურთი! ძალიან მინდა ასეთივეს გაკეთება.

14. პატარა ნავთის ჭრაქი ძველი ნათურით – ძალიან მაგარი დიზაინერული სვლა.

15. ყვავილების ლარნაკები, რომლებიც ფანჯრის რაფასთანაა დაკიდებული, თქვენი ინტერიერის უნიკალური პიკანტური მარცვალი იქნება.

16. ლარნაკი ნათურისგან, რომელსაც უფრო დიდი ყვავილის ჩასადებად დამატებითი სამაგრი სჭირდება.

17. დაბოლოს, ნათურისგან ულამაზესი ნაძვისხის სათამაშო გამოვა.

ფრთხილად იყავით შუშასთან მუშაობისას – გამოიყენეთ ხელთათმანები, არ დატოვოთ მისი წვრილი ნამსხვრევები სამუშაო ზედაპირზე.

ფანტაზიას თუ გამოიყენებთ, არაჩვეულებრივ დეკორს მიიღებთ – ჩვეულებრივ ნათურას შეუდარებელ ნივთად აქცევთ.