როგორ დავამზადოთ დასაკიდი საყვავილე მავთულებისგან

მცენარე სუკულენტები იდეალურია მუდმივად დაკავებული პატრონებისა და მცირე ზომის სახლებისთვის. ისინი იაფი და უპრეტენზიოა მოვლაში, ამიტომ, თუ ბინის ან აგარაკის გამწვანება გინდათ, თუმცა ზედმეტი ამბები გეზარებათ, ასეთი მცენარეები შეუდარებელი ვარიანტია.

სუკულენტების მოყვანაში ყველაზე კარგი ისაა, რომ მათგან შეიძლება მრავალფეროვანი კომპოზიციების შექმნა, ერთდროულად რამდენიმე სახეობის გამოყენებით. ისინი მარტივად მოსავლელია, თითქმის ნებისმიერ პირობებში ცოცხლობს, რამდენადაც წყალს ფოთლებში იგროვებს.

გასაკვირი არაა, რომ სუკულენტები ასეთი გავრცელებულია მცენარეთა მოყვარულებს შორის. განსაკუთრებით პოპულარული გახდა სუკულენტებით გაფორმებული მრგვალი დასაკიდი საყვავილეები. უცხოურ ინტერნეტ-მაღაზიებში მათი ღირებულება 50 ევროს აღემატება. თუმცა, ასეთ შესანიშნავ დეკორატიულ ბურთს საკუთარი ხელითაც მარტივად დაამზადებთ.

დეკორატიული კომპოზიცია

მასალები:

  • ალუმინის სქელი მავთული
  • მეტალის ბადე
  • საკვნეტი მავთულისთვის
  • კაქტუსებისა და სუკულენტების სუბსტრატი
  • სფაგნუმის ხავსი
  • სახრახნისი ან სადგისი
  • ფლორისტიკული სამაგრები
  • სუკულენტური მცენარეები

მომზადება

1. დასაწყისისთვის, მოამზადეთ მცენარეები დასარგავად. სუკულენტების ნერგებს სუფთა, დაუზიანებელი ფესვები უნდა ჰქონდეს.

2. მავთულისგან გააკეთეთ რამდენიმე რგოლი, დააერთეთ ერთმანეთზე ისე, რომ სფეროსებრი ბადე მიიღოთ.

3. შემოახვიეთ მეტალის ბადე მავთულის სფეროს. მიამაგრეთ მავთულით ბადე ცენტრალურ რგოლს, ზედმეტი სიგრძე საკვნეტით გადაჭერით.

4. თითოეული მხარიდან მოჭერით ზედმეტი ბადე. მოხარეთ ბადისგან დარჩენილი მავთულები და შემოახვიეთ მავთულის რგოლებს. დატოვეთ ღია ადგილი, წრეში ნიადაგის დამატება რომ შეძლოთ.

5. ჩააფინეთ წრეში ხავსი, მჭიდროდ მიამაგრეთ კედლებზე, რათა ნიადაგის გადმოყრას ხელი შეუშალოს. შემდეგ გაავსეთ სფეროს ცენტრი კაქტუსის სუბსტრატით.

6. ამის შემდეგ, დაახურეთ გრუნტს ხავსის ნაჭერი და ჩაამაგრეთ ბადის დარჩენილი მავთულებიც.

7. ნიადაგში ხვრელის გასაკეთებლად და მცენარის ჩასასმელად, გამოიყენეთ სახრახნისი ან ბიზი. ფლორისტიკული სამაგრებით ჩაამაგრეთ სუკულენტები ამ ადგილზე, რომ არ იმოძრაოს და არ ჩამოვარდეს.

8. დაამაგრეთ სფერო ჯაჭვზე ან მყარ თოკზე. მორწყეთ საყვავილე პულვერიზატორით.

არსებობს უამრავი გზა სუკულენტებისგან დასაკიდი საყვავილის დასამზადებლად. ამ ვიდეოში დაწვრილებით იხილავთ ერთ-ერთი ასეთის დამზადების პროცესს.

თუ მცენარეები მუდმივი გიხმებათ, ასეთი კომპოზიცია თქვენთვის შესანიშნავი არჩევანი იქნება. შთაგაგონათ ამ იდეამ? გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები.