უხილავი სახლი, რომელიც ეკზოტიკურ ლანდშაფტს სრულყოფილად ერწყმის

კალიფორნიის უდაბნოში გაჩნდა უნიკალური სასახლე “Invisible House”. უბრალო მოგზაური, რომელიც მის არსებობაზე არც კი ეჭვობს, ვერ გაარჩევს ამ უზარმაზარ რეზიდენციას უკიდეგანო უკაცრიელი პეიზაჟისგან, რამდენადაც ამ მდიდრული შენობის ყველა კედელი მთლიანად სარკისაა. ამდენად უჩვეულო სახლი არაორდინალური, თუმცა მშვიდი და განმარტოებული დასვენებისთვის მოწყობილი სასტუმროს ცალკეული ნომერია.

ეს უხილავი სახლი სრულად ერწყმის ფანტასტიკურ ლანდშაფტს, თავისი სარკის ფასადის წყალობით. ასეთი ორიგინალური პროექტი შეიმუშავა ატქიტექტორმა თომას ოსინსკიმ და სახლის მფლობელმა კრის ჰენლიმ, რომელიც ცნობილია, როგორც პროდუსერი ფილმებია American Psycho და “The Virgin Suicides”. მიუხედავად იმისა, რომ სარკის სასახლე მხოლოდ ერთსართულიანია, მისი ფართობი 500 კვ.მ.-ს შეადგენს, მის გარშემო კი მხოლოდ კლდეები, ვერაგ სიცოცხლეს მიჩვეული ეკზოტიკური მცენარეები და ქვიშის დიუნებია (36 ჰა).

შენობა მაქსიმალურად რომ შენიღბულიყო, პროექტის ავტორებმა იგი დააყენეს საიმედო ძელებზე, რომლებიც დიუნებში ჩაიმალა. ამიტომ, მაშინვე ვერ მიხვდებით, რომ ამ გასაოცარ პეიზაჟში ჩამალულია მდიდრული მამული, რომელშიც ნამდვილი სამოთხეა გაწყობილი. მიუხედავად იმისა, რომ სახლი ჩვეულებრივი სწორკუთხედია, ყოველგვარი თაღის, კოშკის, სვეტებისა და მსგავსი გაფორმებების გარეშე, იგი მაინც თავბრუდამხვევ შთაბეჭდილებას ტოვებს.

სარკისებრი ზედაპირები, რომლებიც გარემოს ირეკლავს დღის განმავლობაში, საუკეთესო დეკორაციაა, რომელიც ადამიანის ჩარევას არ მოითხოვს. ხოლო ღამით, როცა უზარმაზარი აუზის ნეონური განათება ირთვება ან სახლის ბინადრები პროექტორით უყურებენ ფილმს სახლის დასავლეთი მხარის გარე კედელზე, უხილავი სახლი მართლაც ფანტასტიკურ მოხაზულობს იძენს.

Novate.ge-ს ცნობით, მთელი საცხოვრებელი სივრცე თავმოყრილია აუზის გარშემო, რომლის სიგრძე 30 მ-ს შეადგენს. სწორედ იგი ქმნის ამ არაორდინალური სახლის სტუმრებისთვის კომფორტულ საცხოვრებელ პირობებს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა კედელი სარკისებრია, ისინი დაბალემისიური შუშისგანაა დამზადებული, რომელიც იცავს სახლს გადახურებისგან, იგი არ აძლევს აუზიდან და სპლიტ-სისტემიდან მომავალ სიგრილეს სახლიდან გასვლის საშუალებას.

ქალაქიდან მნიშვნელოვანი დაშორების გათვალისწინებით (სახლი ეროვნულ პარკ Joshua Tree-ის ტერიტორიაზე მდებარეობს), იგი სავსებით ენერგოდამოუკიდებელი და ეკოლოგიურად უსაფრთხოა უდაბნოს ბინადრებისთვის. რეზიდენცია დაკომპლექტებულია არამხოლოდ მზის უხილავი თერმული პანელებით, არამედ ჰაერის, წყლისა და ცხოველქმედების ნარჩნეების რეკუპერაციის სისტემებით. მშენებლობისას გამოიყენეს თერმო- და ხმოვანი საიზოლაციო მასალები. ფანტასტიკური ვილის მფლობელი ამტკიცებს, რომ ნანოტექნოლოგიებისა და სწორი დაგეგმარების გზით, მათ შეძლეს და თავიდან აიცილეს უარყოფითი გავლენა ფრინველების, ველური ცხოველებისა და ფაუნის უზარმაზარი პოპულაციის არსებობაზე.

იქ მაცხოვრებელთა ან დამქირავებელთა ყოფაცხოვრება უმაღლეს დონეზეა მოწყობილი. გარდა აუზისა, სარკეებიან სახლში მოწყობილია ინდივიდუალური ოთახები და საერთო დასასვენებელი ზონები. უბრალოდ ნახეთ ეს ოთხი კომფორტული საძინებელი, რომელთაგან თითოეულს აქვს გასაწევი კედელი, რომელიც პირდაპირ ბუნებაში გადის, და საკუთარი სააბაზანო ოთახი შუშის საშხაპით.

საერთო ლაუნჯ-ზონებს შორის განლაგებულია სამზარეულო-სასადილო, რომელშიც შეიძლება მხიარული წვეულების ან რომანტიკული ვახშმის მოწყობა სანთლების შუქზე.

ლაკონიური სამზარეულო, რომელშიც ვერ იპოვით ზედმეტ დეკორაციას, აღჭურვილია თანამედროვე სამზარეულო პანელებით, ღუმელით, მაცივრით, საყინულით, სამზარეულო ჭურჭლითა და სუფრის ხელსაწყოებით. სასადილოსა და ლაუნჯ-ზონაში ყველა საჭირო ავეჯი Piero Lissoni + Pierre Pailin -სგანაა, ამიტომ ყველა, ვინც გადაწყვეტს, აქ უქმეები ან განსაკუთრებული დღესასწაული გაატაროს, შეძლებს, დაისვენოს და მოდუნდეს სიმყუდროვესა და მოდური სილამაზის გარშემო.

საინტერესოა: “Invisible House” იდეალური ადგილია განმარტოების, მედიტაციის, იოგით დაკავებისთვის, სხვადასხვა დღესასწაულის, გადაღებისა და ფოტოსესიის ჩასატარებლად. აქტიური დასვენების მოყვარულთა და ნატურალისტთათვის მოწყობილია სასეირნო მარშრუტები ეროვნული პარკის დაცულ ნაწილში. საათში დაახლოებით 1750 დოლარად, უდაბნოსა და სიმდიდრის უჩვეულო სამყაროში ჩაძირვის საშუალება გექნებათ.

გაატარებდით აქ დასვენების დღეებს?