10 შეცდომა, რომელსაც ხშირად უშვებენ “ხრუშოვკის” გარემონტებისას

“ხრუშოვკაში” ცხოვრობთ და ჭერის სიმაღლე ბინაში 2.7 მეტრს არ აღემატება? გიამბობთ, რისი გაკეთება არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში, თუ არ გინდათ, რომ ისედაც პატარა სივრცე უარესად დაპატარავდეს, და მოგცემთ რეკომენდაციებს, რომლებიც დაგეხმარებათ ინტერიერის გაფორმებისას ხშირად დაშვებული შეცდომების თავიდან აცილებაში.

1. მოკლე ფარდები

პირველი შეცდომა, რომელსაც დაბალჭერიანი “ხრუშოვკების” მფლობელები უშვებენ – ესაა მოკლე ფარდები, რომლებიც მხოლოდ ფარდას ფარავს და არ ეხება მის ქვეშ არსებულ კედელს. ასეთი მოქმედება ჭერს უფრო დაბალს აჩენს. გამონაკლისი მხოლოდ სამზარეულოს ფანჯრებია, სადაც რომაული ან იაპონური სტილის ფარდები სავსებით შესაფერისია.

ჭერი ვიზუალურად რომ აამაღლოთ, აუცილებლად დაკიდეთ ლავგარდანი და გრძელი ფარდები ტალღოვანი ქსოვილით. აირჩიეთ ფერი ოთახის საერთო ინტერიერის მიხედვით, კარგი იქნება, თუ აირჩევთ ხალიჩის, დეკორატიული ბალიშების ან დივნის შალითის ფერს.

2. ჰორიზონტალური ზოლები

პატარა ბინის მასპინძლებს დიზაინერები ხშირად ურჩევენ ჰორიზონტალურნახატებიანი შპალერის გამოყენებას, რამდენადაც იგი ვიზუალურად აფართოებს ოთახს. თუმცა, ეს ხრიკი არ გამოდგება, თუ სახლში დაბალი ჭერია, რამდენადაც ჰორიზონტალური ზოლები მას უფრო ადაბლებს. ასევე, არ გაწყობთ ძელები, ბორდიურები, გრძელი თაროები და ნიშები, რამდენადაც ისინიც ჰორიზონტალობის შეგრძნებას ქმნის.

ოპტიმალური ვარიანტებია ვერტიკალური ზოლები, თუ მაინცდამაინც ასეთი მოპირკეთება გსურთ. იგი ვიზუალურად ზრდის კედლებს და ჭერს ცოტათი ამაღლებს, რისი წყალობითაც თქვენ ვერ იგრძნობთ, რომ ჭერი დაბალია. დეკორში კი უპირატესობა მიანიჭეთ იმ ელემენტებს, რომლებიც ზემოთაა მიმართული. მაგალითად, ხეების, ცათამბჯენებისა და მსგავსი ობიექტების გამოსახულება.

3. ნაძერწი ორნამენტები

ნაძერწი ორნამენტები არამხოლოდ არაპროპორციული, არამედ შეუთავსებეიცაა ბევრ ინტერიერში. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ის ბინები, რომლებიც ბაროკოს, როკოკოს ან ამპირის სტილშია გაფორმებული, თუმცა, ჩვეულებრივ, ასეთ ოთახებში ჭერის სიმაღლე 2.7 მეტრზე მაღალია. გამონაკლისია კესონები (სამკუთხედი ან სხვა ფორმის შეღრმავება ჭერზე) – მიუხედავად იმისა, რომ ისინი რამდენიმე სმ-ს “იპარავს”, კესონები ვიზუალურად ამაღლებს ჭერს.

აგრეთვე, დიზაინერები გვირჩევენ, ყურადღება მივაქციოთ კედლის დეკორსაც. მაგალითად, ვერტიკალური ქვეგანათებიანი ნიშა გაცილებით უფრო წარმატებულად გამოჩნდება, ვიდრე ნაძერწი ორნამენტები.

4. მასიური ავეჯი

თუ დაბალჭერიან ოთახში მასიურ ავეჯს დადგამთ, იგი ვიზუალურად უფრო დიდი გამოჩნდება, ესე იგი, კედლების სიმაღლესაც ავტომატურად შეამცირებს. სწორედ ამიტომ, ინტერიერის დეტალები ზომით ჭერის სიმაღლის 1/3-ს არ უნდა აღემატებოდეს. აგრეთვე, არსებობს დაუწერელი წესებიც: საწოლს დაბალი საზურგე უნდა ჰქონდეს, მაგიდას – მცირე ზომა და ა.შ. თუმცა, თითოეულ წესს აქვს თავისი გამონაკლისი.

ამ შემთხვევაში, ეს კარადაა. თუ დაბალჭერიანი ოთახისთვის ეძებთ ავეჯს, შეიძინეთ მოდელი, რომელიც ჭერს მისწვდება. სასურველია, კარადა ფერით კედელს ემთხვეოდეს, მას რომ ერწყმოდეს.

5. უზარმაზარი სანათები

ხშირად, “ხრუშოვის” ბინადრები დეკორად ირჩევენ მოცულობით, ექსტრავაგანტულ სანათებს, რამდენადაც მიაჩნიათ, რომ ისინი ოთახის კარგ აქცენტად ითვლება. ასეც იქნებოდა, ოთახში მაღალი ჭერი რომ ყოფილიყო. თუმცა, დაბალი ოთახები ასეთი გადაწყვეტილებით მხოლოდ იზარალებს. მათთვის შეიძინეთ ლაკონიური ბრა და ტორშერები, ძირითად განათებად კი ჩაშენებული ვარიანტები აირჩიეთ ოთახის პერიმეტრზე. ასეთი სანათები ჭერს “აორთქლებს” და ოთახიც უფრო მაღალი გამოჩნდება.

6. თაბაშირ-მუყაოს მრავალდონიანი ჭერი

თუ ადრე თაბაშირ-მუყაოს ფიგურული ჭერი ნამდვილი ტრენდი იყო, ახლა იგი მოდიდან გადავიდა. გარდა ამისა, ასეთი ჭერები კატეგორიულად არ უხდება დაბალ ოთახებს, რამდენადაც მოლდინგები და ფიგურები, რომლებიც მსგავსი კონსტრუქციის შემადგენლობაშია, ოთახს ზემოდან “აწვება”. უმჯობესია, უპირატესობა მიანიჭოთ სტანდარტულ შეთეთრებულ ჭერს ან გასაჭიმ ვარიანტს, ოღონდ არა პრიალას, არამედ მკრთალს.

7. დიდი ან გრძელი ჭაღი

მასიური ჭაღი დიდი საკიდებით არ უხდება დაბალჭრიან ოთახს, რამდენადაც მას უფრო დაბლა წევს. რაც შეეხება პატარა ჭაღებს, ისინიც პრობლემაა, რამდენადაც ოჯახის წევრებს არ შეუშლის ხელს გადაადგილებაში. მათ ნაცვლად, უპირატესობა მიანიჭეთ ჩაშენებულ სანათებს რბილი, გაფანტული შუქით. ხოლო თუ იატაკის განათების ორგანიზებაც გინდათ, მაღალი და ლაკონიური ტორშერი იდეალური ვარიანტი იქნება. ოღონდ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ინტერიერი მსგავსი ელემენტის არსებობას ითვალისწინებს.

8. დიდი რაოდენობით კედლის დეკორი

ჩვეულებრივ, ინტერიერის გაფორმებისას ბინები ორი გავრცელებულიდან ერთ-ერთ შეცდომას უშვებენ: კედლებს ან მთლად ცარიელს ტოვებენ, რაც ინტერიერს რუხსა და მოსაწყენს ხდის, ან აჭარბებენ დეკორით, რითად ინტერიერს მთლიანად კლავენ.

Novate.ge-ს რედაქციის ინფორმაციით, დაბალჭერიან ოთახებში უარი უნდა თქვათ პოსტერებსა და ფოტოებზე. კედლების გასაფორმებლად გამოგადგებათ ნახატები. ეს უნდა იყოს პეიზაჟი, დახატული პერსპექტივით. ასე ოთახს საჭირო სიღრმეებს მისცემთ.

9. ჭერის ფერთა ნათელი და გაჯერებული გამა

მიუხედავად იმისა, რომ რბილი ნეიტრალური ტონები კლასიკაა, როცა საუბარი ჭერს ეხება, ბევრს სურს ინტერიერში პიკანტური მარცვლის შეტანა და ჭერს ნათელ, გაჯერებულ ფერში ღებავს. ეს მთავარი შეცდომაა, რამდენადაც იგი მაშინვე ადაბლებს ჭერს და, თითქოს, ზემოდან ქვემოთ მოძრაობს, ქმნის ვიწრო სივრცის შეგრძნებას.

გამონაკლისია შავი ჭერი ძალიან პატარა ოთახებში, მაგალითად, გარდერობსა და სან.კვანძში. ამ შემთხვევაში, იგი თითქოს ჰაერში იხსნება, ამიტომ შეუძლებელია მისი რეალური სიმაღლის განსაზღვრა. ამ მიზნით გამოიყენეთ ცივი ელფერები, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ირჩევს თეთრ ან რძისფერ ტონებს.

10. მუქი მოპირკეთება

მუქ ფერში ინტერიერის მოპირკეთება არამხოლოდ მცირე ზომის “ხრუშოვკების”, არამედ ყველა დაბალჭერიანი ოთახის მტერია, რამდენადაც იგი “ჭამს” ძვირფას კვადრატულ მეტრებსა და სიმაღლეს. ამიტომ, ან აირჩიეთ ნათელი მოპირკეთება, ან, კედლების მუქად შეღებვის შემდეგ, ჭერი თეთრ, ყავისფერ ან ხორცისფერ ტონებში შეღებეთ. მეორე ვარიანტი მხოლოდ დიდი ოთახებისთვისაა, რამდენადაც ასე ოთახს “ჭად” ვერ აქცევთ.