როგორ გავამარტივოთ დალაგების პროცესი: 10 ეფექტური ხრიკი

Novate.ge-ს რედაქცია გთავაზობთ 10 ყველასათვის ხელმისაწვდომ ხრიკს, რომლებიც სახლში წესრიგს გაცილებით უფრო სწრაფად დაამყარებს. დალაგება ასეთი მარტივი და სასიამოვნო არასდროს ყოფილა.

1. ლეიბის დეზინფექცია და მისთვის სასიამოვნო სურნელის დაბრუნება შეგიძლიათ ჩვეულებრივი არყის დახმარებით, რომელიც პულვერიზატორით უნდა მოასხათ ლეიბის ზედაპირს და გააშროთ სუფთა ჰაერზე. ალკოჰოლი მოკლავს უსიამოვნო სუნის გამომწვევ ბაქტერიებს.

2. გრილზე მიმწვარი საკვების მოსაშორებლად, აიღეთ ხახვის თავის ნახევარი. სანამ ბადე ჯერ კიდევ ცხელია, გაწმინდეთ იგი ხახვით, რომელიც არამხოლოდ ცხიმს მოაშორებს, არამედ მომდევნო მწვადს უფრო არომატულ სურნელს მისცემს.

3. ჭუჭყიანი ბლენდერის გასაწმენდად, ჩაასხით მასში წყალი და რამდენიმე წვეთი ჭურჭლის სარეცხი საშუალება. რამდენიმე წამში, ბლენდერი სისუფთავით იბრწყინებს – ისღა დაგრჩენიათ, გამოავლოთ გამდინარე წყლით და გააშროთ.

4. თუ შუშის ნივთი გაგიტყდათ, ხელები რომ არ გაიჭრათ, გამოიყენეთ პურის ნაჭერი, რომელიც უწვრილეს, შეუმჩნეველ ნარჩენებსაც კი აიღებს.

5. ჭურჭლის სარეცხი მანქანის ეფექტურად გაწმენდა მარტივი და უბრალოა. უბრალოდ ჩართეთ უმაღლესი ტემპერატურული რეჟიმი და მოათავსეთ ზედა განყოფილებაში ძმრიანი ჭურჭელი. შემდეგ დაყარეთ მანქანის დოლაბის ფსკერზე ცოტაოდენი საცხობი სოდა და კიდევ ერთხელ ჩართეთ.

6. ტოსტერის წმენდა ნამდვილი პრობლემაა. უბრალოდ, მომზადების შემდეგ გამორთეთ და დააჭირეთ რამდენიმე სველ ხელსახოცს მაგრად. დარჩენილი სითბო შავ სამუშაოს შეასრულებს – ისღა დაგრჩენიათ, გაამშრალოთ ზედაპირი და საქმეც გაკეთებულია.

7. თუ სამზარეულოს ღრუბელს 2 წუთით მიკროტალღურ ღუმელში შედგამთ და მაღალ სიმძლავრეს ჩართავთ, ბაქტერიების 99%-ს დახოცავთ მის ზედაპირზე. არ დაგავიწყდეთ ღრუბლის წინასწარ დასველება.

8. ძველი, შემოწმებული მეთოდი, რომელიც არ უნდა დაგავიწყდეთ – სველი ფეხსაცმლის გაშრობა გაზეთების გამოყენებით. უბრალოდ დაკუჭეთ ისინი და ჩატენეთ ფეხსაცმელში. ეფექტურია უმი ბრინჯით სავსე პარკიც.

9. აბაზანაში ნადების მოშორებას გრეიფრუტი და მარილი გაუმკლავდებიან. უბრალოდ გაჭერით ხილი შუაზე, ჩააწეთ მარილში და გახეხეთ აბაზანის პრობლემური ადგილები. ეს გარანტირებულად უზრუნველყოფს არამხოლოდ სუფთა ზედაპირს, არამედ სასიამოვნო არომატსაც.

10. ხის ავეჯზე დარჩენილი თეთრი წრეების მოსაშორებლად, გადაწმინდეთ ზედმეტი სითხე ზედაპირიდან, თეთრი კვალი კი ამოაშრეთ ფენის გამოყენებით. მთავარია, ოპერატიულად იმოქმედოთ.

თქვენ გაქვთ მსგავსი ხრიკები სახლის სწრაფად დასალაგებლად? გაგვიზიარეთ გამოცდილება, რათა სხვებსაც გაუმარტივოთ ყოფაცხოვრება.