თუ ღუმელის წმენდას ვერ იტანთ, ეს მეთოდი მოგეწონებათ: მოელვარე სისუფთავე ზედმეტი ძალისხმევის გარეშე

გაზქურა სამზარეულოში ყველაზე ჭუჭყიანი ადგილია. ამასთან, მისი წმენდა რეგულარულადაა საჭირო, რაც უამრავ დროსა და ძალისხმევას გვართმევს. ოდესმე შეხვედრიხართ ადამიანს, რომელსაც ღუმელის ან ქურის წმენდა მოსწონს? მე – არა!

ეს მეთოდი გასწავლით, როგორ დაიყვანოთ ღუმელის წმენდის რთული დრო მინიმუმამდე.

ღუმელის ექსპრეს-წმენდა

დაგჭირდებათ

  • 1/4 ჭიქა ცომის გამაფხვიერებელი
  • 250 მლ ამიაკი (ნიშადურის სპირტი)
  • 1 ლ ცხელი წყალი
  • 2 ცეცხლგამძლე ჭურჭელი

როგორ გავწმინდოთ ღუმელის მინა

  1. დაუმატეთ წყალი გამაფხვიერებელს, მოურიეთ არაჟნის მდგომარეობამდე.
  2. წაუსვით ეს ფაფა შუშას.
  3. გააჩერეთ 30 წუთით.
  4. კარგად გაწმინდეთ ჩვრითა და ღრუბლით.

შუშა სისუფთავით იბრწყინებს, მაშინაც კი, თუ ფიქრობდით, რომ ლაქებს ვერაფრით მოაშორებდით.

როგორ გავწმინდოთ ღუმელის კამერა

  1. გაახურეთ ღუმელი 150 გრადუსამდე.
  2. ჩაასხით ჭურჭელში 1 ლ ცხელი (მდუღარე) წყალი.
  3. მეორე ჭურჭელში ჩაასხით 1 ჭიქა ნიშადურის სპირტი.
  4. გამორთეთ ღუმელი.
  5. ამიაკი დადგით ღუმელში, საცხობ ლანგარზე, წყალი დაბლა მოათავსეთ.
  6. დახურეთ ღუმელი და დაიძინეთ (აი, წმენდის დადებითი მხარე).
  7. მეორე დღეს, დილით დაუმატეთ ნიშადურს ცოტაოდენი ჭურჭლის სარეცხი საშუალება, გაწმინდეთ ამ ხსნარითა და ღრუბლით ღუმელის კედლები.

სულ ესაა. როგორც ხედავთ, არც ისეთი რთულია. უბრალოდ ყურადღებით იყავით, არ დაგავიწყდეთ სამზარეულოს განიავება ნიშადურის ორთქლისგან და ეცადეთ, არ შეისუნთქოთ იგი. შეგიძლიათ, ნიშადურის ნაცვლად სოდა სცადოთ. დაუმატეთ სოდას წყალი, წაუსვით ღუმელის კედლებს მიღებული ფაფა და გააჩერეთ ცოტა ხნით, წმენდა გაგიმარტივდებათ.

გაუზიარეთ მეგობრებს ეს მარტივი მეთოდი, ნუ იქნებით ძუნწი!