როგორ უნდა მოიქცეთ, სარეცხი მანქანა ყოველ წელს რომ არ გახდეს შესაკეთებელი

სულ რაღაც 100 წლის წინ, ქალები ტანსაცმელს უხეში დაფების გამოყენებით რეცხავდნენ, თეთრეულს გაყინულ წყალში ავლებდნენ და გასაშრობად ქუჩაში ფენდნენ. ზაფხულში ეს საჭირო საყოფაცხოვრებო საქმმიანობა ნამდვილ ტანჯვად იქცეოდა. დღეს ბავშვმაც კი იცის, როგორ გარეცხოს ტანსაცმელი სარეცხ მანქანაში და ამ ოპერაციას რამდენიმე ღილაკის დაჭერით აკეთებენ. აქამდე არნახული კომფორტის დონე.

როგორ გავრეცხოთ ტანსაცმელი მანქანაში

და მაინც, გამოცდილი დიასახლისებიც კი უშვებენ ტანსაცმლის რეცხვის დროს უხეშ შეცდომებს, რომლებიც ამოკლებს ტექნიკის ექსპლუატაციის ვადას ან აფუჭებს ამ ნივთებს. ჩვენ გასწავლით, როგორ მოერიდოთ ამ უსიამოვნებებს. რაც მთავარია, ამისთვის დიდი ძალისხმევა საჭირო არაა.

შეცდომები, რომლებსაც რეცხვის დროს უშვებთ

1. იარლიყების უგულებელყოფა

თუ მწარმოებელმა იარლიყზე მიუთითა, რომ ტანსაცმლის რეცხვა მხოლოდ ქიმწმენდაში შეიძლება, ესე იგი, იგი მხოლოდ ქიმწმენდაში უნდა გარეცხოთ. რა თქმა უნდა, შეიძლება ქსოვილმა დელიკატური რეცხვაც აიტანოს, მაგრამ რატომ უნდა გარისკოთ, თუ, დიდი ალბათობით, მისი გადაგდება მოგიხდებათ?

2. დიდი რაოდენობით მათეთრებელი

თავის მხრივ, ეს ეფექტური საშუალებაა. თუმცა, თუ მას ზედმეტად დიდი რაოდენობით გამოიყენებთ, დააზიანებთ ქსოვილს, რომელიც უფრო თხელი და სუსტი გახდება. ხოლო, თუ საშუალება წყალში საჭირო სახით არ იხსნება, ტანსაცმელზე გაჩნდება ლაქები. უფრთხილდით მათეთრებელ საშუალებებს.

3. მაღალი ბრუნვა

ჩვეულებრივი ტანსაცმელიც კი ძალიან პრეტენზიულია ხოლმე რეცხვის დროს. თუ ზეწრები და პირსახოცები წუთში 1400 ბრუნვასაც კი უძლებს, ჯინსები მხოლოდ 900-მდე ბრუნვას იტანს წურვის დროს. ხოლო, თუ უფრო დელიკატურ ქსოვილებზე ვსაუბრობთ, უნდა აირჩიოთ 400-ბრუნვიანი რეჟიმი. ზედმეტად ინტენსიური წურვა მხოლოდ ტანსაცმლის გაფუჭებას იწვევს.

4. გახსნილი ელვა-შესაკრავი

ეს ელემენტი ყოველთვის შეკარით, სანამ ტანსაცმელს სარეცხ მანქანაში მოათავსებდეთ. საქმე ისაა, რომ გახსნილი ელვა შეიძლება სხვა ტანსაცმელს წამოედოს, რაც დაზიანებებს გამოიწვევს.

5. უკუღმა ნივთები

ბევრმა არ იცის, რომ ჯინსები რეცხვამდე უნდა გამოაბრუნონ. იგივე უნდა გაუკეთოთ დელიკატური ქსოვილის ტანსაცმელსაც. სხვათა შორის, ბამბის ზედა, ბლუზკა თუ სვიტრიც გამობრუნებული უნდა გარეცხოთ, რათა ქსოვილი დაწურვისას დაზიანებისგან დაიცვათ.

როგორ მოვუფრთხილდეთ სარეცხ მანქანას?

1. წმენდა

თუ სარეცხი მანქანა თავისთავად ჭუჭყიანია, როგორ მოგცემთ თქვენი ტანსაცმლის სისუფთავის გარანტიას? თუ დოლაბი ახალივით პრიალებს, ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ჭუჭყი და ჟანგი კარზე რეზინის შემავსებელთან ჩნდება. ზედმეტი არ იქნება ფილტრის წმენდაც ყოველი 2-3 რეცხვის შემდეგ.

2. ვენტილაცია

საყვარელი დამხმარე ყოველთვის სუფთა რომ იყოს, იგი არამხოლოდ უნდა გაირეცხოს, არამედ უნდა განიავდეს კიდევაც. ყოველი რეცხვის შემდეგ, დატოვეთ მანქანის კარი ღია, თუნდაც 2 საათით. შემდეგ კარი მხოლოდ რამდენიმე სმ-თი დატოვეთ შეღებული. ეს ობის გაჩენას შეუშლის ხელს რეზინის დეტალებზე, თავად დოლაბიც რეგულარულად განიავდება.

3. სარეცხი საშუალება

ნებისმიერი სარეცხი საშუალება ეფექტურია, თუ მას საჭირო რაოდენობით დაუმატებთ. ნუ იფიქრებთ, რომ მეტი ფხვნილი, გელი თუ კაფსულა მანქანისა და ტანსაცმლის მდგომარეობას გააუმჯობესებს. ჭარბი ქაფი გარეთაც კი შეიძლება გამოვიდეს, ხოლო თეთრეული წებოვანი გამოვა კარგი გავლების შემდეგაც კი.

4. თეთრეულის მოცულობა

მაშინაც კი, თუ ინსტრუქციაში მაქსიმალური წონა 6 კგ ოდენობითაა მითითებული, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დოლაბი უნდა გამოტენოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს იმის რისკი, რომ ტანსაცმელი ისეთივე ჭუჭყიანი დარჩება, როგორიც რეცხვამდე იყო, მხოლოდ სველი და ფხვნილიანი იქნება. ამიტომ, შეიწყალეთ მანქანა და დატოვეთ თავისუფალი ადგილი თუნდაც ხელის გულის სიმაღლით (ცოტა მეტიც).

5. წინდების რეცხვა

რეცხვის შემდეგ, წინდის წყვილს ვეღარ პოულობთ? ხშირად, ეს იმიტომ ხდება, რომ დატვირთვის დროს წინდა კიდესთან მიიჭეჭყება და ხვდება დოლაბსა და შემავსებელს შორის პატარა ჭრილში. შედეგად, დიასახლისი დიდხანს ეძებს თავის წინდას. ამის თავიდან ასაცილებლად, რეცხვამდე მოათავსეთ წინდები თხელ ტომსიკაში ან ერთმანეთს გადააბით.

იმედია, ჩვენი რეკომენდაციები სარეცხი მანქანის სწორად გამოყენების საშუალებას მოგცემთ და, შედეგად, იგი უფრო დიდხანს მოგემსახურებათ, გარეცხილი ნივთები კი სისუფთავით ყოველთვის გაგახარებთ. არ დაგავიწყდეთ იმის მოყოლა, თუ რა ეშმაკობებს იყენებთ, თუ სარეცხი მანქანა უკვე დიდი ხანია გიდგათ.