როგორ შევაკეთოთ როზეტი, რომელიც კედლიდან მუდმივად ვარდება

გარწმუნებთ, ნაზი გოგონაც რომ იყოთ, რომელსაც ცხოვრებაში ინსტრუმენტი ხელში არ ჭერია, კედლიდან პერიოდულად ჩამოვარდნილი როზეტის შეკეთებას ძალიან მარტივად შეძლებთ.

ამიტომ, თუ რაღაც მიზეზის გამო, სახლში ქალიც თქვენ ხართ და კაციც, Novate.ge-ს რედაქცია გთავაზობთ მარტივ ინსტრუქციას, რომელიც ჩამოვარდნილი როზეტის შეკეთებას ეძღვნება.

დღეს ჩვენ გეტყვით, როგორ უნდა დააფიქსიროთ ჩამოვარდნილი შტეფსელი თხევადი ლურსმნით. სტატიის ბოლოს კი გელოდებათ ბონუსი.

თუ სტატიის ბოლოს ჩახვალთ, იხილავთ სრულყოფილ ვიდეო-ინსტრუქციას როზეტის გამოსაცვლელად.

როგორ შევაკეთოთ დენცქვიტა

1. პირველ რიგში, გამორთეთ ელექტრობა და დაშალეთ როზეტი. ალბათ, გესმით, რომ ძაბვასთან მუშაობას ლეტალური შედეგი შეიძლება მოჰყვეს. თუმცა, ჩვენ უბრალოდ უნდა შეგახსენოთ კიდევ ერთხელ, რამდენადაც ჩვენი ძვირფასი მკითხველების უსაფრთხოება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია!

ჰო მართლა, ძაბვის შემოწმება ინდიკატორი სახრახნისით შეგიძლიათ. დარწმუნდებით თუ არა, რომ ძაბვა აღარაა, შეუდექით დეკორატიული პანელის მოხსნას.

2. შემდეგ, როცა როზეტის ქვედა ნაწილს მისწვდებით და დარწმუნდებით, რომ თანდაყოლილი საფიქსაციო ხამუთები აღარ მუშაობს, გადადით შემდეგ ნაბიჯზე. კერძოდ, წაუსვით ქვედა ნაწილს თხევადი ლურსმანი.

საუკეთესო ეფექტისთვის, წაუსვით თხევადი ლურსმანი არამხოლოდ თავად როზეტს, არამედ კედლის კიდეებსაც, რომლებსაც იგი დამონტაჟბისას შეეხება.

3. წებოს წასმისთანავე, ფრთხილად ჩასვით როზეტი უკან, კედლის ბუდეში და მაგრად მიაჭირეთ. ამის შემდეგ, ჩახრახნეთ მარეგულირებელი ხრახნები ბოლომდე და მოაშორეთ წებოს ნარჩენები კედლიდან ქაღალდის ხელსახოცით.

4. დეკორატიული პანელი მაშინვე არა, მხოლოდ 24 საათის შემდეგ უნდა ჩაამაგროთ. ამ დროისთვის, თხევადი ლურსმანი სრულყოფილად გამყარდება.

შეკეთებისა და დეკორატიული პანელების დაყენების შემდეგ, გამოსცადეთ როზეტის სიმტკიცე. ამისთვის, უბრალოდ რამდენჯერმე შეარჭეთ და გამოიღეთ რომელიმე მოწყობილობის ჩანგალი.

ესეც შეპირებული ვიდეო-რგოლი, რომელშიც ვლოგერი გვიყვება, როგორ შევცვალოთ როზეტი და ამტკიცებს, რომ ქალურ ნიჭს საზღვრები არ აქვს.

საინტერესოა, რამდენად ხშირად უხდებათ “სუსტი სქესის” (თუმცა ქალს სუსტს ნამდვილად ვერ დავარქმევთ) წარმომადგენლებს საყოფაცხოვრებო პრობლემებთან გამკლავება. გაგვიზიარეთ თქვენი პირადი გამოცდილება.