ჩაალაგეთ მაისურები უჯრაში ასე და იქ ყველაფერს დაატევთ

მაისურების ჩალაგების ამ მეთოდს აუცილებლად შეაფასებენ ისინი, ვისაც ერთხელ მაინც დაუხარჯავს უამრავი დრო უჯრაში სასურველი ნივთის საპოვნელად. Novate.ge-ს რედაქცია დარწმუნებულია, რომ ასეთი ადამიანი საკმაოდ ბევრია.

როგორ დავკეცოთ მაისურები

დიასახლისთა უმეტესობა ტანსაცმელს დასტებად ინახავს. თუმცა, პრაქტიკის მიხედვით, ეს არასწორია! ხშირად ხდება ისე, რომ დასტიდან სასურველი ნივთის ამოღებისას, ზემოდან დალაგებული ნივთები ირევა და ყველაფერი თავიდან დასალაგებელი ხდება.

ჩვენ გთავაზობთ მარტივ მეთოდს იმისათვის, რომ ერთ უჯრაში თქვენი ყველა მაისური დაეტიოს, თანაც ისე, რომ ერთი მათგანის ამოღებისას მთელი შრომა წყალში არ ჩაგეყაროთ.

მაშ ასე:

1. ამოიღეთ უჯრიდან ყველა მაისური.

2. გადაკეცეთ მაისური ვერტიკალურად შუაზე.

3. გადაკეცეთ სახელურები ძირითად ნაკეცზე.

4. სამად დაკეცეთ მაისური.

5. ერთმანეთზე დაალაგეთ ასე დაკეცილი მაისურები.

6. მოჰკიდეთ ხელები ზემოდან და ქვემოდან და ვერტიკალურად ჩაალაგეთ უჯრაში.

ხრიკი, რომელსაც უფრო თვალსაჩინოდ ამ ვიდეო-რგოლში იხილავთ, თქვენს ცხოვრებას ცოტათი მაინც გაამარტივებს. ახლა კომოდიდან საჭირო მაისურის ამოღებისას სხვებს არ არევთ და დაჭმუჭნით. მარტივი და სწრაფია!

თქვენ როგორ ზოგავთ ადგილს კომოდში? მე ეს იდეა ძალიან მომეწონა, ამიტომ სხვა ტანსაცმლის ჩასალაგებლადაც ვიყენებ, იქნება ეს სვიტრები, ჯინსები თუ ქვედა საცვლები.