8 კვ.მ. ფართობის ბინა, რომელიც პატარა საცხოვრებელზე თქვენს წარმოადგენას გაანადგურებს

არსებობს პატარა და უპატარესი ბინები. Novate.ge-ს რედაქცია კი წარმოგიდგენთ ამ კატეგორიის გამარჯვებულს. პარიზში, ერთ-ერთი სახლის მეშვიდე სართულზე, სრულყოფილი საცხოვრებელი სახლი 8 კვ.მ. ფართობშია მოწყობილი.

მისმა მფლობელმა შეძლო და საწყობი სრულფასოვან სახლად აქცია. რთულია ამის დაჯერება, თუმცა მასში დაეტია სამზარეულო ფარული ნიჟრით, საწოლი, მაგიდა, წიგის თაროები და საშხაპე თავისი ტუალეტით.

ჩვენ ხშირად ვწუწუნებთ ჩვენს ბინებში ადგილის უკმარისობაზე, თუმცა, როგორც ხედავთ, 8 კვ.მ. ფართობისგანაც კი შეიძლება საცხოვრებლის მოწყობა ყველა კომფორტით.

თუ სივრცის რაციონალურად გამოყენებას ისწავლით, ადგილის დეფიციტის პრობლემა გაქრება.

თქვენ იცხოვრებდით მსგავს ბინაში?