“ზღვის დონიდან”: რომელი ზღვიდან ითვლება აღნიშნული მაჩვენებელი

ჯერ კიდევ სკოლიდან, გეოგრაფიის გაკვეთილებიდან გვახსოვს ცნება “ზღვის დონიდან x მეტრზე”. თუმცა, სკოლაში არავის უთქვამს, კერძოდ რომელი ზღვიდან ითვლება ეს სიდიდე. იქნებ, ყველა ზღვა ერთნაირია? თუ არსებობს სხვაობები დედამიწაზე არსებულ ზღვებს შორის? თუ კი, მაშინ, რატომ აირჩიეს მეცნიერებმა და მეზღვაურებმა ერთი კონკრეტული მათგანი? ამ სტატიაში ამ კითხვებზე გიპასუხებთ.

გეოგრაფიაში არსებობს აბსოლუტური ნულის მნიშვნელობა, რომლიდანაც, საბოლოო ჯამში, იზომება გეოგრაფიული ობიექტის სიმაღლე თუ სიღრმე. გაზომვა ზღვის დონით დაწყებულ შკალაზე მიმდინარეობს. მაგრამ დედამიწაზე 63 ზღვაა. ამ ფაქტის გათვალისწინებით, ალბათ, ბევრს აინტერესებს, იმყოფება თუ არა ყველა ეს წყალსატევი ერთ დონეზე, ან რომელი მათგანია “ეტალონი” სიმაღლისა და სიღრმის გასაზომავად. აი, რასთან გვაქვს საქმე:

ბევრს ავიწყდება, რომ ჩვენი პლანეტა იდეალური სფეროსებრი არაა. ამიტომ, ზღვის ნულოანი დონე ბუნებაში მუდმივად იცვლება. იგი უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის კი პლანეტის ბრუნვა, ატმოსფერული წნევა და კონკრეტული კოორდინატებიცაა. მეზღვაურები და მეცნიერები ამ რთული გამოთვლის დროს იყენებენ გასაშუალოებულ მაჩვენებელს, რომელსაც სპეციალისტები ბოლო 200 წლის მანძილზე სიმაღლეების რეგულარული გაზომვის შედეგად იღებენ.

გარდა ამისა, გამოთვლის გასამარტივებლად, არსებობს ზღვის დონის ეტალონური მაჩვენებელი. იგი ბალტიის ზღვის მაჩვენებლების მიხედვით გამოითვლება. რატომ მაინცდამაინც ბალტიის ზღვა? ყველაფერი ძალიან მარტივია: ჯერ კიდევ XX საუკუნეში, გეოდეზისტებმა დაადგინეს, რომ სგეოგრაფიული განლაგების სპეციფიკის გამო, სწორედ ბალტიის ზღვას ახასიათებს სიმაღლის მაჩვენებლების ყველაზე დაბალდიაპაზონიანი რხევები. წყლის დღიური და ნახევარდღიური ამპლიტუდები აქ 20 სმ-ს არ აღემატება, რაც, სხვა ზღვებთან შედარებით, თითქმის უმნიშვნელო მაჩვენებელია.

სხვათა შორის, ბალტიის ზღვა, მიუხედავად იმისა, რომ ათვლის წერტილის ყველაზე პოპულარული საწყისია, გეოგრაფიაში ერთადერთი აბსოლუტური ნულოვანი მაჩვენებელი არ გახლავთ.

იცოდით?