სააბაზანო ოთახი ჩვენი უშუალო სპა-სალონია, რომელშიც ჩვენ ვდუნდებით და საკუთარ თავთან განვმარტოვდებით ხოლმე. ამავდროულად, აქ გროვდება საპნის ნადები, ობი და მტვერი. შემრევზე და მის გარშემო კი ხშირად იხილავთ ნადუღსა და ჟანგის კვალს. დამეთანხმებით, ეს მნიშვნელოვნად აფუჭებს სურათს, თანაც, ბანაობაც ნაკლებად სასიამოვნო ხდება. ჩვენ გეტყვით, როგორ შეინარჩუნოთ სააბაზანოს სისუფთავე და გააქათქათოთ მინანქარი, მოაშოროთ ყველა დეტალს კირის ნადები და ჟანგი.

არსებობს ჭუჭყის ასეთი სახეობები:

1. საპნის ნადები

აბაზანის ან შხაპის მიღების შემდეგ, მინანქარზე ჩნდება შხაპ-გელის, შამპუნებისა და სხვა საშუალებების კვალი, ეპიდერმისის გაქვავებულ ნაწილაკებთან ერთად. საბოლოო ჯამში, ჭურჭელში ჩნდება ჭუჭყის მკვრივი ფენა, რომელიც, დროთა განმავლობაში, უსიამოვნო ფერს იძენს.

2. გაყვითლებული მინანქარი

ყვითელი ნაწიბურები ქათქათა აბაზანაზე ჟანგის გაჩენის შედეგია. ჟანგი რეზერვუარში ძველი მილების გავლით აღწევს. ერთი-მეორეზე ფენებად დაგროვების შედეგად, ლაქები სულ უფრო მკვეთრი ხდება და აბაზანის საფარშიც უფრო ღრმად აღწევს.

3. კირის ნადები

ხშირად, ნადები სანტექნიკურ აღჭურვილობაზე ჩნდება. კალციუმის მარილები, საპონთან კონტაქტით, ჩნდება თეთრი ნაწიბურები კაფელზე, ონკანსა და აბაზანაზე. კიდევ ერთი მიზეზია ხისტი წყალი.

როგორ გავათეთროთ აბაზანა

1. მომინანქრებული აბაზანა

ამ ტიპის ნაკეთობისთვის შესაფერისია მჟავის შემცველი ხსნარები. არ ხეხოთ მინანქარი რკინის ჯაგრისით ან აბრაზიული ნივთიერებებით, რამდენადაც საფარი შეიძლება დაიკაწროს ან დასკდეს. ასეთი დაზიანებები ობის განვითარებისა და ჭუჭყის დაგროვების წინაპირობად იქცევა.

  1. გაათბეთ აბაზანა, ქიმიური რეაქციის გასაძლიერებლად და გაწმენდის ასაჩქარებლად. ამისთვის, გაავსეთ ჭურჭელი მაქსიმალურად ცხელი წყლით, შემდეგ კი ჩაუშვით და გაამშრალეთ.
  2. დაამუშავეთ დაბინძურებული ნაწილები კონცენტრირებული ძმრით, ესენციით ან მჟაუნმჟავათი.
  3. გააჩერეთ საშუალება 15 წუთით, ხოლო შემდეგ კარგად ჩამორეცხეთ აბაზანა თბილი წყლით.

2. თუჯის აბაზანა

თუჯის აბაზანას კარგად ათეთრებს სოდისა და აბრაზიული საშუალებების კომბინაცია, აგრეთვე, თხევადი ქლორი. მეტალის სახეხის გამოყენებისგან თავი შეიკავეთ, საფარი რომ არ დაზიანდეს.

  1. გაათბეთ აბაზანა ცხელი წყლით და გააშრეთ.
  2. ჩაასხით რეზერვუარში ქლორის შემცველი საშუალება. გამოგადგებათ “დომესტოსი” და “Cif-კრემიც”.
  3. გააჩერეთ საშუალება 15 წუთით და ჩამორეცხეთ აბაზანა თბილი წყლით.

აგრეთვე, შეიძლება ლიმონმჟავას გამოყენებაც. უხვად მოაყარეთ სველ, გახურებულ აბაზანას ფხვნილი, რათა იგი მიეწებოს ზედაპირს და წარმოქმნას კონცენტრირებული საშუალება. 25 წუთში გაწმინდეთ რეზერვუარი ჩვრით, შემდეგ ჩამორეცხეთ.

3. აკრილის აბაზანა

აბრაზიული საშუალება და ფხვნილები ამ მასალასთან არ გამოდგება, რამდენადაც ისინი კაწრავს აკრილს. მნიშვნელოვანია ანტიბაქტერიული ფენის მოფრთხილება ჭურჭლის ზედაპირზე, რათა აბაზანამ უფრო დიდხანს გაძლოს.

  1. გაახურეთ აბაზანა წყლით და გაამშრალეტ.
  2. ჩაასხით 1 ჭიქა ცხელი წყალი და ჩაყარეთ 1 ს.კ. ლიმონმჟავა. ალტერნატიული ვარიანტია 100 მლ ძმარი და 20 გ მარილი.
  3. წაუსვით ხსნარი ღრუბელს ან ქსოვილს და დაამუშავეთ ჭურჭლის მთელი ზედაპირი.
  4. 20 წუთის შემდეგ ჩამორეცხეთ თბილი წყლით.

4. მეტალის აბაზანა

ყველაზე ხშირად, ჟანგი სწორედ ასეთ აბაზანაში ჩნდება. მისი მოშორება ძვირადღირებული ქიმიის გარეშეც შეიძლება. საკმარისია ტუტისა და მჟავის გამოყენება.

  1. გარეცხეთ და გააშრეთ შუშის ქილა.
  2. ჩაყარეთ მასში 100 მლ ნიშადურის სპირტი და 50 მლ წყალბადის ზეჟანგი.
  3. წაუსვით საშუალება ქსოვილს ან ღრუბელს, უხვად დაამუშავეთ ჭუჭყი და გააჩერეთ ცოტა ხნით.
  4. 20 წუთში ჩამორეცხეთ თბილი წყლით.

საერთო რეკომენდაციები

  1. ყოველი ბანაობის შემდეგ, დაამუშავეთ აბაზანა თხევადი საპნითა და ღრუბლით. ასე ხელს შეუშლით ბაქტერიების განვითარებასა და კირის ნადების წარმოქმნას.
  2. სანტექნიკაც უნდა გარეცხოთ, შემდეგ კი მშრალი ქსოვილით გაწმინდოთ. ზედაპირზე არ დაგროვდება ნესტი, რომელიც ჟანგის გაჩენას იწვევს.
  3. არ დადგათ აკრილის აბაზანის ფსკერზე მეტალის დაფები ან სათლები, ზედაპირი რომ არ დაიკაწროს. თუ აბაზანა დაზიანდა, თხევადი აკრილის გამოყენებით უნდა აღადგინოთ.
  4. თუ შინაურ ცხოველებს აბაზანაში აბანავებთ, აუცილებლად დააფინეთ ფსკერზე რეზინიანი ხალიჩა, ზედაპირი კლანჭებით რომ არ დაზიანდეს.

ამ მარტივი წესების დაცვით, დიდხანს შეძლებთ ქათქათა, სუფთა აბაზანაში ბანაობას.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი