როგორ გავწმინდოთ სათვალის შუშა ხარისხიანად, ხელსახოცების გარეშე

დროთა განმავლობაში, სათვალის ლინზები ჭუჭყიანდება, იფარება თითის ანაბეჭდებითა და ცხიმიანი ნაწიბურებით. მომხმარებელთა უმეტესობისთვის, სათვალის წმენდის ყველაზე მარტივი და ნაცნობი საშუალება რაღაც ხელსახოცის გამოყენებაა. თუმცა, ასეთი მიდგომა საუკეთესოდ არ შეიძლება ჩაითვალოს. თუნდაც იმიტომ, რომ ნებისმიერი ხელსახოცი კაწრავს ლინზების ზედაპირს.

სათვალის გაპრიალება კრისტალურ სისუფთავემდე, თანაც ისე, რომ მასზე არც ნაწიბურები დარჩეს და არც ნაკაწრები, გაცილებით მარტივია, ვიდრე გეგონათ. რაც მთავარია, ამისთვის მხოლოდ ის დაგჭირდებათ, რაც უკვე არის ყველა სახლში: წყალი და ჭურჭლის სარეცხი საშუალება. არც ჩვარი, არც ხელსახოცი, არც ღრუბელი არაა საჭირო. უბრალოდ, გაიმეორეთ რამდენიმე უბრალო მანიპულაცია.

გაავსეთ წყალი რამე თასში. მოათავსეთ მასში სათვალე (სასურველია, მთლიანად). წაუსვით ცოტაოდენი სარეცხი საშუალება სველ ლინზებს და კარგად გაწმინდეთ თითებით. ეცადეთ, შუშის მთელი ზედაპირი, თანაც ორივე მხრიდან, დაფაროთ სარეცხი საშუალებით. ნებისმიერი ლინზის მთავარი მტერი კანის ქონი გახლავთ. თუმცა, სწორედ ასეთ ნივთიერებებს ებრძვის ჭურჭლის სარეცხი საშუალება საუკეთესოდ.

ამ მარტივი მანიპულაციების დასრულების შემდეგ, ჩაუშვით სათვალე ისევ წყლით სავსე თასში და კარგად გაავლეთ. როცა დარწმუნდებით, რომ შუშის ზედაპირზე არ დარჩა ქაფი, ამოიღეთ სათვალე წყლიდან და გააშრეთ. ამის გაკეთება ორი გზით შეიძლება: თმის საშრობით ან ბუნებრივი გზით. პირველი არამხოლოდ სწრაფი, არამედ უკეთესიცაა. ასეთი შრობის შემდეგ, ლინზაზე ერთი ნაწიბურაც კი არ დარჩება!

ჭურჭლის სარეცხი საშუალებით შეიძლება სათვალის ჩარჩოების რეცხვაც, რამდენადაც მათზეც რჩება კანის ქონის ლაქები.

თქვენ როგორ აპრიალებთ სათვალეს? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება.