ალბათ, ყველა სამზარეულოშია ეს პოპულარული ნაკეთობა. დაფიქრებულხართ იმაზე, თუ, ცხობის გარდა, როგორ შეიძლება მისი გამოყენება? ჩვენ მოვაგროვეთ 12 ხრიკი, რომლებიც ყოფაცხოვრებას მნიშვნელოვნად გაამარტივებს.

1. რეცხვა

თუ შეგინიშნავთ, რომ ნივთები ელექტრონულად იმუხტება და მას მუდმივად ეწებება ბეწვეული, ფოლგა აუცილებლად დაგეხმარებათ. აიღეთ ალუმინის ფირფიტები და დაამრგვალეთ რამდენიმე ბურთულა, დაახლოებით ჩოგბურთის ბურთის ზომაზე. შეყარეთ მანქანაში, ტანსაცმელთან ერთად. ფოლგა ნივთებზე საერთოდ არ აისახება, თუმცა, მათ “ელექტრობისგან” გაათავისუფლებს.

2. ბანანისა და ნიახურის შენახვა

ნაყიდი ბანანი მეორე დღესვე რომ არ გაფუჭდეს, გაახვიეთ მისი კუდები ფოლგით. ასე ნაყოფს დაიცავთ ეტილენის დაკარგვისგან, რაც მის დამწიფებას იწვევს. შედეგად, ნაყოფი უფრო დიდხანს იქნება ახალივით. აგრეთვე, ფოლგით შეიძლება საკვები ცელოფნის შეცვლაც. ეშმაკობა ნიახურისთვისაც გამოდგება. მაღაზიის შეფუთვიდან ამოღების შემდეგ, გაახვიეთ იგი ფოლგაში. პროდუქტი უფრო დიდხანს შეინახება.

3. ძაბრი

თუ სითხის გადასხმა გჭირდებათ სხვა ჭურჭელში, ძაბრი კი ხელთ არ გაქვთ, გამოიყენეთ ფოლგა (შესაძლოა, მასში რამე პროდუქტი იყო შეფუთული). დაახვიეთ იგი კონუსის ფორმით და ჩასვით ბოთლის ყელში. წვეთი სითხე არ გაგეპარებათ!

4. მაკრატლის ალესვა და ჟანგის მოშორება

დიახ, დიახ, ფოლგას ესეც შეუძლია. უბრალოდ დაჭერით მეტალის ფურცელი წვრილ ნაწილაკებად, მაკრატლით. გაიმეორეთ პროცედურა, სანამ მაკრატელი არ აილესება. თუ ონკანზე ჟანგი გაჩნდა, უბრალოდ გახეხეთ იგი ფოლგით, რკინის ღრუბლის ნაცვლად.

5. მიმწვარი საკვებისა და ცხიმის წმენდა

შამფურების ან გრილის ბადის სწრაფად გაწმენდა შეიძლება სპეციალური საშუალებების გარეშეც. დაამრგვალეთ ფოლგის პატარა ნაჭერი და გახეხეთ მეტალის ზედაპირები, საკვების ნარჩენების მოსაშორებლად. შემდეგ გაავლეთ ნაკეთობა და გააგრძელეთ მზადება.

საცხობი ლანგრებიდან მიმწვარი საკვების ნაწილაკების მოშორება ნაკაწრების გარეშეც შეიძლება. დააწვეთეთ თბილ წყალში გახსნილი სარეცხი საშუალება და გახეხეთ მეტალის ფურცლით, დელიკატურად გაწმინდეთ დაჭუჭყიანებული ზედაპირები.

6. დაუთოება

ფოლგის თერმული თვისების წყალობით, თეთრეულის დაუთოება გაცილებით ნაკლებ დროს მოითხოვს. გაახვიეთ საუთოებელი დაფა მეტალის ფურცელში და დააფარეთ ქსოვილი. დაუთოების დროს, ტანსაცმელი ორივე მხრიდან ერთდროულად დაუთოვდება.

7. ელემენტების მუშაობა

ელემენტები ყველაზე შეუფერებელ მომენტში გვღალატობენ. თუ ასე მოხდა, დროზე ადრე ნუ განაწყენდებით, სცადეთ მათი შრომისუნარიანობის ვადის გაზრდა. გაუხანგრძლივეთ ელემენტებს სიცოცხლე ფოლგის მკვრივი ნაჭრის გამოყენებით – ასე კიდევ ცოტახანს გაძლებს.

8. ავეჯის გადატანა

სამწუხაროდ, ფოლგა თქვენს ნაცვლად ავეჯს ვერ გადაიტანს, თუმცა პროცესს ცოტათი შეამსუბუქებს. დაუდეთ ალუმინის ფოლგა ავეჯის ფეხებს, ინტერიერის ნივთები უფრო მარტივად რომ ცურავდეს და ადგილიდან ადგილზე მარტივად გადადიოდეს. ამასთან, ასე იატაკის საფარსაც არ დაკაწრავთ.

9. ვერცხლის წმენდა

აიღეთ ნებისმიერი ჭურჭელი,მოათავსეთ მის ფსკერზე ფოლგის ნაჭერი, ზემოდან კი დაალაგეთ სამკაულები. შემდეგ, ცალკე ჭურჭელში მოამზადეთ საწმენდი სითხე. 1/2 ლ მდუღარე წყალს დაუმატეთ 25 გ სოდა და კარგად მოურიეთ. როცა ქაფი ჩაჯდება, დაასხით მიღებული სითხე სამკაულებს. ფოლგა და სოდა რეაქციაში შევა და რამდენიმე წუთში შენიშნავთ, რომ ვერცხლი გაღიავდა.

10. მზის აბაზანები ყვავილებისთვის

მზის მოყვარული მცენარეები წლის ცივ პერიოდსა და ცუდ ამინდებში თავს ცუდად გრძნობენ. მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სხივები საჭირო რაოდენობით რომ მიაწოდოთ, აიღეთ მუყაოს კოლოფი, მოაჭერით ზედა და გვერდითა წიბოები. შემოაწებეთ ჩონჩხს მეტალის ფურცელი, მოათავსეთ ფანჯრის რაფაზე და მასში ჩადგით ყვავილი. მზის უხვი სხივები გარანტირებულია!

აგრეთვე, ალუმინის ფურცელი დაიცავს მცენარეებს ლოქორებისა და ჭიანჭველებისგან, თუ ყვავილის ღეროებზე მეტალს ალაგ-ალაგ შემოახვევთ.

11. დაცვა შეღებვისას

კედლები, ფურნიტურა, ავეჯი, კარი და სხვა ზედაპირები უსაფრთხოდ რომ შეღებოთ, ქაღალდის სკოჩი საჭირო არაა. მას მარტივად ჩაანაცვლებთ ფოლგით, შემთხვევით არასასურველი დეტალები რომ არ შეღებოთ.

12. ღუმელის დაცვა

თუ მოგბეზრდათ ყოველი ცხობის შემდეგ ღუმელის ხეხვა, დაიცავით იგი ყოვლისშემძლე შხეფებისგან. დააფინეთ ფსკერსა და ბადეზე ფოლგა. მომზადების შემდეგ, უბრალოდ გადაყარეთ გაფუჭებული ფურცლები, ღუმელი კი შემდეგში გარეცხეთ.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი