საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ერთი ფლორისტის უჩვეულო დიზაინერული გადაწყვეტილება საქვეყნოდ ცნობილი გახდა. როგორც აღმოჩნდა, ბრუნო გეიერი გატაცებულია არამხოლოდ ყვავილების მოვლით, არამედ მოსარწყავი საშუალებების კოლექციის შეგროვებით. ეს უცნაური კოლექცია 800-ზე მეტ ნივთს მოიცავს, ამიტომაც მამაკაცმა გადაწყვიტა ფასადი მათი მეშვეობით მოერთო.

ერთი მაცხოვრებლის წყალობით სოფელი რუჟმონ-ლე-შატო ტურისტულ ადგილად იქცა, სადაც ექსკურსიები ხშირად ტარდება. ბრუნო 5 წლიდანაა გატაცებული ყვავილების მოვლით. ერთ შობაზე დამ მას მოსარწყავი აჩუქა, რის შემდეგაც მათი შეგროვება გადაწყვიტა. გატაცებას ხსნის იმით, რომ მცენარეებისთვის წყალი უმნიშვნელოვანედია, ეს უბრალო ნივთი კი მათი სიცოცხლის გაუმჯობესებასთან ასოცირდება.

ყვავილების მაღაზია 1988 წელს გახსნა და სხვადასხვა ფორმებისა და ფერების სარწყავების გამოფენაც იქვე მოაწყო. სარწყავებს ბრუნო ყველგან ეძებდა: მაღაზიებში, ნათესავებთან, ბაზრობებზე, ონლაინ პლატფორმებზე…

ამასთან, მეზობლებს სოფლის მაცხოვრებლებს თუ უცხო ადამიანებს იმავე რაიონიდან, მასთან ხშირად მოაქვთ სხვადასხვა სარწყავი, იციან რა მამაკაცის გატაცების შესახებ. ტურისტებიც უტოვებენ ბრუნოს ამ ნივთს, რათა მან თავის საოცარ ექსპოზიციაში ისინიც ჩართოს.

გეიერის სახლის და მაღაზიის ცნობადობა საფრანგეთის საზღვრებსაც გასცდა. ბევრი ადამიანი სპეციალურად ჩამოდის აქ, რათა ეს ფანტასტიკური დეკორი იხილოს. მაღაზიას L’arroisoir ეწოდება, რაც თარგმანში სარწყავს ნიშნავს.

გარდა სარწყავებისა, ბრუნოს სამფლობელოში იხილავთ სეზონურ ყვავილებს, უჩვეულო მცენარეებს, ორიგინალურ ქოთნებს და დეკორის სხვა ელემენტებს. აქ არის ვინტაჟური ავეჯიც და ჭაღებიც – გააჩნია წლის რა პერიოდში ესტუმრებით ამ მამაკაცს, ის მაღაზიას სეზონის შესაბამისად რთავს.

ბრუნო გეიერის კოლექცია 830 სარწყავს მოიცავს, მაგრამ ფრანგი არ ჩერდება. მიუხედავად იმისა, რომ კედლები, ტროტუარი და გარშემო არეალი უკვე შევსებულია, ის დამატებით კიბეებს დგამს, რათა ახალი საწრყავებიც განათავსოს.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი