
ყველა ადამიანს სურს საკუთარი სახლის ყველაზე კომფორტულად მოწყობა და არც ვარსკვლავები წარმოადგენენ გამონაკლისს ამ საკითხში. ნახეთ ცნობილი ადამიანებიდან ვის აქვს ყველაზე შთამბეჭდავი სახლი:
რიანას სასახლე – ბევერლი ჰილზი
აუზის კაშკაშა წყალი და ტერასის სკამები კურორტის ატმოსფეროს ქმნიან.
ლედი გაგას სახლი – მაიამი
ლედი გაგას სახლის ექსტერიერი მის ბუნებას არ ასახავს, თუმცა შენობის ინტერიერი მართლაც მომღერლის მსგავსად ძალიან მრავალფეროვანია.
ჯულია რობერტსი – ჰავაი
ჯულია რობერტსმა გვერდიგვერდ მდგარი ორი სახლი იყიდა და ისინი ერთ სასახლედ გადააკეთა.
ჯონ ტრავოლდა – ფლორიდა
ჯონ ტრავოლდა ავიაციის ფანია, რის გამოც მისი სახლი აეროპორტის ფორმისაა და მას ასევე დასაფრენი ბილიკიც აქვს მისი პირადი თვითმფრინავისთვის.
ნიკოლას კეიჯი – ლოს-ანჯელესი
ნიკოლას კეიჯი არქიტექტურის ფანია და ყოველთვის ძველი სტილის სახლებს ყიდულობს, ავთენტური დიზაინით.
მელ გიბსონი – კონეკტიკუტი
მელ გიბსონი ისტორიის ფანია, რისი დანახვაც მისი სახლის დიზაინში მარტივადაა შესაძლებელი.
ბიონსე – ნიუ ორლეანი
ცნობილი ვარსკლავის სახლი ერთი შეხედვით ორდინალური ინტერიერით გამოირჩევა იქამდე, სანამ მაგალითად ხის სკამის ფასს იკითხავთ.
გარი ოლდმანი – ლოს-ანჯელესი
მსახიობის სახლი გარედან ბაღს გავს, თუმცა ინტერიერი ბაროკოს სტილის ელემენტებითაა გაფორმებული.
ნაომი კემპბელი – თურქეთი
ნაომი კემპბელის თვალის ფორმის სასახლე თურქეთში კლეოპატრას კუნძულზე, ხმელთაშუა ზღვაში მდებარეობს.