ფოტოგრაფი ტიმ სტრიტ-პორტერი ბოლო 4 დეკადის განმავლობაში ლოს-ანჯელესის ყველაზე თვალწარმტაცი პეიზაჟების გადაღებაში ხარჯავდა მისი დროის უდიდეს ნაწილს. მას სურდა დაეფიქსირებინა ქალაქის არქიტექტურული ღირსშესანიშნაობები, რომლების სიაც დონატების სკულპტურებიდან იწყება და ვოლტ დისნეის საკონცერტო დარბაზით მთავრდება.

“მე არქიტექტურა მქონდა ნასწავლი და ამ ქალაქის ვიზუალს ვხედავდი როგორც ეგზოტიკურ ცარიელ ტილოს” – განაცხადა ფოტოგრაფმა. მან ოთხი წიგნი გამოაქვეყნა ამ ქალაქის არქიტექტურის შესახებ და ახლა უკვე მეხუთეზე მუშაობს, რომელშიც ასახული იქნება ლოს-ანჯელესის თანამედროვე ქუჩები და სახლების დიზაინი. იგი ქმნის სურათებს და ამოპრინტერებულ ნამუშევრებსაც იმ 300 შენობისგან, რომელიც მან წლების განმავლობაში დააფიქსირა, მათ შორის იყო ცათამბჯენების ექსტერიორები, მომხიბვლელი ინტერიორები, საინტერესო ფასადების ნახატები და ა.შ.

ტიმის თქმით ლოს-ანჯელესის ვიზუალის აღქმა ბოლო 40 წლის განმავლობაში რადიკალურად შეიცვალა, რის გამოც მას იმედი აქვს იმის, რომ მისი ფოტოები ამ პროცესის ვიზუალურ ნარატივს შესთავაზებენ ქალაქის ისტორიით დაინტერესებულ ხელოვანებს და არქიტექტურის მოყვარულებს. მის მიერ დაფიქსირებული ღირსშესანიშნაობების ნაწილი დაანგრიეს, მათ შორის ცნობილი აუდიტორიაც, სადაც ადრე ელვის პრესლიმ ჩაატარა კონცერტი ლოს-ანჯელესის კულტურულ ცენტრად ქცევისათვის.

ტიმმა მარკეტინგული სააგენტო დაარსა, რადგან თვლის რომ მისი კოლექცია მართლაც გამოირჩევა და ამიტომ სურს საკუთარი ფოტოების რეკლამირება ერთი ფირმის სახელის ქვეშ დაიწყოს.

“ლოს-ანჯელესში ექსტრაორდინალური არქიტექტურაა წარმოდგენილი, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი არ გახლავთ. სწორედ ამიტომ ვიგრძენი ამ პროექტის გაკეთების ვალდებულება, რის მიმართაც ყველა ენთუზიაზმით გამოირჩევა.

დაათვალიერეთ ლოს-ანჯელესის სინემატიკური არქიტექტურული პეიზაჟები და დატკბით ტიმ სტრიტ-პორტერის მიერ დაფიქსირებული კადრებით:

რომელი შენობა მოგეწონათ ყველაზე მეტად?

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი