წარმოიდგინეთ სიტუაცია, მეგობრები უეცრად გატყობინებენ, რომ გესტუმრებიან. უარს ვერ ეუბნებით, თუმცა სახლში სიბინძურეა. იმისათვის, რომ უხერხულ სიტუაციაში არ ჩავარდეთ, ჩვენ გასწავლით როგორ დაალაგოთ ბინა სწრაფად.

მშრალი და სველი დალაგება

ნუ დაპანიკდებით ან შეყრით ყველაფერს კარადაში. სჯობს იმაზე კონცენტრირდეთ თუ რა მიიზდავს სტუმრების ყურადღებას ყველაზე მეტად.

განიავება

პირველ რიგში რაც უნდა გააკეთოთ, ოთახების განიავებაა. გააღეთ ყველა ფანჯარა, რათა მტვირს სუნი გავიდეს. ამასთან, სუფთა ჰაერი სახლს სიმყუდროვის ატმოსფეროს შემატებს.

სააბაზანო

აუცილებლად იზრუნეთ აბაზანისა და ტუალეტის სისუფთავეზე. ესაა ერთადერთი ადგილი, სადაც სტუმრებს საუბრით ვერ გადაატანინებთ ყურადღებას და ისინი ყველაფერზე ყურადღებას გაამახვილებენ. შეამოწმეთ ტუალეტის ქაღალდის რაოდენობა და გამოცვალეთ პირსახოცი.

შინაური ცხოველის ბეწვი

სავარაუდოდ, სტუმრები ან სამზარეულოში ისხდებიან, ან სასტუმრო ოთახში. თუ შინაური ცხოველი გყავთ, შეამოწმეთ სკამებსა და დივანზე მათი ბეწვი. ის ეკრობა ტანსაცმელს და ზოგიერთ ადამიანს მასზე ალერგიაც აქვს.

დასარეცხი ჭურჭელი

ნიჟარა სუფთა უნდა იყოს. გაასუფთავეთ ის ჭუჭყიანი ჭურჭლისგან და საკვების ნარჩენებისგან.

მიგდებული ნივთები

ეს აუცილებლად მიიქცევს ყურადრებას. ნუ დაანახებთ სტუმრებს თქვენს სამოსს და ნივთებს სახლის ყველა კუთხეში. აიღეთ ყუთი ან უჯრა, დაიარეთ სახლი და შეაგროვეთ ისინი.

იატაკი

მთელი იატაკის მორეცხვა საჭირო არაა. დროც არ გეყოფათ. უბრალოდ დაიარეთ მტვერსასრუტით მისაღებში და სამზარეულოში, ასევე შემოსასვლელ კართან. ეს საკმარისი იქნება.

სხვა ზედაპირები

სტუმრები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რაც იატაკს მაღლაა. მტვერსასრუტი იმ ზედაპირებსაც გადაატარეთ, რომლებიც თვალში გვხდებიან. იქ, სადაც მზე დიდი დოზით ეცემა, მტვერი განსაკუთრებით შეიმჩნევა.

თუ ჩვენს რეკომენდაციებს გაითვალისწინებთ, სტუმრების მოსვლის არ შეგრცხვებათ. სულ რაღაც 20-30 წუთია საჭირო ძირითადი სისუფთავისთვის. მთავარია არ გაამხილოთ, რომ მათ მოსვლამდე დაალაგეთ, იფიქრონ, რომ ასეც იყო.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი