პარკეტი არის და რჩება იატაკის ერთ-ერთ ყველაზე ხარისხიან და ლამაზ საფარად. საინტერესოა როგორი პარკეტითაა მოდური წელს ინტერიერების მორთვა?

კრემისფრიდან ნაცრისფრამდე

კვლავ აქტუალურია ნათელი ფერის საფარი. მსგავსი იატაკი ვიზუალურად ზრდის ოთახს და სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის. ის ავტომატურად ამსუბუქებს გარემოს. წელს მოდაში ფართო პალიტრაა: რძიანი ყავისფერი, სპილოს ძვლისფერი, ნაცრისფერი…. ის დაამშვენებს მინიმალისტურ, სკანდინავიურ და თანამედროვე ინტერიერებს. ასევე კარგი იქნება კლასიკური და პროვანსული სტილის შესამკობადაც.

მუქი ფაქტურა

დიახ, ნათელი ფერი პოპულარულია, თუმცა შავი ხე მას არაფრით ჩამოუვარდება. ასეთი პარკეტი შეგიძლიათ გამოიყენოთ აქცენტის სახით, ასევე მორთოთ კაბინეტები და სასტუმრო ოთახები. ის ძალიან ელეგანტურად გამოიყურება.

საინტერესო ხაზები პარკეტზე

ხე იქცევს ყურადღებას არამხოლოდ თავისი სითბოთი, არამედ არაჩვეულებრივი ხაზებითაც. მათზე წელს განსაკუთრებული აქცენტი კეთდება. დიზაინერები მსგავსი სტილით აქტიურად ინტერესდებიან.

პარკეტის მოზაიკა

ე.წ. პარკეტის ფილისგან იატაკზე ორიგინალური და საინტერესო ფორმების გაკეთება შეილება. ძალიან მიმზიდველად გამოიყურება ჭერის სიმაღლიდან და ძალიან უხდება მორთულ ნაძვის ხეს.

თქვენ რომელი ვარიანტი მოგწონთ?

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი