მაშ ასე, მოცემულია სამზარეულოს კომპლექტი საბჭოთა კავშირიდან და თანამედროვე სამყაროდან. საჭიროა გავიგოთ რომელია უმჯობესი და რისი გაკეთება შეგვიძლია.

ავეჯის ექსპერტები ამტკიცებენ, რომ საბჭოთა ავეჯი უხარისხოა და არც მრავალფეროვანია. სამზარეულოს კარადები ერთნაირად ყვითელი და უხეშია.

1. დსპ

„დსპ სხვა რამეა“ – ამბობენ ახალი ავეჯის დამკვეთების 30%. ამტკიცებენ, რომ ის საბჭოთა წარმოების საოცარი ნიმუშია – მყარი და სქელი. მართალია, დსპ მძიმე იყო და თუ ფეხს მიარტყავდი, ბრილიანტის მწვანე აუცილებელი ხდებოდა.

2. ფურნიტურა

ეს ძალიან დაუფიქრებელი რამ იყო, რომელსაც ფასადზე აუცილებლად აღენიშნებოდა რამე არათანაბარი და კომპენსირება შეუძლებელი ხდებოდა.

3. მაგიდა მთელ სიგრძეზე

შეგიძლიათ დაჭრათ პირდაპირ მაგიდაზე და მას არაფერი მოუვა – ეს რა თქმა უნდა მართალი არაა. იმ შემთხვევაშიც კი თუ ის ძალიან სქელია, ნაკვალევი დარჩება. საბჭოთა იქნება თუ თანამედროვე, უფრო მოხერხებულია დაფაზე დაჭრათ.

4. უჯრები და კარები

უჯრებს ნიშებში დიდი ძალისხმევა სჭირდება გამოსაღებად. ამ შემთხვევაშიც არასწორად ხდებოდა გაკეთება და ჭანჭიკებს პირდაპირ ხეში ამაგრებდნენ.

5. დიზაინი

ეს სიტყვა მაშინ არც ისე ხშირად გვხდებოდა, იმიტომ რომ სამზარეულოს ავეჯში დიზაინი არც არსებობდა. ძალიან სტანდარტული ტუმბოები ხშირად ყვითლდებოდა და კარგად აღარ გამოიყურებოდა.

თანამედროვე ავეჯის მწარმოებლები ხშირად ეჯახებიან აზრს: „საბჭოთა კავშირში ყველაფერს საუკეთესოდ აკეთებდნენ, თანამედროვე ავეჯი კი ერთფეროვანია“. კლიენტებს შეიძლება გავუგოთ, იმიტომ რომ ფასებში სხვაობა მკვეთრადაა შესამჩნევი. მომხმარებლები ინტერნეტ სივრცეში წერენ, რომ საბჭოთა ავეჯი მათ სამზარეულოებში 70-80-იანი წლების შემდეგ მედგრად დგანან, თანამედროვე ფურნიტურას კი უფრო ხშირი განახლება სჭირდება.

სტანდარტული სამზარეულოს ნაკრები ნებისმიერი შეილება იყოს. მთავარია დიდხანს გვემსახურებოდეს და ინტერიერს ამკობდეს.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი