ცდილობთ გამდიდრებას მაგრამ არ გამოგდით? შესაძლოა სიტუაციას სხვა მხრიდან უნდა შეხედოთ. ძველი ჩინური მეცნიერების, ფენშუის მიხედვით, ყველა სახლშია ენერგოცენტრები, რომლებიც ფულად შემოსავალზე ახდენენ გავლენას. არსებობენ ნივთები, რომლებსაც შეუძლიათ ამ ენერგიის დაბლოკვა.

დღეს ჩვენ სწორედ მათ გაგაცნობთ. რა გიშლით ხელს გამდიდრებაში? სასწრაფოდ მოიშორეთ ისინი თავიდან!

გატეხილი ნივთები

გატეხეთ ჭიქა და თეფში? გადააგდეთ! თქვენი საყვარელი ჭიქაც რომ იყოს. განსაკუთრებით ეს სარკეებს ეხებათ. ფენშუის მიხედვით არ უნდა ჩავიხედოთ მათში, რადგანაც სახლის პოზიტიურ ენერგიას მიიტაცებენ.

გაფუჭებული სანტექნიკა

მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ სანტექნიკა სახლში მუდამ გაკეთებული იყოს. თუ ონკანი აპარებს ან ცუდად მუშაობს, ახლით ჩაანაცვლეთ. ითვლება, რომ წყალთან ერთად ფულიც მიედინება.

წყვილი ნივთები, რომლებმაც ცალი დაკარგა

წინდები, ხელთათმანები, საყურეები, ყურსასმენები და სხვა ნივთები, რომლებიც წყვილის გარეშე დარჩნენ, კეთილდღეობას არ მოგიტანენ. ეცადეთ მალე გათავისუფლდეთ მათგან.

გამხმარი თაიგული

თაიგული შესაძლოა სასიამოვნო მოგონებას აღგიძრავდეთ, მაგრამ ის ნეგატიური ენერგიის წყაროა, რომელიც ოპტიმიზმს კლავს. თუ ისინი თქვენთვის ძალიან ძვირფასები არიან, საძინებლიდან სამზარეულოში მაინც გადაიტანეთ. თუმცა, უმჯობესია გადაყრა.

ასევე, ძალიან ნეგატიური გავლენა აქვს გამხმარ ყვავილებს, რომლებიც ფანჯარასთან დგანან.

ძველი და ცარიელი საფულეები

საფულე გაჩუქეს, არ იყენებთ და ცარიელი გიგდიათ? აჯობებს თუ მონეტებით ან კუპიურებით შეავსებთ ან საერთოდაც სხვას აჩუქებთ. ცარიელი საფულე ოჯახში უფულობას და ჩხუბებს მოიზიდავს.

ასევე, გამდიდრებაში ხელს შეგიშლით ძველი საფულეები, რომლებიც გაფუჭებულები არიან.

ნაგავი

ნუ დაიგროვებთ ნაგავს სახლში, გაიტანეთ ის რაც შეიძლება ხშირად. ძველი პარკები არასასიამოვნო ატმოსფეროს ქმნიან და ფენშუის მიხედვით დადებით აურას აფუჭებენ.

ვადაგასული პროდუქტები

შეამოწმეთ სამზარეულოს უჯრები და თაროები. ძველი პროდუქტები, რომლებსაც ვადა გაუვიდათ, ნეგატივს და სიღარიბეს იზიდავენ. სასწრაფოდ გათავისუფლდით.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი