გამოცდილმა მებაღეებმა იციან თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვარდების მოვლა ზაფხულში. სიცივისთვის მზადება აგვისტოში უნდა დავიწყოთ. შედეგად ყვავილების დედოფალი აყვავებით გაგვახარებს. მომნუსხავ არომატზე ხომ აღარაფერს ვამბობთ!

ჩვენ გთავაზობთ ინსტრუქციას და საიდუმლოებებს ამ თემის გარშემო.

ყვავილების მოშორება

ყურადღება მიაქციეთ ბუჩქის მდგომარეობას. როგორც კი დამჭკნარ ყვავილს დაინახავთ, აუცილებლად მოჭერით. ყველა სუსტი, გამხმარი ან დაზიანებული ყლორტიც სჯობს რომ მოჭრათ.

მორწყვა და სასუქი

არ დაგავიწყდეთ რეგულარული მორწყვა. მაგრამ, ყურადღება მიაქციეთ ამინდს. თუ თქვენთან ხშირად წვიმს, ვარდებისთვის ესეც საკმარისია.

ყვავილებს დამატებითი მოვლა სჭირდებათ. ვარდებისთვის შესაფერისი იქნება კალიუმის და ფოსფორის სასუქები. მაგალითად, სუპერფოსფატი.

ნაყენის გასაკეთებლად 1 ს.კ. შესაბამისი ნივთიერება გახსენით 1 ლ. წყალში. დადგით 1-2 დღის მანძილზე. მოასხით ყველა ყლორტს. არსებობს მზა კომპლექსური სასუქებიც, რომლებშიც აზოტი, ფოსფორი და კალიუმი შედის.

ბუგრებისგან დამუშავება

ხანდახან ყვავილს მწერები ისაკუთრებენ. თუ ისინი ცოტანი არიან, სიტუაციას ჩვეულებრივი წყლით და სარეცხი საპნით უშველით. გააკეთეთ საპნის ხსნარი და მოასხით ის ყვავილს.

თუ ფოთლებზე შავ ლაქებს ხედავთ, დროა სერიოზულ ხერხებს მიმათოთ. გამოგადგებათ საშუალებები სპეციალური მაღაზიიდან.

ფესვების მოჭრა

სისტემატურად დაათვალიერეთ ვარდის ყლორტები. ხანდახან ხდება ისე, რომ ფესვებისგან სხვა მცენარე იზრდება. ის აუცილებლად დააზიანებს ვარდის ყლორტს, ამიტომაც მალევე უნდა მოჭრათ.

როგორ მივაღწიოთ აყვავებას

ვარდები მადლობას გეტყვიან და აყვავდებიან თუ კარგად მოამზადებთ ნიადაგს. პირველ რიგში, ამოთხარეთ საჭირო ზომის ორმო. შემდეგ აურიეთ მიწას სუპერფოსფატი და კალიუმის მარილი. ჩაყარეთ ორმოში და დაასხით წყალი. ჩარგეთ ნერგები 2 კვირის შემდეგ.

გახსოვდეთ, რომ მინერალური და ორგანული მოვლა უნდა დაბალანსდეს. ორგანული უნდა იყოს თხევად ფორმაში.

იმისათვის, რომ აყვავებას მიაღწიოთ, არ დაგავიწყდეთ გარეგნული კვება. დაამუშავეთ ყლორტები სპეციალური საშუალებით. გააკეთეთ ეს საღამოს, თბილ ამინდში.

ვარდს ძალიან უყვარს სინათლე. ამიტომაც, საგულდაგულოდ აირჩიეთ სად დარგავთ. რაც უფრო თბილი და მზიანი იქნება ს ადგილი, ვარდი უფრო მეტად აყვავდება.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი