სკანდინავიური მინიმალიზმი, ანუ როგორ ცხოვრობენ სტოკჰოლმში 24 კვ.მ. ბინაში

საცხოვრებელი “კვადრატების” შემცირება სულ უფრო აქტუალური ხდება, განსაკუთრებით მაღალგანვითარებულ და აყვავებულ მეგაპოლისებში. რამდენადაც ზოგიერთი ადამიანისთვის პრიორიტეტული არა დიდი ფართობი, არამედ საცხოვრებლის ადგილმდებარეობაა, მათ უხდებათ, გონივრულად მიუდგნენ ბინის მოწყობას, თანაც მცირე ბიუჯეტით. ასე მოიქცა ახალგაზრდა გოგონაც, რომელსაც ერჩივნა სტოკჰოლმის ცენტრში ცხოვრება, ამისთვის კი მხოლოდ 24 კვ.მ. ფართობის სტუდიოს ტიპის ბინის შეძენა მოუხდა.

როგორც წესი, ნებისმიერი ქალაქის ცენტრში უძრავ ქონებას ასტრონომიული ფასი ადევს, რაც განპირობებულია განვითარებული ინფრასტრუქტურითა და სატრანსპორტო ქსელებით. ამიტომ მათ, ვისაც სურს, ქალაქის ყველაზე მოთხოვნად რაიონში იცხოვრონ, უხდებათ ბინის ფართობის შემცირება, თუ ფინანსური შესაძლებლობები არც ისე დიდია. სწორედ ასე მოიქცა სტოკჰოლმის (შვედეთის) მაცხოვრებელი გოგონაც, რომელმაც გადაწყვიტა, 24 კვ.მ. ფართობის ციცქნა ბინა ეყიდა.

Novate.ge-ს ცნობით, ბინა ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ცენტრალურ რაიონში, კუნძულ სოდერმალმზე (Södermalm) მდებარეობს, თანაც კეთილ კორპუსში, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე აიგო. ამიტომ არაა გასაკვირი, რომ ბინა ასეთი მინიატურულია. საბედნიეროდ, მასში უკვე იყო გამოყოფილი ციცქნა სამზარეულო და სააბაზანო, რამაც მნიშვნელოვნად გაამარტივა საცხოვრებლის მოწყობა. რამდენადაც ბინას კარგი გეომეტრია და იზოლირებული სველი წერტილები აქვს, ახალ მფლობელს ისღა დარჩენია, გადაეწყვიტა, როგორ განელაგებინა სასტუმრო-სასადილო და საძინებელი ოთახები თავისი სამუშაო კუთხით. დასაწყისისთვის, ყველა კედელი ღია რუხ და თეთრ ფერებში შეიღება, რამაც სივრცე ვიზუალურად გაზარდა.

განსაკუთრებულად ქათქათა გამოვიდა სამზარეულო, რომელშიც საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ავეჯიცა და სამუშაო სკინალიც კი ერთ ტონში გადაწყდა. ერთადერთი, რამაც ოთახი ოდნავ გაახალისა, არის ფანჯრის რაფა შავი გრანიტით, რომელმაც მინიატურულ ოთახს რესპექტაბელური იერი მისცა. ხოლო, იმის გათვალისწინებით, რომ იგი ძალიან მაღლაა მოთავსებული, მას მარტივად გამოიყენებს ბარის სადგამად ან დილის ჩაის მისართმევად.

ინტერიერის მსგავსი მოპირკეთების დადებითი მხარე ისაა, რომ მას ნებისმიერ მომენტში შეცვლით რამე მკვეთრი და ნათელი ლაქებით. ამისთვის საკმარისია, დადგათ მისაღებში მცენარე ან მკვეთრი ფერის დეკორაცია, დაკიდოთ ფარდა ან ჩვეულებრივი სამზარეულოს ფერადი პირსახოცი, ოთახი თვალის დახამხამებაში გარდაისახება.

შემოსასვლელი დერეფნის გაფორმებაზე მობინადრეს ბევრი არ უფიქრია. ერთადერთი, რაც აქ დაამატა, იყო თარო კარს ზემოთ, რომელზეც გოგონას სპორტული ინვენტარი ინახება, და კედლის საკიდი ზედა ტანსაცმლისა და ჩანთებისთვის. სააბაზანო ოთახში კედლებს თეთრი პრიალა ელფერი აქვს, კაფელის ფილების გამოყენებით. ამ სახლში ერთადერთი მინი-გარდერობის ოთახი და ჭერქვეშა ჩაშენებული კარადები არ შეცვლილა.

რამდენადაც ოთახში ნიშაცაა, რომელიც სამზარეულოს გამოყოფის ხარჯზე გაჩნდა, იქ საძინებელი ზონის მოწყობის იდეა თავისთავად გაჩნდა. რა თქმა უნდა, საძინებელი ზონის გამოსაყოფად საუკეთესო გადაწყვეტილება სწორედ ფარდების გამოყენება იქნებოდა. ამან ინტერიერს შესანიშნავი აქცენტი მისცა და ბინაში ხალისი შემოიტანა.

შენიშვნა: თუ ბინაში ნატურალური ხის პარკეტია, ისიც იდეალური აქცენტი იქნება, თუ ინტერიერის დიზაინში მკვეთრი დეტალების განლაგებას ვერ გაბედავთ.

საცხოვრებელი ოთახის დანარჩენ ფართობზე მოეწყო იდეალური სასადილო ზონა, პირდაპირ ფანჯარასთან. იმის გათვალისწინებით, რომ ეს ოთახის ყველაზე ნათელი ადგილია, აქ მუშაობაც შეიძლება, თუმცა, მცირე ზომის სამუშაო ზონა მაინც განლაგდა შემოსასვლელთან ახლოს.

ბიბლიოთეკის მისაშენებლად დაყენდა ღია თაროები, რომლებიც სივრცეს არ გადატვირთავს. სწორედ მათ ქვეშ მოეწყო მცირე ზომის მაგიდა, რომელიც სპეციალურად ნოუთბუქთან მუშაობისთვისაა, ამასთან, რჩება ადგილი ოთახის ყვავილისა და ზოგიერთი წვრილმანისთვის.

თავისუფალი კედლის გასწვრივ მოეწყო დასასვენებელი ზონა, რომლისთვისაც საუკეთესო გადაწყვეტილებად დივანი იქცა. სივრცის დარჩენილი ნაწილი ტევადმა კომოდმა დაიკავა, მისი ზედაპირი კი ყვავილებისა და დეკორაციების თაროდ იქცა.

რამდენადაც ახალი თაობა საცხოვრებელში, უპირველეს ყოვლისა, თავისუფალ სივრცესა და ფუნქციურობას აფასებს, ოთახის ცენტრში, უზარმაზარი ჟურნალის მაგიდის ნაცვლად, გოგონამ ტრანსფორმერი ტაბურეტები დაალაგა, რომლებიც ერთმანეთში ლაგდება და მაგიდის როლსაც ასრულებს.

როგორც ხედავთ, მიუხედავად იმისა, რომ სივრცე ძალიან შეზღუდულია, მოხერხებულმა შვედმა გოგონამ ეს ნაკლი ფუნქციური ზონების რაციონალური განლაგებით აანაზღაურა. გონივრულმა დაგეგმარებამ საკმაოდ კომფორტული და მყუდრო საცხოვრებელი შექმნა, რაც იმის მაგალითია, რომ ნებისმიერი ტიპის ბინაში შეიძლება თავისუფლად და კომფორტულად ცხოვრება.