იცოდით, რომ სულ რაღაც 10 ნაბიჯი გაშორებთ იქამდე, რომ თქვენი სამზარეულო მდიდრულ სასახლეს დაემსგავსოს? ამ სტატიაში სასარგებლო ინფორმაციას გაგიზიარებთ. პატარა ზომის სამზარეულოც კი ბევრად მყუდრო გახდება მას შემდეგ, რაც ამ ხრიკებს გაითვალისწინებთ.

1. არაპრიალა განყოფილება

სამზარეულოს ფასადებს ხშირად ფარავენ სპეციალური ფენით, რომელიც პრიალებს. სინამდვილეში არაპრიალა ზედაპირი გირჩევნიათ. ის უფრო მომგებიანად გამოიყურება. პრიალას კი უამრავი მინუსი აქვს. პირველ რიგში მათზე ყველანაირი ნაკლი აისახება. მეორე რიგში კი გარეცხვა საკმაოდ რთულია. ამასთან, დროდადრო შესაძლოა გაყვითლდეს.

2. უბრალო შპალერი

ყველაფერი გენიალური მარტივია. იყიდეთ ზედმეტი დეტალებისგან დაცლილი შპალერი, უმჯობესია ნათელ ტონალობებში, რათა ოთახი ვიზუალურად გაიზარდოს.

3. სახელურები

ხარისხიან სახელურებზე ეკონომია არ უნდა გაწიოთ. გაამახვილეთ ყურადღება იტალიურ მწარმოებლებზე. ალბათ ფიქრობთ თუ რატომ შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი ჩვეულებრივი სახელური, მაგრამ სინამდვილეში, ეს ელემენტი სამზარეულოს დიზაინს გამოკვეთს და მას უფრო დახვეწილს ხდის.

4. ტექნიკა

თუ სამზარეულოს თეთრ ფერებში გეგმავთ, აუცილებლად გაამახვილეთ ყურადღება საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე. უმჯობესია თუ უპირატესობას შავ ფერს მიანიჭებთ. თეთრი ტექნიკა სხვა ავეჯთან დაიკარგება.

5. ჭერი

ბიუჯეტური ხერხია დაჭიმული ჭერი. ამ შემთხვევაშიც არაპრიალა ზედაპირი არჩიეთ. პრიალა ოთახს გააუფასურებს და თავზე სარკის ილუზიას შექმნის.

6. სკამები

რატომღაც სკამებზე დიდად ყურადღებას არ ამახვილებენ და მათზე ბოლოს ფიქრობენ. მოდური ავეჯი დაგეხმარებათ სამზარეულოს უფრო თანამედროვედ ქცევაში. არაა აუცილებელი 1 სკამზე დიდი თანხა დახარჯოთ. უფრო გონივრული იქნება ძველი ავეჯი თუ გადასაკრავს თავად შეუკერავთ.

7. პლინტუსი

პლასტიკური პლინტუსი არის დეტალი, რომელიც არამხოლოდ აფუჭებს სამზარეულოს გარეგნულ იერს, არამედ უგემოვნოსაც ხდის მას. ყურადღება გაამახვილეთ ხის და მეტალის მოდელებზე. ახლა დიდი პოპულარობით მაღალი პლინტუსები სარგებლობენ.

8. განათება

თუ გსურთ, რომ სამზარეულოში თავი მოხერხებულად და მყუდროდ იგრძნოთ, განათება სწორად დაგეგმეთ. მრავალიარუსიანი სამზარეულოს სინათლე ოთახს გაამდიდრებს. ითვლება რომ ყველაზე მომგებიანი ცივი სინათლეა.

9. მაგიდის ზედაპირი მთელ სიგრძეზე

ეს ნებისმიერ სამზარეულოში ეფექტური ვარიანტია. მასზე მუშაობა ყველაზე მოსახერხებელია. შეგიძლიათ მასში მოათავსოთ ტექნიკა და ზედმეტი ადგილი არ დახარჯოთ.

10. ონკანი

ხარისხიანი ონკანი მნიშვნელოვანი დეტალია, რომელზეც მცირე თანხის დახარჯვა არ ღირს. აირჩიეთ მოდური და მოხერხებული ონკანი, ის უფრო დიდხანს გაგიძლებთ, ვიდრე რამდენიმე მცირე ბიუჯეტიანი.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი