როგორ გავწმინდოთ წყალ ძველ ჭაში: ასეთი წყლის დალევა უსაფრთხო იქნება„

ყველა ჭაში უნდა იყოს დონეებიანი ფილტრი – სპეციალურად ჩაყრილი მასალები, რომლებიც წმენდს მიწისქვეშა წყლებს. “ბუნებრივი” ფილტრის გარეშე გათხრილი ჭის წყლის გამოყენება კატეგორიულად დაუშვებელია. არსებობს უამრავი გზა აღნიშნული საფენის შესაქმნელად – ეს სპეციალისტების საქმეა. თუმცა, უბრალო მოკვდავებსაც შეიძლება აინტერესებდეთ, როგორ უნდა გაწმინდონ წყალი ძველ, მივიწყებულ ჭაში.

ასეთი ფილტრი ჭაში მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს – წმენდს მიწისქვეშედან გამოსულ წყალს ნაგვისა და სხვა ნაწილაკებისგან. თუ თხრილში ფილტრი არაა, მასში აუცილებლად გაჩნდება მღვრიე წყალი. ასეთ შემთხვევაში, წყალი უბრალოდ აღარ გამოდგება დალევისთვის, ზოგ შემთხვევაში კი, საყოფაცხოვრებო საქმიანობისთვისაც კი.

დონეებიანი ფილტრის უგულებელყოფა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ჭა “დგას” კლდეზე, დახეთქილი თიხის ფენაზე ან წყალი მასში მხოლოდ და მხოლოდ ბუნებრივი გასაღებისგან მოდის. ყველა დანარჩენ შემთხვევაში, საჭირო იქნება მფილტრავი ფენები. ამისთვის გამოიყენება განსაკუთრებული მასალები.

1. კვარცის ქვიშა

ეს მასალა საკმაოდ მსხვილია იმისათვის, რომ წყალი არ აამღვრიოს, ამასთან, საკმაოდ მკვრივია იმისთვის, რომ გაფილტროს წყალი სხვადასხვა მინარევისა და ნაგვისგან. უნდა აღინიშნოს, რომ კვარცის ქვიშის გამოყენებამდე, თავად ქვიშა ძალიან კარგად უნდა გაირეცხოს.

2. ბალასტი და ხრეში

ამისთვის საჭიროა მდინარის ან გრანიტის ბალასტის გამოყენება, საშუალო ან მსხვილი ფრაქციით. დონეებიანი ფილტრისთვის, არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ შლაკოვანი ქვა. აგრეთვე, დაუშვებელია მეორადი ან სამშენებლო ხრეშის გამოყენებაც. ხრეში აუცილებლად უნდა გაირეცხოს ჭის ფსკერზე ჩაყრამდე. აგრეთვე, მასალები უნდა შეამოწმოთ რადიაციაზეც, რამდენადაც ბუნებრივი გრანიტი საკმაოდ დიდი რაოდენობით რადიაციას გამოყოფს.

3. ნეფრიტი

აღნიშნული მასალა ფილტრავს ნაგავს და წყლის დეზინფექტორის როლსაც ასრულებს. წყალს წმენდს ყოველგვარი მძიმე მინარევისგან. ნეფრიტი ძალიან სასარგებლოა დონეებიანი ფილტრის შემადგენლობისთვის, თუმცა, აქვს ნაკლიც – დანარჩენ მასალებთან შედარებით, იგი ძალიან ძვირი ღირს.

4. ზღვის ან მდინარის ღორღი

სავსებით ხელმისაწვდომი და საკმაოდ გავრცელებული ვარიანტია ასეთი ფილტრისთვის. თავისი არსით, ზემოხსენებული ბალასტისგან მას მხოლოდ ის გამოარჩევს, რომ ღორღის გარეცხვა მხოლოდ ერთხელ საკმარისია.

5. შუნგიტი

აღნიშნული მასალა რაღაც საშუალოა გრაფიტსა და ნახშირს შორის. მასალა ყველაზე ფართოდ გამოიყენება წყლის ფილტრების შესაქმნელად, ამიტომაც, დონეებიანი ფილტრისთვისაც გამოდგება. შუნგიტთან ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ მასალა ფსკერიდან 1.5 წელიწადში უნდა ამოიღოთ და გამოხარშოთ. ჩვეულებრივ ხრეშზე ცოტათი ძვირია.

6. ცეოლიტი

ეს მინერალი ვულკანური წარმოშობისაა. იგი საკმაოდ ფართოდ გამოიყენება წყლის სხვადასხვა სახის ფილტრის დასამზადებლად. წყალს აშორებს მძიმე მეტალებს, ხელს უწყობს რადიაქტიული ფონის შემცირებას. მთავარი პრობლემა ისაა, რომ ზემოხსენებულ ნეფრიტზე 10-12-ჯერ უფრო ძვირია.