როგორ მოვაშოროთ ხის ავეჯს ლაქები და ნაწიბურები

ხე ხარისხიანი და უნივერსალური მასალაა, რომელსაც იყენებენ როგორც გარე, ისე შიდა სამუშაოებისთვის. ავეჯი, ინტერიერის დეტალები, შენობები, ღობეები, ხშირად, ნატურალური ნედლეულისგან მზადდება. მასალა შესანიშნავად იტანს არახელსაყრელ ფაქტორებს, თუმცა, მასზე მაინც რჩება ულამაზო ლაქები. როგორ მოვაშოროთ ისინი? ამ პრობლემას დღევანდელ სტატიაში განვიხილავთ.

როგორ ვებრძოლოთ ლაქებს ხეზე

რა თქმა უნდა, საუკეთესო ვარიანტია ლაქების პროფილაქტიკა. აუცილებლად შეღებეთ მასალა ან წაუსვით წყალზე დამზადებული ზეთი ან ჰერმეტიკი. თუ დაბინძურებას ხელი ვერ შეუშალეთ, გამოოიყენეთ ქვემოთ მოცემული რჩევები. გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი საშუალება, პირველ რიგში, უნდა გამოსცადოთ ავეჯის უხილავ ადგილზე და მხოლოდ შემდეგ გამოიყენოთ ლაქებზე.

აუცილებლად დაიცავით უსაფრთხოების წესები ხის მასალასთან მუშაობისას. იგი შეიძლება დამუშავებული იყოს ფუნგიციდებითა და პესტიციდებით, რომლებიც ჯანმრთელობას ვნებს. ეს განსაკუთრებით ეხება ძველ ნაკეთობებს, რომლებზეც უფრო ტოქსიკურ ნივთიერებებს იყენებდნენ.

1. წყლის ღია ფერის ლაქები

სითხე ხის ნაკეთობებზე რძისფერ ან თეთრ ლაქებს ტოვებს. ძირითადად, იგი ჩნდება ჭიქების, ფინჯნებისა და სხვა ჭურჭლისგან. წყალი აუფერულებს ხის ზედა ფენას, რაც ლაქების გაჩენას იწვევს. მათი მოშორება რამდენიმე ხერხით შეიძლება.

  • აიღეთ უთო და გადაასხით მისგან წყალი. ჩართეთ უორთქლო რეჟიმი და გაახურეთ. მოამზადეთ თეთრი ბამბის ქსოვილი (ლაქის ზომის) და დაახურეთ იგი დაბინძურებულ მონაკვეთს. ფერადი ქსოვილები არ გამოიყენოთ, თორემ შეიძლება მათგან კვალი დარჩეს. დააუთოვეთ დაზიანებული ადგილი, დროდადრო წამოწიეთ ქსოვილი შედეგის შესაფასებლად. მნიშვნელოვანია ისიც, რომ უთო მაქსიმალურად მშრალი იყოს. თუ პროცესში იგი დაორთქლავს, ახალი ლაქები გაჩნდება.

  • გამოიყენეთ თეთრი კბილის პასტა. მოათავსეთ ცოტაოდენი საშუალება თითზე ან ქსოვილზე და ფრთხილად შეაზილეთ ლაქას. ეცადეთ, მხოლოდ ლაქაზე გადაატაროთ, სუფთა ზედაპირი რომ არ დააზიანოთ. შემდეგ გაწმინდეთ მონაკვეთი ჯერ სველი, შემდეგ მშრალი ქსოვილით. გაიმეორეთ პროცედურა ლაქების სრულად გაქრობამდე. აგრეთვე, პასტას შეგიძლიათ ამდენივე სოდაც შეურიოთ, მათეთრებელი თვისებების გასაძლიერებლად.
  • გაწმინდეთ ლაქა ლიმონის ზეთით. ჩაალბეთ მეტალის ღრუბელი მასში და წაუსვით ლაქას. ნუ შეგეშინდებათ, ავეჯს არ დაკარგავთ – ლიმონის ზეთი არბილებს ხახუნს. სამუშაოს დასრულების შემდეგ, დენატურატით გაწმინდეთ ადგილი.

2. წყლის მუქი ლაქები

წყალი მუქ ლაქებსაც ტოვებს ხეზე, რომელსაც სხვა მინარევებიც აქვს. მაგალითად, სითხე ააქტიურებს ტანინებს, რომლებიც ლაქებს ღებავს. აგრეთვე, წყლით შეიძლება გაიჭედოს ხის ფორები და გაჩნდეს ობი. მუქი ლაქების მოშორება ღიაზე უფრო რთულია. მოგიწევთ ფრთხილად მოქმედება, გაზავებული მათეთრებლების გამოყენებით. არ დაგავიწყდეთ რეზინის ხელთათმანებიც, რამდენადაც ხსნარი საკმაოდ ტოქსიკურია.

თანაბრად შეურიეთ სუფთა ცივი წყალი და თხევადი საყოფაცხოვრებო მათეთრებელი. პარალონის ღრუბლით წაუსვით ხსნარი სქელ ფენად ლაქაზე და გააჩერეთ სრულად გაგრილებამდე. ამის შემდეგ, ფრთხილად გახეხეთ და დახედეთ შედეგს. თუ უფრო აქტიური გათეთრებაა საჭირო, წაუსვით ხსნარი განმეორებით, თუმცა უკვე 1:3 პროპორციით.

ფრთხილად იყავით, არ გაათეთროთ ლაქა ზედმეტად. თუ ჭუჭყი მცირე ზომის ზედაპირზეა, წაუსვით ხსნარი მთელ პერიმეტრზე, ფერის გასათანაბრებლად.

3. მყარი მუქი ლაქები

ძველი და მყარი ლაქების მოსაშორებლად, მძიმე არტილერია – მჟაუნმჟავა უნდა ჩართოთ. ამ ნივთიერების ხსნარი მძლავრი და მწვავეა. აუცილებლად გაიკეთეთ სათვალე და რეზინის ხელთათმანები, უსაფრთხოების ზომების დასაცავად.

მჟაუნმჟავას შეძენა ნებისმიერ მაღაზიაში შეიძლება. გააზავეთ ნივთიერება ცხელ წყალში, მწარმოებლის მითითებების მიხედვით. ჯაგრისით ფრთხილად დაამუშავეთ დაბინძურებული ზედაპირები. გააშრეთ, გარეცხეთ და გაიმეორეთ პროცედურა საჭიროებისამებრ. თუ ლაქა ღრმადაა ჩამჯდარი, შეიძლება ლაქის საფარის მოხსნაც დაგჭირდეთ. შემდეგ ამოიყვანეთ ლაქა და წაუსვით ლაქის ახალი ფენა.

4. მარკერის ლაქები

როცა სახლში ბავშვები გყავთ, ხის ნაკეთობაზე შეიძლება ნახატები გაჩნდეს. მარკერის ლაქების ამოყვანას გაუმკლავდება კბილის პასტა და იზოპროპილის სპირტი. წაუსვით ერთ-ერთი მათგანი ჭუჭყს, ოდნავ გახეხეთ და მოწმინდეთ ნარჩენები ქსოვილით. არ დაგავიწყდეთ ნივთიერებათა რეაქციის შემოწმება, ნაკეთობის შეუმჩნეველ ნაწილზე.

5. ცხიმიანი ლაქები

ნატურალური და სინთეტიკური ზეთები ხის ზედაპირზე ქმნის ცხიმიან ლაქებს. თუ მათ არ მოაშორებთ, დაბინძურების ადგილებში დაგროვდება მტვერი და წვრილი ნაგავი. ამასთან, ზეთით გაჟღენთილი ხის იატაკები, ავეჯი და სხვა ნაკეთობები მარტივად ალდება. ცხიმიან ლაქებს დაუყოვნებლივ უნდა გაუმკლავდეთ!

ეცადეთ, ზეთი დაღვრისთანავე მოწმინდოთ – მოაყარეთ ქვიშა და გადაწმინდეთ რბილი ქსოვილით. თუ მასალა გარანდული ან შეღებილია, ჩამორეცხეთ დაბინძურებული ადგილი ჭურჭლის სარეცხი ან სხვა ცხიმმხსნელი საშუალებით. იგივე მეთოდი მოაშორებს უცხიმო ლაქებსაც. ალტერნატიული ვარიანტია ამიაკის გახსნა ცივ წყალში და ჭუჭყის მოწმენდა.

6. საღებავის ლაქები

თუ იჩქარებთ ხის ზედაპირიდან საღებავის აფხეკას, რამდენადაც უფრო ჰუმანური მეთოდიც არსებობს. ამისთვის საკვები სოდა და ძმარი ან ლიმონის წვენი უნდა გქონდეთ. შეურიეთ ინგრედიენტები კბილის პასტისებრ კონსისტენციამდე. წაუსვით მასა დაბინძურებულ ადგილს და ფრთხილად გახეხეთ პარალონის ღრუბლით ან თითებით. რამდენიმე წუთში მოაშორეთ ხსნარი და გაწმინდეთ სველი ქსოვილით. თუ სასურველი შედეგი პირველ ჯერზე ვერ მიიღეთ, გაიმეორეთ პროცედურა.