ისლანდიური შუქურა: ყველაზე რთულად მისაღწევი ადგილი დედამიწაზე

შუქურები ყველა დროში იქცევდნენ ყურადღებას და ლეგენდები ხდებოდნენ. ჩვენ წარმოგიდგენთ ყველაზე რთულად მისაღწევ შუქურას, რომელიც ატლანტის ოკეანეთია გარშემორტყმული და კლდეზე მდებარეობს.

ეს შუქურა ისლანდიაშია, კუნძულ ვესტმანზე, არქიპელაგის შემადგენლობაში. რთულია წარმოვიდგინოთ როგორ აჰქონდათ აქ მუშებს მასალები და როგორ მოიმოქდეს ასეთი გრანდიოზული საქმე. როგორც ცნობილია, აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ალპინისტები, რომლებმაც პირველებმა გაკვალეს გზა.

თანამედროვე ადამიანისთვის შუქურის მეთვალყურეობა იმდენად მიმზიდველი პროფესია ხდება, რომ ცოტა თუ იტყვის აქ გარკვეული ხნით გამგზავრებაზე უარს. ეს იდეალური ადგილია განმარტოებისთვის. ხელფასთან ერთად დიდი სიამოვნების მიღებაც შეიძლება.

თუმცა, ნელ-ნელა მართვის ავტომატურ სისტემებზე გადავდივართ. დროდადრო შუქურას მუშა-მშენებლებისა და ინჟინრების ჯგუფები სტუმრებენ და ექსტრემალური მოგზაურობით იღებენ სიამოვნებას. ფრენა მხოლოდ მზიან და უქარო ამინდში უნდა განხორციელდეს.

მიუხედავად იმისა, რომ შუქურა რამდენიმე წელია დაუსახლებელია, ის ყურადღების ცენტრში მაინც რჩება. მკვლევარებისთვის და თავგადასავლების მაძიებლებისთვის, მწერლებისა და ინროვერტი-მეოცნებეებისათვის ეს ადგილი მანდვილი შთამაგონებელი სამოთხეა. მაგალითად, ისლანდიელმა მწერალმა ირსა სიგურდარდოტირმა აქ დაწერა დეტექტივი: „რატომ მომატყუეთ?“, რომელიც მალე იქცა ბესტსელერად.