როგორ მოვიშოროთ წებოს ნარჩენები კანიდან და ტანსაცმლიდან

გახსოვთ რა შეგღძნებაა, როცა ხელზე წებო შემთხვევით გვესმევა? ან როცა ეს საშუალება საყვარელ სამოსს გვიფუჭებს? ჩვენ მოგიყვებით რა უნდა მოიმოქმედოთ მათი კვალის დასაფარად.

  1. სუპერწებო

ეს უნივერსალური საშუალებაა, რომელიც ბევრ რამეში გვეხმარება. მაგრამ მასში შემავალი ნივთიერების გამო არ იბანება.

როგორ მოვიშოროთ კანიდან?

აცეტონი მარტივად მოაშორებს წებოს ნარჩენებს კანზე. ერთადერთი პირობით – ის ახალი წასმული უნდა გქონდეთ.

დაგეხმარებათ ასევე სკრაბი ან დამარბილებელი კრემი. პირველ შემთხვევაში დაიდეთ მასაჟის მოძრაობებით. კრემი შეამცირებს წებოს „მოჭიდებას“ და ის დამოუკიდებლად მოშორდება.

როგორ მოვიშოროთ ტანსაცმლიდან?

გამოიყენეთ აცეტონი ან სამედიცინო საშუალება „დიმექსიდი“. დაიდეთ ერთ-ერთი მათგანი წებოს ნარჩენებზე, გაიჩერეთ 30 წუთით და შემდეგ გარეცხეთ.

მეორე ხერხია თერმული დამუშავება. აუცილებელია გაათბოთ დაზიანებული ადგილი ფენით და მოათავსოთ ნივთი მაცივარში 2 საათით. შემდეგ მოაცილეთ დანით.

  1. მომენტი წებო

როგორ მოვიშოროთ კანიდან?

როგორც კი კანზე მოგხვდებათ, მაშინვე ჩამოიბანეთ ის საპნით. თუ 10 წუთი საპნიან სითხეში გააჩერებთ, მარტივად მოგშორდებათ.

სხვა მეთოდის მიხედვით დაიმუშავეთ აცეტონით ან ნებისმიერი მცენარეული ზეთით.

როგორ მოვიშოროთ ტანსაცმლიდან?

ამაში სარეცხი საპონი დაგეხმარებათ. უბრალოდ გააკეთეთ საპნის ხსნარი და მასში ნივთი 30 წუთით გააჩერეთ.

ჩამჯდარ წებოს აცეტონი მოუვლის. ჯერ შეამოწმეთ საშუალება მატერიის მცირე ნაწილზე. თუ ქსოვილმა კარგად აიტანა აცეტონის მოქმედება, შემდეგ პრობლემურ ადგილზეც დაიდეთ.

დელიკატური ქსოვილებისთვის სუფრის ძმარი გამოიყენეთ. დაამუშავეთ და გარეცხეთ.

  1. პოლივინილაცეტატი (პვა)

ეს წებო პოპულარულია ბავშვებშიც. ფართოდ გამოიყენება ხელსაქმის და რემონტის დროს.

როგორ მოვიშოროთ კანიდან?

უბრალოდ დაიბანეთ ხელები ან სხვა სხეულის ნაწილი საპნით.

როგორ მოვიშოროთ ტანსაცმლიდან?

ის მარტივად შორდება თუ სამოსს დაალბობთ თბილ წყალში. გამოგადგებათ სხვადასხვა სითხეები: ძმარი, წყალი, სპირტი და რა თქმა უნდა, აცეტონი. ჩაალბეთ ბამბა ნებისმიერ ამ საშუალებაში და დაადეთ დაბინძურებულ ადგილს.

  1. სილიკატური წებო

როგორ მოვიშოროთ კანიდან?

საკმარისია დაიბანოთ კანი თბილი წყლით და საპნით.

როგორ მოვიშოროთ ტანსაცმლიდან?

ანალოგიურად: გარეცხეთ თბილი წყლის დინებაში. თუ სილიკატი გაშრა, ჩაალბეთ სამოსი სოდიან ხსნარში რამდენიმე საათით (4 ს.კ. სოდა 1 ლ. წყალზე). შემდეგ მოაშორეთ წებოს ნარჩენები.

  1. სკოჩი

როგორ მოვაშოროთ ტანსაცმელს?

ჯერ სცადეთ თერმოდამუშავება. დააფარეთ ქსოვილი ან ხელსახოცი და გადაატარეთ ცხელი უთო.

სხვა მეთოდია ხსნარის გამოყენება. თუ ქსოვილი ფერებს არ იცვლის, მიმართეთ სპირტს ან აცეტონს. საკმარისია დასველებული ბამბით დამუშავება. დელიკატურ ქსოვილებთან ფრთხილად იყავით.

  1. სადურგლო წებო

ის ადვილად ეკრობა ხის მასალებს და მისგან ნაწარმოებ ავეჯს.

როგორ მოვიშოროთ კანიდან?

გახსენით საპნის ხსნარი და მასში გააჩერეთ ხელები. წებოს ნარჩენები მოიშორეთ ფრჩხილის ლაქის ჯოხით.

როგორ მოვაშოროთ ტანსაცმელს?

ნივთი ჯერ ცივ წყალში ჩადეთ და 4-5 სთ დატოვეთ. შემდეგ შესაბამის რეჟიმში გარეცხეთ. თუ დაბინძურება ძველია, ჯერ თბილ წყალში ჩაალბეთ, შემდეგ ნარჩენები დანით მოიშორეთ. ბოლოს ნივთი გარეცხეთ.