სარეველების მოშორება და ზეთის შხეფების ჩახშობა: სუფრის მარილს 12 რამ შეუძლია

მარილი არის პროდუქტი, რომლის გარეშეც ნებისმიერი კერძი წარმოუდგენელია. ის სასარგებლოა არამხოლოდ კულინარიული მიზნებისთვის, არამედ საყოფაცხოვრებოდაც. მარილს გამოჰყავს ლაქები, კურნავს კანს, ასუფთავებს სახლს და თავიდან გვაცილებს ხანძარს. ამ სტატიაში ყველაფერს მოგიყვებით.

  1. ბრძოლა სარეველა ბალახთან

თუ სარეველა მოსვენებას არ გაძლევთ, მარილი ამ პრობლემას გადაწყვეტს. კარგად მოაყარეთ ის ფილებს შორის და დაასხით თბილი წყალი. პროდუქტი მიწაში შეიწოვება და უადგილო ადგილას ამოსულ ბალახს გააქრობს.

  1. დაწვის საწინააღმდეგო საშუალება

ხანდახან კერძის მომზადება ბრძოლის ველად იქცევა ხოლმე. ტაფიდან ისხმევა ზეთის წვეთები, რომლებიც სახესა და ხელებზე გვესხმებიან. იმისათვის, რომ შეწვის დროს კანი არ დაგვიზიანდეს, შემდეგი ხრიკი დსცადეთ. იქამდე, სანამ ტაფაზე ზეთთან ინგრედიენტებს მოათავსებთ, ჭურჭელს მარილი მოაყარეთ. რამდენიმე მარცვალი საკმარისი იქნება.

  1. წვნიანი ხორცი შამფურზე

მწვადი ბევრი ადამიანის საყვარელი საჭმელია. იმისათვის, რომ ხორცი არომაული და წვნიანი გამოვიდეს, კუთხეები კარგად უნდა შეიწვას. იმისათვის, რომ არ დაიწვას, კუთხეების შეწვის პროცესში ცეცხლი უნდა შეამციროთ. მარილი დაგეხმარებათ ცეცხლის შემცირებაში ისე, რომ კუთხეები არ გაცივდნენ.

  1. მწერების ნაკბენების მკურნალობა

ზაფხულს ერთი მინუსი აქვს – მწერები ყველგან. ამის გამო ჩნდება ანტება, ქავილი და სხვა არასასიამოვნო შეგრძნებები. დაისველეთ კონკრეტული ადგილი და მოიყარეთ მარილი. ის მოხსნის ანთებას.

  1. იდეალურად თეთრი აბაზანა

მარილი დალაგებისას შეუცვლელი პროდუქტია. ის გააბზინვარებს აბაზანას და ნაცრისფერ ნადებს მოაშორებს. საკმარისია მოამზადოთ გამწმენდი საშუალება. აურიეთ პროდუქტი სკიპიდართან ფაფის მსგავს მდგომარეობამდე და კარგად მოაყარეთ აბაზანას. თეთრი ბზინვარება გარანტირებულია.

  1. ღვინის ლაქები

ღვინის, განსაკუთრებით წითლის, მოშოება ადვილი არაა. თუ შემთვევით გადაგესხათ, ნივთს უნდა დაემშვიდობოთ. მალე მოძებნეთ მარილი და მოაყარეთ ლაქას. დატოვეთ გარკვეყლი დროით რათა სითხე და მტვერი შეიწოვოს. შემდეგ ჩაალბეთ ცივ წყალში 30 წუთით და ჩვეულებრივად გარეცხეთ.

  1. ხარისხიანად ათქვეფილი ცილები

ხანდახან ცილის ათქვეფისას ხდება ისე, რომ მასა თხევადი გამოდის და არა ფუმფულა. იმისათვის, რომ ამ სიტუაციას გავექცეთ, კვერცხს მარილი დაუმატეთ. კარგად ათქვეფილი ცილით ნამცხვარი ჰაეროვანი და ნაზი გამოგივათ.

  1. ხანძრის თავიდან აცილება

სამზარეულოში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფად მიიღეთ ზომები, ყოველთვის თან გქონდეთ მარილი. ნელა მოაყარეთ ის ცეცხლის კერას. მარილი ცეცხლს აალების საშუალებას არ მისცემს.

  1. ხელებიდან არასასიამოვნო სუნის მოშორება

მაგალითად, დაჭერით ხახვი და ხელზე ბოსტნეულის არასასიამოვნო სურნელი დაგრჩათ. მარილი ამ შემთხვევაშიც დაგეხმარებათ. დაისველეთ ხელები, აიღეთ ცოტაოდენი პროდუქტი და ხელებზე ისე შეიზილეთ როგორც სკრაბი. ჩამოიცილეთ ნარჩენები და ნახავთ რომ სურნელი გაქრება.

  1. სახლის არომატიზატორი

მარილს არასასიამოვნო სუნის ნეიტრალიზება შეუძლია არამხოლოდ ლოკალურად, არამედ მთელ სახლში. არომა სანთლების ნაცვლად ეს ხრიკი გამოიყენეთ. აიღეთ ნებისმიერი ციტრუსი: ლიმონი, ფორთოხალი, გრეიფრუტი… გაჭერით შუაზე და გულს მარილი მოაყარეთ. პროდუქტი ოთახს სასიამოვნო არომატით შეამკობს.

  1. სპილენძის ნივთების გაწმენდა

მონეტები, სუვენირები, მორთულობები, ლარნაკები…. მალე მუქდებიან და ნადებით იფარებიან, რის გამოც პირვალდელ სახეს კარგავენ. მარტივი წყლით გარეცხვა არ გიშველით. აურიეთ მარილი ლიმნის წვენთან ფაფის მსგავსი მასის მიღებამდე. დაასველეთ ნივთი და შემდეგ გარეცხეთ. ის ისევ იბზინვარებს.

  1. სანთლის ფორმის შენარჩუნება

არომასანთლები დიდი პოპულარობით სარგებლობენ, რადგანაც სახლში მყუდრო და რომანტიკულ ატმოსფეროს ქმნიან. თუ სანთლებს ჭურჭლის გარეშე ამჯობინებთ, მზად იყავით, რომ ისინი დეფორმაციას განიცდიან. გახსენით მარილის ხსნარი, ჩაალბეთ მასში ცვილის ქმნილება რამდენიმე საათით და კარგად გააშრეთ.