როგორ გავათეთროთ პლასტმასის გაყვითლებული დეტალები

სახლში ბევრი რამ გვაქვს პლასტმასის. ისინი კარგად გამოიყურებიან და ძვირიც არ ღირს. თუმცა ერთი ნაკლი აქვთ – თეთრი ნივთები მალე ყვითლდებიან. ნუ გაბრაზდებით, ჩვენ გთავაზობთ ხერხებს, რომლებიც მათთვის პირვანდელ იერს დაგაბრუნებინებენ.

რატომ ყვითლდება პლასტმასი? მიზეზები:

  1. პლასტმასი სინთეტიკური მასალაა, რომელიც ჟანგბადთან ურთიერთქმედებისას იჟანგება. ეს პროცესი გარდაუვალია როგორც ძვირადღირებული, ასევე იაფი ნივთებისთვის.
  2. პირდაპირი მზის სხივები მასალის მტერია. ის ფაქტობრივად თვალწინ დაიწვება. ეს ძირითადად პლასტმასის ფანჯრებს ეხებათ.
  3. ტემპერატურის ცვლილებები პლასტმასზე ნეგატიურად აისახებიან.
  4. თუ ასეთ ნივთებთან ახლოს ეწევიან ან საჭმელს ამზადებენ, ნელ-ნელა ყვითელ ნადებს დაიდებენ.
  5. გაყვითლების მიზეზი არასწორი მოვლაცაა. ჯაგრისით მისი გაწმენდისას პატარა ნაკაწრები ჩნდებიან. მათზე ჭუჭყი გროვდება და ნივთს იერს უკარგავს.

იმისათვის, რომ ფერის აღდგენა წარმატებულად მოხდეს, სწორად უნდა მოემზადოთ.

  1. გარეცხეთ ყველა ზედაპირები. შეძლებისდაგვარად ჩაალბეთ პლასტმასის ელემენტები გარკვეული დროით. თუ ვერ აერთებთ, ადგილზევე გაწმინდეთ.
  2. ისარგებლეთ ღრუბლებით, ხელსახოცებით და რბილი ტილოებით. მკაცრი ჯაგრისები არ გამოიყენოთ.
  3. წყალი გამოიყენეთ თბილი, ცხელი გაყვითლებას იწვევს.
  4. სცადეთ გათეთრება პატარა ნაწილზე. თუ კარგად ჩაიარა, შემდეგ გამოიყენეთ საშუალება მთელ ზედაპირზე.
  5. აუცილებლად ჩაიცვით დამცავი ხელთათმანები და ნიღაბი, რათა არ დაზარალდეთ აგრესიულ ნივთიერებებთან კონტაქტისას.

გათეთრების ხერხები

  1. სარეცხი საპონი

ეს პროდუქტი უფრო მეტად სამზარეულოში დაგეხმარებათ. გახეხეთ ის და დაასხით 200 მლ თბილი წყალი. ხსნარი გაყვითლებულ ადგილებს დაადეთ, დატოვეთ 30 წთ და შემდეგ გააშრეთ.

  1. ძმარი

ის ფრთხილად უნდა გამოიყენოთ. ჩაალბეთ ტილო და ფრთხილად წაუსვით გაყვითლებულ ნაწილებს. პროდუქტის ეფექტის გაძლიერებაში სოდა დაგეხმარებათ. ჯერ მოაყარეთ გაყვითლებულ ადგილს, შემდეგ გადაუსვით ხელსახოცი ძმრით.

  1. წყალბადის ზეჟანგი ან პეჰიდროლი

წყალბადის ზეჟანგი პლასტმასის ზედაპირს დაბინძურებისგან იხსნის. საკმარისია ჩაალბოთ ხელსახოცი სამედიცინო პრეპარატში და კონკრეტულ ადგილს გადაუსვათ. გაიმეორეთ მანიპულაცია სანამ სასურველ შედეგზე არ გახვალთ.

მეორე ვარიანტია პეჰიდროლი. ეს პრეპარატი უფრო რთული შემთხვევებისთვისაა. გამოყენება ანალოგიურია, მაგრამ ხელთათმანები ჩაიცვით.

  1. სარეცხი ფხვნილი

აურიეთ 1 ს.კ. საშუალება და ამდენივე სოდა. დაასხით ნახევარი ლიტრა თბილი სითხე. ხსნარით გაყვითლებული ადგილები დაამუშავეთ. არ გარეცხოთ 6-8 საათის მანძილზე. ბოლოს მორეცხეთ წყლით.

  1. ეთანოლი ან გამხსნელი

ეს მზისგან გაყვითლებული ნივთებისთვის გამოგადგებათ. ჩაალბეთ ხელსახოცი სპირტში და გადაუსვით ყვითელ ლაქებს.

  1. ცარცი და კბილის ფხვნილი

დაჭყლიტეთ ცარცის ნაჭერი და აურიეთ კბილის ფხვნილთან ერთნაირი პროპორციით. დაუმატეთ ცოტაოდენი სითხე, რათა ფაფის მსგავსი ნივთიერება მიიღოთ. დაამუშავეთ ლაქები და დატოვეთ სრულ გაშრობამდე. შემდეგ ტილოთი მოწმინდეთ.

  1. ქლორის შემცველი ქიმია

ზოგჯერ უფრო სერიოზულად მოქმედებაა საჭირო. ჩაალბეთ ტილო საშუალებაში და მოათავსეთ ყვითელ ადგილებზე. რამდენიმე წუთის შემდეგ წყლით ჩამორეცხეთ.

უმჯობესია თუ პლასტიკურ ნივთებს ხსნარში მოათავსებთ. აურიეთ 1 ლ წყალი 1 ს.კ. ქლორის შემცველ საშუალებასთან. ჩაალბეთ 10-12 საათით და შემდეგ გარეცხეთ სუფთა წყლით. დაადეთ გაყვითლებულ ადგილებს, ნახევარი საათის შემდეგ კი დატენიანებული ხელსახოცით გაწმინდეთ.

როგორ ავიცილოთ თავიდან პლასმასის გაყვითლება?

ეს უფრო მარტივია ვიდრე ნივთებისთვის პირვანდელი ელფერის დაბრუნება.

  1. ყოველ კვირას გაწმინდეთ პლასმასის ნივები საპნი ან ჭურჭლის სარეცხი სითხით. იდეალურ შემთხვევაში სპეციალური საშუალებით.
  2. ეცადეთ არ მოახვედროთ მზის პირდაპირი სხივების ქვეშ და მოწიეთ მოშორებით.
  3. სამზარეულოში დააყენეტ გამწოვი, რათა ნივთებზე ცხიმი არ მოგროვდეს.