როგორ გავაშენოთ პატარა ბაღი შუშის ჭურჭელში: 6 პრაქტიკული რჩევა

თანამედროვე სამყარო უფრო და უფრო ურბანული ხდება. სწორედ ამიტომ, დიზაინის ახალი ტენდეციები ბუნებრივ და ნატურალურ საწყისებთან გვაბრუნებენ. ცოცხალი მცენარე ამ დავალებას საუკეთესოდ უმკლავდება. ბაღი ბოთლში – ეს არამხოლოდ მიმზიდველი საქმიანობაა, არამედ შანსი შევქმნათ უნიკალური კომპოზიცია.

მინიატურული ბაღის მთავარი წესი მისი ლანდშაფტის შენარჩუნებაა. შთაგონებად შეილება მივიღოთ ტყე, უდაბნო, ტბა…. იმისათვის რომ მაქსიმალურად ზუსტად გადმოვცეთ შერჩეული ადგილის განცდა, ყურადღებით უნდა მივუდგეთ მცენარის, ქვის, ფერთა გამის და სხვა ელემენტების არჩევანს.

შესაფერისი ჭურჭლის არჩევა ერთერთი მთავარი გადაწყვეტილებაა. პოპულარული ვარიანტია უჩვეულო ფორმის ან ლამაზი ფაქტურის ბოთლი. თუმცა, ეს შეიძლება იყოს ლარნაკი, დოქი და ნებისმიერი გამჭვირვალე ჭურჭელი, თუნდაც აკვარიუმი. მთავარია მისი ზომა და სტილი ერთმანეთს ერწყმოდეს.

უნდა აარჩოთ ისეთი მცენარეები, რომლებიც ერთმანეთს გაზრდაში ხელს არ უშლიან. ისინი დიდი ხანი იქნებიან ერთად და კოჰაბიტაცია უნდა შეძლონ. არანაკლებ პოპულარული არჩევანია მცენარე, რომელსაც უჩვეულო ფერის გოთლები აქვს. ისინი ინტერიერს ძალიან მოუხდებიან.

მთავარი წესი მდგომარეობს იმაში, რომ ფესვების სისტემა პატარა უნდა იყოს, ფოთლები კი ნელა უნდა იზრდებოდნენ. მათ კარგად უნდა შეეძლოთ ჩრდილის გადატანა.

ბევრი ოთახის მცენარე ჰაერის სიმშრალეს ცუდად იტანს. ამ შემთხვევაში კი პრობლემა გადაჭრილია. ბოთლი და აკვარიუმი შეიძლება დაიხუროს. მცენარე თავს ტროპიკულ ტყეში იგრძნობს.

როცა მცენარეებს აარჩევთ, შეუთავსეთ ნიადაგი. დაგჭირდებათ დრენაჟი. მინი ლანდშაფტის მთავარი შემადგენელი ნაწილი დამატებითი დეკორია, რომელიც სტილს უნდა შეუსაბამოთ. გამოგადგებათ ადამიანების, ცხოველების ან ავეჯის ფიგურები, ნიჟარები, ქვიშა…

ჭურჭელში ჯერ ჩაყარეთ 2-3 სმ დრენაჟი, შემდეგ 1 სმ ხის ნახშირი. ის საჭროა მავნე მიკროორგანიზმების გასაძევებლად. შემდეგ 3-4 სმ შესაბამისი ნიადაგი, რომელიც ჯერდება წყლით.

პირველ რიგში, შეავსეთ ჭურჭლის კიდეები, შემდეგ ცენტრი. როცა მცენარეებს გადარგავთ, მიხედეთ დეკორს. მოასხით ხოლმე წყალი პულივიზატორის მეშვეობით. თუ ჭურჭელი დახურული გექნებათ, 1 დღით უნდა გააღოთ ხოლმე, რათა განიავდეს. რეგულარული მორწყვა მას არ სჭირდება.