როგორ მოვიშოროთ წითელი ჭიანჭველები სახლიდან და ეზოდან

ჭიანჭველებთან მეზობლობა მტანჯველი სიამოვნებაა. განსაკუთრებით მაშინ, როცა სხვადასხვა მიკრობები, ინფექციები გადააქვთ, აფუჭებენ პროდუქტს და მოსავალს. ჩვენ გეტყვით როგორ გაასუფთაოთ სახლი და ეზო მათგან სწრაფად და ეფექტურად.

ტყის და ქუჩის ჭიანჭველები ზიანის მომტანი არ არიან. რაც შეეხებათ ფარაონის ჭიანჭველებს, ამ სახეობის გასაქრობად მთელი კოლონია უნდა გაქრეს.

მოშორება ბაღიდან

ტყის ჭიანჭველები

თუ ისინი თავს არ მოგაბეზრებენ, მოშორება აუცილებელი არაა. უბრალოდ გადაიტანეთ ჭიანჭველების ბუდე მათ ბუნებრივ საცხოვრებელ ადგილას – ტყეში.

აიღეთ პაკეტი და აიღეთ ბუდე ბარით მიწასთან ერთად. მთავარია ეს სწრაფად გააკეთოთ. შემდეგ შეკარით პაკეტი სკოტჩით, რათა ისინი გარეთ არ გამოვიდნენ.

შემდეგი ეტაპია მიწის ქვედა ნაწილის გათხრა. ზველი კოლონიის ქვეშ მთელი სივრცე უნდა ამოთხაროთ და სხვა პაკეტში მოათავსოთ. თუ დატოვებთ, ჭიანჭველები გაკვალული გზით მიაგნებენ და საცხოვრებელს აღადგენენ.

შემდეგ ტყეში ამოთხარეთ ორმო ნებისმიერ ხესთან. მოათავსეთ ბუდე და ზევიდან მიწა მოაყარეთ.

წითელი ჭიანჭველები

ამ სახეობის წარმომადგენლების მოსაშთობად ამოთხარეთ ჭიანჭველების ბუდე, ჩაყარეთ სათლში და სახლიდან შორს გაიტანეთ. მნიშვნელოვანია პროფილაქტიკა – ეზოში არ უნდა იყოს ლპობადი ხეები და დიდი ლოდები, რათა მათთვის შესაფერისი სივრცე არ იქმნებოდეს.

ხეების დაცვა

იმისათვის, რომ ჭიანჭველები თვენს ხეებზე არ დადიოდნენ:

  1. ფოლგა

ფრთხილად შეახვიეთ ხეს რეზინა და შემდეგ ფოლგა.

  1. წებოვანი ლენტი

მოიქეცით ფოლგის ანალოგიურად. პერიოდულად ცვალეთ.

  1. კანაფის ზეთი

ნატურალური საშუალების სუნი მწერებს აფრთხობს. საკმარისია წაუსვათ ნერგებსა და ხეებს.

ბაღჩის დაცვა

  • პირველ რიგში ჭიანჭველების ბუდის მაქსიმალური ნაწილი გადაიტანეთ ზევით ნახსენები ხერხით. შემდეგ 1:2 პროპორციით აურიეთ თავშავა და გოგირდი. დაწვით მათი საცხოვრებლის ადგილი, მოასხით ნაზავი და აურიეთ ნიადაგთან.
  • მეორე ხერხია ნაცრის გამოყენება. კარგად მოაყარეთ კონკრეტულ ადგილს.
  • ჭიანჭველები ვერ იტანენ გაჯერებულ არომატებს. მოაყარეთ მათ საცხოვრებელს პომიდორი, წვრილად დაჭრილი ოხრახუში ან ნიორი.

მოშორება სახლიდან

პირველ რიგში მაგიდიდან მოაშორეთ ყველა პროდუქტი, ჰერმეტულად დახურეთ კონტეინერები, კარადები, ხშირად გაიტანეთ ნაგავი და არ დატოვოთ ღამით გაურეცხავი ჭურჭელი.

შემდეგ მოძებნეთ მათი თავშესაფრები. ძირითადად ეწყობიან ნაგვის ყუთთან, ბნელ კარადებში და აშ. ბუდეები მაშინვე უნდა გაანადგუროთ. მორეცხოთ საპნიანი სხნარით და დაასხათ სპეც. საშუალებები. შეგიძლიათ ეს თავად გააკეთოთ: დაალბოთ ბამბა პიტნის, ლიმნის ან ლავანდას ეთერულ ზეთში.

გამოგადგებათ სატყუარაც. კარგად მუშაობს ნატეხი შაქარი. საშალება უნდა დადოთ ღია სივრცეში და დაელოდოთ როდის ჩაიტკბარუნებენ პირს მწერები.

ან აურიეთ ½ ლ. მურაბა, 5 გ მჟავა და 20 გ საფუარი. ჩაყარეთ პატარა ჭურჭლებში და სხვადასხვა ადგილას დადეთ.

ქიმიკატების გამოყენება

თუ ძალიან ბევრი ჭიანჭველა გყავთ, მძიმე არტილერია ჩართეთ. უმჯობესია ქლორპირიფოსი ან დიაზინონი. პრეპარატები ადამიანისთვის უსაფრთხოა, მაგრამ ინსტრუქციის მიხედვით უნდა გამოიყენოთ.