“ვიეტნამის მალამოს” შესაძლებლობები: როგორ გვიმარტივებს იგი ცხოვრებას

ბალზამ „ვარსკვლავს“ ჯერ კიდევ ბავშვობაში ვეცნობით. გაციების პერიოდში დედა და ბებია დიდი მზრუნველობით გვისმევდნენ მას. ამ საოცარ საშუალებას მხოლოდ 1 ღამე სჭირდებოდა გაციების სიმპტომების მოსახსნელად. მაგრამ ეს ყველაფერი არაა, რასაც „ვარსკვლავი“ უმკლავდება.

ვიეტნამურმა ბალზამმა პოპულარობას საბჭოთა კავშირის დროს მიაღწია. პრეპარატი მხოლოდ ნატურალურ კომპონენტებს შეიცავს და საკმაოდ ეფექტურია. მათ შორისაა დარიჩინის, პიტნის, ევკალიპტის, ფუტკრის ცვილის, პარაფინის ზეთები და სხვა. ბალზამი აცივებს, სისხლძარღვებს სტიმულს აძლევს, ნერვულ დაბოლოებებს აღიზიანებს, ანთებას ხსნის, იარებს არჩენს…. ამ სტატიაში მარტივ და სასარგებლო ხრიკებს გთავაზობთ.

„ვარსკვლავის“ არასტანდარტული გამოყენება:

1. პედიკური

ქუსლების გლუვი კანი ყველა ქალის ოცნებაა. კარგად წაისვით ბალზამი ქუსლზე და თითებზე. ჩაიცვით ნატურალური ქსოვილისგან დამზადებული წინდები და დაწექით. ერთ ღამეში ის კანის დაზიანებულ ნაწილებს აღადგენს. დილით მიიღეთ შხაპი, წაისვით მკვებავი კრემი და შედეგი გასიამოვნებთ.

2. ჰაერის დეზინფექცია

მისი გამოყენებით ორ კურდღელს დაიჭერთ: მოახდენთ შენობის დეზინფექციას და გააჯანსაღებთ ჰაერს. გახსენით ცოტაოდენი ბალზამი წყალში, ჩაასხიტ პულივიზატორში და მოასხით ოთახში. ეს კარგი პროფილაქტიკაა რესპირატორული დაავადებებისთვისაც.

3. საშუალება მწერების წინააღმდეგ

მათ ბალზამის არომატი ვერ გადააქვთ. დაიდეთ ცოტაოდენი კანზე და მწერების ნუღარ შეგეშინდებათ. თუ მაინც გიკბინეს, წაისვით „ვარსკვლავი“ გაწითლებულ ადგილას დღეში რამდენჯერმე.

4. ავეჯის დაცვა კატის კლანჭებისგან

კატას ვერ აუხსნით რატომ არ უნდა გააფუჭოს თქვენი საყვარელი დივანი და სავარძელი. ამ დავალებას ბალზამი გაუმკლავდება. წაუსვით ის კონკრეტულ ადგილს და შინაური ცხოველი მას აღარ მიუახლოვდება.

5. კატის ტუალეტზე მიჩვევა

წაუსვით იმ ადგილებს სადაც შინაური ცხოველი ხშირად მოისაქმებს და მას სპეციალურად მოთავსებულ ტუალეტში სიარული მოუწევს.

„ოქროს ვარსკვლავი“ პოპულარობას არ კარგავს. ის უამრავი მიზნითაა სასარგებლო. იქონიეთ იგი სახლის აფთიაქში.

თქვენ გაქვთ ეს მალამო? როგორ იყენებთ მას?