18 პოპულარული დეტალი ინტერიერიდან, რომლებიც სახლის სიმყუდროვეს არღვევს

ჩვენი ხასიათი ხშირად ჩვენი სახლის ინტერერზე და კომფორტის დონეზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომაა აუცილებელი სახლის მოწყობისას მის კომფორტის მაღალი დონის შესანარჩუნებლად თავი აარიდოთ ისეთი დეტალების გამოყენებას, რომელიც ამ სიაშია მოცემული:

7 სპილოს ფიგურა

ასეთი დეკორაციები ოთხმოცდაათიან წლებში იყო პოპულარული, თუმცა დღეს იგი მოძველებულ ასპექტად ითვლება.

ნეონის ბურთის ნათურა

ასეთი დეკორაციები ბარების და კლუბებისგან განსხვავებით შეუფერებელია სახლის ინტერიერისთვის.

დეკორატიული მარაო კედელზე

კედელზე დამაგრებული დიდი მარაო ასევე კიდევ ერთ წარსულის გადმონაშთს წარმოადგენს.

კასკადური ჭაღი

თანამედროვე ინტერიერში ასეთ ჭაღებს პატარა და მარტივი განათებებით ანაცვლებენ.

ხელოვნური ყვავილები

ასეთი დეკორაციები მხოლოდ ანტიკური ინტერიერის მქონე კაფეს შეეფერება.

ფოტოს შპალერი

ასეთი დეკორაციებით სკოლებს და აპარტამენტებს 30 წლის წინ აფორმებდნენ.

მოძველებული რადიატორები ან გამათბობლები

მინიმალიზმი სახლის ასეთ მოწყობილობებსად მოედო და სახლში რაც უფრო პატარა გამათბობელს დააყენებთ, მით უფრო მყუდრო იქნება თქვენი ინტერიერი.

სტიკერები სარკეზე

ეს ორიათასიანების გავლენას შესძენს თქვენს ოთახს, რის გამოც სჯობს მათ გამოყენებაზე უარი თქვათ.

ოქროსფერი დეტალები

ასეთი ტიპის გაფორმება ნებისმიერი ტიპის ინტერიერს იაფფასიან ხასიათს სძენს.

ღია ფერის პირსახოცები აბაზანაში

აბაზანის ინტერიერი მარტივად შეიძლება გადაიტვირთოს ფერადი აქსესუარებით, რის გამოც შავი, თეთრი და მუქი ლურჯი ფერების გამოყენება კლასიკურ ვარიანტად ითვლება.

პირსაბნის მაღლა ჩამოკიდებული ჭურჭლების საშრობი

ასეთი განლაგება არც პრაქტიკულია და არც ესთეტიკურად ლამაზი.

დაბლა დაკიდებული ჭაღი

ეს კიდევ ერთ არაპრაქტიკულ და ესთეტიკურად მიუღებელ ასპექტს წარმოადგენს ინტერიერის დიზაინში.

სხვადასხვა ფერის ფილები

მრავალფეროვანი კერამიკის ფილები შეიძლება დამაბნეველი იყოს. ასეთი გაფორმების არჩევისას სჯობს არჩევანი უფრო მარტივი ფერის განლაგებაზე შეაჩეროთ.

მაქმანებით დაფარული ბალიში

ასეთი ტიპის გადასაკრავები არაპრაქტიკულია და ინტერიერს ძველებურ ხასიათს ანიჭებს, რადგან ადრე ყველაფერს მაქმანებით ფარავდნენ.

გამჭირვალე ფარდები

ოთახში ზედმეტი შუქის შემოშვებასთან ერთად ეს ფარდები ასევე ინტერიერს საკმაოდ მოძველებულ იერს ანიჭებენ.

ავეჯში ჩადგმული ტელევიზორის სადგამი

დღეს ტელევიზორის კედელზე დაკიდება სჯობს, რადგან ისინი უფრო ესთეტიური და თხელია.

ბაბუის საათი

ასეთი ვინტაჟური აქსესუარები ინტერიერს ზედმეტად პრეტენზიულ იერსახეს ანიჭებენ.

ნათურებიანი სარკე

ჰოლივუდის სტილში გაფორმებული სარკეების დიზაინი წარსულის გადმონაშთია.