რატომ უნდა გაწმინდოთ ფანჯრის შუშები ნივრით

ნიორი საოცარი მცენარეა. ის უძველესი დროიდან გამოიყენება მედიცინაში, კულინარიასა და მებაღეობაში. თუმცა, მას სხვა სასარგებლო თვისებებიც აქვს. ჩვენ მოგიყვებით როგორ აღადგინოთ ბზარი შუშაზე ჩვეულებრივი ნივრის დახმარებით.

სახლში ან აგარაკზე გვაქვს ფანჯრები ხის ჩარჩოებით. დროის გასვლისა და არასწორი მოვლის შედეგად, ზოგიერთ შუშას ბზარები უჩნდება. როგორ აღვადგინოთ იგი?

ვისაც ერთხელ მაინც გაგიწმენდია ნიორი, ეცოდინება, რომ ხელები პროცესში წებოვანი ხდება. ეს წვენის დამსახურებით ხდება. სწორედ ის გვჭირდება ჩვენც.

უბრალოდ გაასუფთავეთ რამდენიმე კბილი ნიორი, გაჭერით შუაზე და წაუსვით ბზარს. ნიორის წვენი დამცავ ზედაპირს შექმნის, რომელიც შეაფერხებს ბზარების გავრცელებას და მტვრის შიგნით მოხვედრას.

ეს ხერხი შეგიძლიათ მანქანის შემთხვევაშიც გამოიყენოთ. ნიორი მის შუშასაც აღადგენს და მოგცემთ საკმარის დროს იქამდე, სანამ მათ გამოცვლას შეძლებთ.

გაითვალისწინეთ ეს ხრიკები რათა იცოდეთ როგორ მოიქცეთ კონკრეტულ კრიტიკულ სიტუაციაში.