გაიმარტივეთ ყოველდღიური საქმე ჭურჭლის ღრუბლით: 12 ხერხი

ჭურჭლის სარეცხ ღრუბელს უამრავი ფარული და მოულოდნელი ნიჭი აქვს. ასეთი ნაკეთობა საკმაოდ იაფი ღირს და ყველა სამზარეულოში მოიპოვება, ამიტომ, ამ სიიდან რომელიმე ხრიკის გამოყენება საკმაოდ მარტივია. ამ სტატიაში მოგიყვებით, თუ როგორ შეიძლება პარალონის ღრუბლის გამოყენება ყოველდღიური საქმეების გასამარტივებლად. დაიმახსოვრეთ ეს რჩევები!

1. ლაქის მოსაშორებელი საშუალება

ეს ხრიკი აქტუალურია ორიგინალური მანიკურის მოყვარულთათვის. მბრწყინავი ლაქის მოშორება საკმაოდ რთულია ჩვეულებრივი ბამბის დისკით, რამდენადაც მბრწყინავ ნაწილაკებს აბრაზიული სტრუქტურა აქვს და ბამბის ნაკეთობის ზედაპირს ხევს.

სპეციალურად ამ მიზნით გამოიგონეს ქილები პარალონის საფენებით. უბრალოდ ჩადეთ თითი ქილაში და დაატრიალეთ – ლაქი წამებში მოგშორდებათ. ამ მოწყობილობის დამზადება უმარტივესია: აიღეთ პატარა შუშის ან პლასტმასის კონტეინერი, გაჭერით პარალონის ღრუბელი ორ ნაწილად და დაახვიეთ გრაგნილებად. ჩადეთ ღრუბელი ჭურჭელში და დაასხით ლაქის მოსაშორებელი ხსნარი. დაივიწყეთ ბამბის დისკები!

2. ფეხის თითების გამყოფი

ღრუბელი არამხოლოდ მანიკურის, არამედ პედიკურისთვისაც გამოდგება. ფეხის ფრჩხილებზე ლაქის წასმა რომ გაგიმარტივდეთ, დაჭერით პარალონის ღრუბელი პატარა ნაჭრებად და ჩაილაგეთ თითებს შორის. ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი დავალებას სპეციალურ დამყოფზე ნაკლებად არ გაუმკლავდება.

3. ზამშის ჯაგრისი

თუ ზამშის ფეხსაცმლის გაწმენდაა საჭირო, ხელთ კი სპეციალური ჯაგრისი არ გაქვთ, აიღეთ ჩვეულებრივი ჭურჭლის ღრუბელი. მყარი ზედაპირი ფეხსაცმელს მტვერსა და ჭუჭყს მშვენივრად მოაშორებს, რბილი კი ბუსუსებს თანაბრად დაალაგებს. პარალონის ღრუბელი გამოდგება ტანსაცმლის, ჩანთებისა და სხვა ნაკეთობების გასაწმენდად.

4. სადრენაჟო სისტემა მცენარეებისთვის

ოთახის მცენარეების მოყვარულებს ეს ხრიკი მოეწონებათ. სანამ მცენარეს დარგავდეთ, ჭურჭლის ფსკერზე მოათავსეთ პარალონის ღრუბელი. ასე შექმნით ერთგვარ დრენაჟს, რომელიც დაარეგულირებს ნიადაგის ტენიანობას და ხელს შეუშლის ნიადაგის ჩარეცხვას ქოთნის ხვრელებიდან. ხარისხიანი დრენაჟის დამსახურებით, მცენარე მიიღებს ზუსტად იმდენ სითხეს, რამდენიც სჭირდება.

5. არომათერაპია და ბაქტერიების განადგურება

თუ გინდატ, რომ ჭურჭლის კარადაში კარგი სუნი დადგეს, დააწვეთეთ ღრუბელს რამდენიმე წვეთი პიტნის, ევკალიპტის ან ლიმონის ზეთი. გარდა სასიამოვნო სურნელისა, ასე ღრუბელს ანტიბაქტერიულ თვისებასაც მისცემთ. ახლა დალაგება გაცილებით ეფექტური გახდება.

6. მიკროტალღური ღუმლის გაწმენდა

ერთი შეხედვით, მიკროტალღური ღუმელის ღრუბლით გაწმენდაში უცნაური არაფერია, არა? აიღებთ და გაწმენდთ. თუმცა, ჩამჯდარი ცხიმის მოშორება არც ისეთი მარტივია. ამ შემთხვევაში, აიღეთ ღრუბელი, კარგად დაასველეთ, შედგით ღუმელში და ჩართეთ 3-5 წუთით. გათბობის პროცესში, სითხე აორთქლდება და დაარბილებს ცხიმის ნადებს. ამის შემდეგ, უბრალოდ გაწმინდეთ კედლები ამავე ღრუბლით.

7. წებოვანი ღრუბელი

მოსახერხებელი მეთოდი, რომლის გამოყენებითაც ბავშვი მარტივად შეძლებს რაღაცების დაწებებას ისე, რომ წებოს არსად გადაასხამს. დედებო, ბებიებო, აღმზრდელებო, გაითვალისწინეთ! მოამზადეთ ჭურჭლის ღრუბელი და უხვად მოასხით პვა წებო. ბავშვისთვის მოსახერხებელი რომ იყოს, გაჭერით ნაკეთობა ორად. შემდეგ ჩადეთ ღრუბელი პლასტმასის ჭურჭელში და მჭიდროდ დაახურეთ. ნაკეთობა გაიჟღინთება პვა  წებოთი და ბავშვს გაუმარტივდება საქმიანობა. რამის დასაწებებლად, უბრალოდ მსუბუქად უნდა დააჭიროს ღრუბელს.

8. მოძრავი მაცივარი და ყინულის კომპრესი

წლის ცხელ პერიოდში, თერმოჩანთის გაკეთება სახლის პირობებშიც შეიძლება. პარალონის ღრუბელი გამაგრილებელი ელემენტის როლს შეასრულებს და პროდუქტებს უფრო დიდხანს შეინახავს სიცხეში. ამისთვის საჭიროა, ჩაალბოთ ღრუბელი გრილ წყალში, მოათავსოთ ჰერმეტულ ცელოფანში და შედგათ საყინულეში. შემდეგ ჩაალაგეთ საკვები და სასმელი ზურგჩანთაში, პროდუქტებს შორის კი მოათავსეთ რამდენიმე გაყინული ღრუბელი.

გაყინული პარალონის ნაკეთობის გამოყენება შეიძლება ყინულის კომპრესის როლშიც, დარტყმის ან კუნთის დაჭიმვის დროს. ჰემატომის გაჩენა რომ აიცილოთ თავიდან, დაიდეთ გაყინული ღრუბელი დაზიანებულ ადგილას რამდენიმე წუთით.

9. სარეცხი საშუალება

პარალონის ნაკეთობა სარეცხი ხელსახოცების ალტერნატივად იქცევა, რომელიც მოაშორებს თეთრეულს ცხოველის ბეწვს, სტატიკურ ძაბვას, დიაცავს ფერის გასვლისა და ქსოვილის დაზიანებისგან. ამისთვის ჰერმეტული პლასტმასის კონტეინერი და რამდენიმე ღრუბელი დაგჭირდებათ. გაავსეთ კონტეინერი წყლითა და თეთრეულის კონდიციონერით, ჩაალბეთ სითხეში ღრუბლები და დაახურეთ. გარეცხვამდე აიღეთ ერთი ასეთი ღრუბელი, დაწურეთ და მოათავსეთ მანქანაში. პროცესის დასრულების შემდეგ, ამოიღეთ ღრუბელი და დააბრუნეთ ჭურჭელში. რეცხვის შედეგი სასიამოვნოდ გაგაკვირვებთ.

10. ბიგუდები

ჭურჭლის ღრუბელი ბიგუდებსაც კი შეცვლის. სველ თმაზე დაიდეთ ღრუბელი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში და დაიხვიეთ. დაკეცეთ პარალონის ღრუბელი ორად და დაიმაგრეთ რეზინით. მომავალი ლოკონის სისქის მიხედვით, დაარეგულირეთ, ბიგუდის დიამეტრი. გაიჩერეთ მთელი ღამით, დილით კი დატკბით ლამაზი ვარცხნილობით.

11. სასაპნე

ალბათ, გინახავთ სასაპნეში ამჟავებული საპონი. ამ პრობლემის გადასაჭრელად საჭირო არაა პლასტმასის ნაკეთობის შეძენა ბადითა და პადონით, შეგიძლიათ პარალონის ღრუბლის გამოყენება. უბრალოდ დადეთ მასზე საპონი და წყალი აღარ გაჟონავს. ზედმეტ სითხეს ღრუბელი შეიწოვს.

12. რთულად მისაღწევი ადგილების წმენდა

ვენტილატორების, გამათბობლებისა და ჟალუზების წმენდა რთული დავალებაა – საჭიროა მოწყობილობების ელემენტების სათითაოდ წმენდა, სხვანაირად აზრი არ აქვს. პროცესს გაამარტივებს ღრუბელი და სამზარეულოს პინცეტი. აიღეთ ორი ღრუბელი, გააკეთეთ ჭრილი მყარ და რბილ ზედაპირებს შორის და დაამაგრეთ პინცეტის პირებზე.

უფრო მასშტაბური წმენდისთვის, გაჭერით ღრუბელი კვადრატებად.