როგორ ვებრძოლოთ ობს, თუ შავი ლაქები ლეიბზე გაჩნდა

ობი ნებისმიერ სახლში ყველაზე არასასურველი სტუმარია. განსაკუთრებით, როცა საქმე ლეიბებს ეხება. პირველ ეტაპზე, სოკოს გამოვლენა საკმაოდ რთულია. პირველ რიგში, ინფექცია ცალკეული მუქი ლაქების სახით ვლინდება, თანდათან კი უფრო მეტ ტერიტორიას მოიცავს. შედეგად, ლეიბი იფარება საკმაოდ დიდი ზომის შავი ლაქებით. სოკოს ომი დაუყოვნებლივ უნდა გამოუცხადოთ, რამდენადაც მან შეიძლება არამხოლოდ ნაკეთობას, არამედ ჯანმრთელობასაც ავნოს. ამ სტატიაში გეტყვით, როგორ ებრძოლოთ ობს სახლის პირობებში.

ხალხური საშუალებები

დასაწყისისთვის, უნდა შეფასდეს ლეიბის მდგომარეობა და სოკოვანი დაინფიცირების ხარისხი. შემდეგ, დაამუშავეთ ნაკეთობა ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი სადეზინფექციო საშუალებით. შემდეგ, გაიტანეთ იგი გარეთ, კარგად რომ განიავდეს და გამოშრეს. გაიმეორეთ პროცედურა ზედიზედ რამდენიმე დღის მანძილზე, სანამ საბოლოოდ არ დარწმუნდებით, რომ ობი დაამარცხეთ. ახლა განვიხილოთ ობთან საბრძოლველი ხალხური საშუალებები.

1. თანაბარი რაოდენობით შეურიეთ ორმაგნახშირორჟანგიანი მარილი და სოდა. მოაყარეთ ობიან მონაკვეთს და გააჩერეთ ლეიბზე სამი დღით. ამ დროისთვის, ნივთიერებები საშინელ არომატს შთანთქავს.

2. მოჭერით რამდენიმე ტოტი ახალგაზრდა წიწვოვან ხეს, წვრილად დაჭერით და დაალაგეთ საწოლსა და ლეიბს შორის. წიწვები შეიწოვს ზედმეტ სითხეს და სადეზინფექციო ეფექტი აქვს.

3. შეურიეთ სოდა, ლიმონის წვენი და ძმარი ფაფისებრ მდგომარეობამდე. წაუსვით მასა დაზიანებულ მონაკვეთს და გააჩერეთ 1 საათით. ამ დროის შემდეგ, მოწმინდეთ ნარჩენები და ამოაშრეთ სველი ზონა.

4. დაამუშავეთ სოკოვანი ინფექციები 3%-იანი წყალბადის ზეჟანგით და გააჩერეთ 30 წუთით. ჩამორეცხეთ ლაქები თბილი წყლისა და სარეცხი საპნის ხსნარით და გამოაშრეთ.

5. შეურიეთ სოდა ამიაკს თანაბარი რაოდენობით. დაასველეთ ხელსახოცი და დაამუშავეთ დაბინძურებული მონაკვეთები. გააჩერეთ სრულად გაშრობამდე. გააზავეთ მათეთრებელი სარეცხი ფხვნილი და მისი გამოყენებით მოაშორეთ ამიაკის ნარჩენები.

6. მოამზადეთ ხსნარი 1 ჩ.კ. სოდითა და 1 ლ ცხელი წყლით. წაუსვით ეს საშუალება ობიან მონაკვეთებს, გააჩერეთ სრულად გაშრობამდე და ჩამორეცხეთ სუფთა წყლით.

7. ეს ხრიკი ლეიბის შემოსაკრავის გარეცხვისთვისაა. 2 ს.კ. მარილი შეურიეთ 1 ს.კ. ნიშადურის სპირტს და წამოადუღეთ. შეაზილეთ სითხე ჭუჭყს და გარეცხეთ მანქანაში, სოკოსსაწინააღმდეგო საშუალების დახმარებით.

8. თბილი წყლით სავსე სათლს დაუმატეთ 5 წვეთი ჩაის ხის ზეთი. წაუსვით ხსნარი ნაკეთობის მთელ ზედაპირს და დატოვეთ ლეიბი გარეთ გასაშრობად. ჩაის ხეს ანტიბაქტერიული თვისებები აქვს და ეფექტურად აშორებს ობს.

9. უხვად მოაყარეთ ლეიბს სოდის ფხვნილი და გააჩერეთ 3 საათით. გადაატარეთ ნაკეთობას მტვერსასრუტი.

10. წაუსვით ლეიბის პირს ხახვის წვენი. 15 წუთში ჩამორეცხეთ თბილი წყლით და გააშრეთ.

არავითაე შემთხვევაში არ შეაშხეფოთ ლეიბს სუნამო ან სპირტიანი დეოდორანტი. ასე უსიამოვნო სუნს კი არ გააქრობთ – მას აუტანელს გახდით და ლეიბზე ჭუჭყიან ლაქებსაც დატოვებთ. შეგიძლიათ, ეს ნივთი ქიმწმენდაში წაიღოთ, თუ ობთან ბრძოლის დრო არ გაქვთ.

ქიმიური საშუალებები

თუ სიტუაცია კრიტიკული ან გამწვავებულია, საყოფაცხოვრებო ქიმიას ვერ გაექცევით. აუცილებლად გაიკეთეთ დამცავი ხელთათმანები და რესპირატორი, აგრეთვე, არ მოუშვათ ახლოს ბავშვები და ცხოველები. შეძლებისდაგვარად, გაწმინდეთ ლეიბი სუფთა ჰაერზე.

1. გააზავეთ 1 ლ წყალში 1 თავსახური “ბელიზნა” და დაამუშავეთ მუქი ლაქები პარალონის ღრუბლით.

2. გამოიყენეთ სპეციალურად ობის საწინააღმდეგოდ გამოშვებული სპრეები: “აბედისი”, “ფონგლიფლუიდი” და “Mellurd”. ისინი კარგად უმკლავდება ორგანულ ინფექციებს და არ აუფერულებს ლეიბის საფარს. თუ ოთახში დაბალი ტემპერატურაა, არ გამოიყენოთ ეს საშუალებები.

3. სადეზინფექციო საშუალება “დალი” არ შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებებს და, ობის გარდა, წყალმცენარეებისა და ხავსის კვალსაც კი აშორებს.

4. თხევადი საშუალება “Mavix-Bio” გამოიყენეთ ინსტრუქციის მიხედვით.

ობის გაჩენის პროფილაქტიკა

ლეიბის გაწმენდით საქმე არ მთავრდება. ყოველ კვირას, ნაკეთობა ყურადღებით უნდა დაათვალიეროთ. აგრეთვე, უნდა დაიცვათ შემდეგი რეკომენდაციები, განმეორებითი დაინფიცირება რომ არ გამოიწვიოთ:

  1. რეგულარულად გაანიავეთ ოთახი და გაწმინდეთ სავენტილაციო სისტემები.
  2. იზრუნეთ, რომ სახლი ან ბინა კარგად იყოს დათბობილი, კედლები და იატაკი არ იყინებოდეს.
  3. დალაგების დროს, შეაშხეფეთ ავეჯსა და ქსოვილის ნაკეთობებს ჩაის ხის ზეთი.
  4. თუ ბავშვებს საწოლში პამპერსის გარეშე აწვენთ, დააფინეთ მუშამბა ან ცელოფანი.
  5. გაუკეთეთ ლეიბს მკვრივი შალითა, რეგულარულად შეცვალეთ საწოლის თეთრეული და გააშრეთ ბალიშები და ლეიბი სუფთა ჰაერზე.
  6. არაფერი მიირთვათ საწოლში.

პროფილაქტიკა დაგეხმარებათ ობის თავიდან აცილებაში და თქვენს ჯანმრთელობასაც გაუფრთხილდება. საძინებელში გქონდეთ მუდმივად სისუფთავე და დაუყოვნებლივ ებრძოლეთ სოკოვანი ინფექციების პირველივე ნიშნებს.