10 ნივთი, რომლებსაც უბედურება მოაქვს: მოიშორეთ ისინი სახლიდან

ენერგეტიკა ოჯახის კერის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია. სახლში ჩვენი ცხოვრების ყველაზე დიდ ნაწილს ვატარებთ: ვჭამთ, ვისვენებთ, გვძინავს, ვზრდით ბავშვბს და ვაწყობთ სამომავლო გეგმებს. ოცნებების ასრულებასა და სახლში სწორი ატმოსფეროს შექმნაში, ხშირად, ფენშუი გვეხმარება. დაიმახსოვრეთ ჰარმონიის დამრღვევი ეს ათი ნივთი, რომლებსაც ჩვენს სახლებში არაფერი ესაქმება.

ნივთების ენერგეტიკა

აღმოსავლური სწავლების თანახმად, ნებისმიერ ნივთს თავისი ენერგეტიკა აქვს. ნივთის “აურა” გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე, განწყობაზე, წარმატებაზე სასიყვარულო, კარიერულ თუ სხვა ასპექტებში. ზოგიერთ ნივთს კი მაგნიტური თვისებები აქვს: იზიდავს დადებით ან უარყოფით ენერგიას.

ენერგეტიკული ვამპირიზმი ახასიათებს ბევრ იმ ნივთს, რომლებიც თითქმის ყველა სახლშია. რაც უფრო მეტხანს ინახება ეს ნივთები ადამიანების გვერდით, მით უფრო ძლიერდება მათი ნეგატიური გავლენა. თუ ვერ იძინებთ, მუდმივად გაწუხებთ თავის ტკივილი, წარუმატებლობათა ჯაჭვი კი არა და არ მთავრდება, მოქმედების დროა! გამოავლინეთ ვამპირი თქვენს სახლში და მოიშორეთ მაქსიმალურად სწრაფად.

1. ძველი ფლოსტები

სახლის ფეხსაცმელი იგროვებს ნეგატივს და ხელს უშლის დადებითი ენერგეტიკის ცირკულაციას. შეწყვიტეთ დახეული, ჭუჭყიანი, გაცვეთილი ფლოსტების შენახვა იმ იმედით, რომ ოდესმე გამოგადგებათ. გაათავისუფლეთ ადგილი ახალი ნივთებისთვის. თამამად მოიშორეთ ხარახურა, მათთან ერთად კი პრობლემები, ავი ზრახვები და ცუდი განწყობა.

2. გატეხილი სარკე

ბევრი ერი, პრაქტიკულად, თანხმდება იმაზე, რომ გატეხილი სარკე უბედურებას იზიდავს. ფენ-შუის თანახმად, ნივთი ირეკლავს პოზიტიურ ენერგეტიკას და ნეგატიურად აქცევს. ხშირად, ჩვენ გვებრალება ოდნავ ჩამოტეხილი სარკის გადაგდება და მას აგარაკზე ვკიდებთ. ეს არასწორია! აკრძალულია საღი სარკის დაკიდებაც კი შესასვლელი კარის წინ. ითვლება, რომ ამრეკლავი ზედაპირის გავლით, გარეთ გადის ოჯახური კეთილდღეობა და შემოდის დაავადებები.

3. დამსხვრეული ჭურჭელი

ჩინური სიბრძნის თანახმად, “ბზარი ჭურჭელზე – ბზარი ყველაფერში”. ფენ-შუიში ტყუილად კი არ აქცევენ დიდ ყურადღებას სამზარეულოს მოწყობას. თუ არ გინდათ, რომ წარმატება ზურგით შემოგიტრიალდეთ, არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ დეფექტური ჭურჭელი. ყველა დაბზარული ან ჩამოტეხილი თეფში, ფინჯანი დაუყოვნებლივ გაასვენეთ და გაიტანეთ ნაგავი სახლიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, უსიამოვნო შედეგებს მოიმკით.

4. დაზიანებული ტექნიკა

გამოტყდით, ალბათ, სახლში უამრავი გაფუჭებული ტელეფონი ან დაზიანებული საყოფაცხოვრებო ტექნიკა გაქვთ. ასეთი მოწყობილობები ძალიან საშიშია. ბიოენერგეტიკის სპეციალისტები ელექტროტექნიკას ენერგეტიკულ პორტალებად მიიჩნევენ. საქმე ისაა, რომ ამ მოწყობილობის გავლით ენერგიის უარყოფითი ნაკადები ცირკულირებს. სანამ ტექნიკა გამართულია, ეს ენერგია შიგნით რჩება. თუმცა, როგორც კი კომპიუტერი, ტელეფონი ან ტელევიზორი მწყობრიდან გამოვა, ენერგეტიკა იბლოკება. შედეგად, მოწყობილობა დაგროვილ ნეგატივს გასცემს, რაც სახლის აურას აფუჭებს.

5. საჩუქრები თქვენთვის უსიამოვნო ადამიანისგან

ისეც ხდება, რომ ზოგიერთი ადამიანი ჩვენში უარყოფით ემოციებს იწვევს, თუნდაც უხილავი მიზეზის გამო. პირველ რიგში, ეცადეთ, მოერიდოთ მსგავს პიროვნებებს, მეორეც, არ შეინახოთ მათი ნაჩუქარი ნივთები. ასეთი ადამიანების ძღვენი ვამპირ ნივთად იქცევა და თქვენი ოჯახის წევრებისგან ენერგიას გამოწოვს. მიიღეთ საჩუქარი, გადაუხადეთ მადლობა, ოღონდ სახლში არ შეიტანოთ. ამით რისკავთ იღბლის დაკარგვასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მოზიდვას. ასეთი ნივთი ჯადოს ან თვალისცემასავით მოქმედებს. გაყიდეთ ან გააჩუქეთ ნივთი, არ შეუქმნათ საფრთხე თქვენს კეთილდღეობას. თუ ნივთი პატარაა, შეგიძლიათ დაწვათ, რომ დარწმუნდეთ, აღარაფერი გემუქრებათ.

6. ძველი ცოცხი

ნაგვის გამოგვა ფრთხილად, აუცილებლად ახალი ცოცხით უნდა მოხდეს. ძველი დასალაგებელი საშუალებები, მათ შორის, იატაკის ძველი ჯოხები და ჭუჭყიანი ჩვრები, იზიდავს უბედურებებს თქვენს სახლში. ჭუჭყი იზიდავს ნეგატიურ ენერგეტიკას, დაავადებებსა და წარუმატებლობებს. რეგულარულად განაახლეთ ეს საშუალებები და სახლში სისუფთავე გაამეფეთ.

7. ძველი მაკულატურა და ბოთლები

შუშა და ქაღალდი ნეგატიური ენერგეტიკის საუკეთესო გამცილებლები არიან, რომლებსაც ყოველგვარი უსიამოვნება ეკრობა. ნუ აქცევთ სახლს ბოთლებისა და ძველი ჟურნალების საწყობად. ისინი იგროვებს მტვერს, ხერგავს სივრცეს და ხელს უშლის დადებითი ენერგეტიკის ნაკადის ცირკულირებას. არაა რეკომენდებული ამ ნივთების შენახვა ფარდულშიც კი, რომ აღარაფერი ვთქვათ საცხოვრებელ ოთახებში.

8. ეკლიანი მცენარეები

ოთახის მცენარეები ყურადღებით უნდა შეარჩიოთ. კაქტუსები, ვარდები და სხვა ეკლიანები ბლოკავს დადებითი ენერგეტიკის ნაკადებს, რომლებიც ფანჯრიდან შემოდის. ასეთი მცენარეები, თუნდაც სხვა ნებისმიერი წვეტიანი ნივთი ინტერიერში, არღვევს სახლის ჰარმონიას. თუ კაქტუსი ძალიან გინდათ, შეიზინეთ მხოლოდ ერთი ქოთანი და დადგით ტელევიზორთან ან კომპიუტერთან ახლოს. არავითარ შემთხვევაში არ მოათავსოთ ეკლიანი მცენარე საძინებელში.

9. ხვიარა მცენარეები

მიაჩნიათ, რომ ასეთი სახეობები ადამიანს აზრებს ურევს, ამრუდებს მის აღქმის უნარს და ეჭვებს უჩენს. მაგალითად, ლიანები. ასეთი ყვავილების გვერდით რთულია გონებრივი საქმიანობა. სპეციალისტები არ გვირჩევენ მსგავსი მცენარეების დადგმას არამხოლოდ საძინებელში, არამედ მთელ სახლში.

10. ჭუჭყი, მტვერი, ნაგავი

აღმოსავლურ პრაქტიკაში დიდი ყურადღება ეთმობა არამხოლოდ სულიერ, ისე ფიზიკურ სისუფთავესაც. საცხოვრებლის სისუფთავის დონე გამოსახავს ჩვენს შინაგან მდგომარეობას, ხოლო ჭუჭყიანი იატაკი ცუდის მომასწავებელია. ითვლება, რომ სიბინძურე სახლში სიღარიბეს იზიდავს და ხელს უშლის ფინანსურ ნაკადს. მტვერი ნეგატივის კიდევ ერთი წყაროა. იგი იწვევს დაავადებებს და ანელებს ენერგეტიკულ განახლებას. დასარეცხი ჭურჭელი მხოლოდ ნიჟარაში უნდა იდოს. ნაგვის პარკების მოთავსება არ შეიძლება შემოსასვლელ კართან ახლოს, არც შიგნიდან, არც გარედან, პოზიტიური ენერგია რომ არ დაბლოკოს. ეცადეთ, არ დაახვავოთ ნაგავი და რეგულარულად დაალაგოთ სახლი.

რა თქმა უნდა, ამ აკრძალული ნივთების თავიდან მოშორება ყველა პრობლემას ერთ წამში ვერ გადაჭრის, თუმცა სახლს გაათავისუფლებთ ნეგატიური ენერგეტიკისგან და ადგილს მისცემს პოზიტიურს. ჩააბარეთ ძველი ნივთები წარსულს, რათა ახალ, დადებითი ცვლილებებით სავსე გზაზე დადგეთ.