7 ხელნაკეთი დეკორაცია სახლისთვის: მარტივი და ორიგინალური იდეები

თუ ინტერიერის ფოტოებს ხშირად ათვალიერებთ, მოხიბლული იქნებით. საკუთარი სახლის ორიგინალურად მოწყობა დამოუკიდებლადაც შეიძლება. ამისათვის შთაგონება და თავისუფალი დრო დაგჭირდებათ.

1. გოგრის ფორმის ხელნაკეთი ნიჟარა

უნიკალურობა კარგი ინტერიერის საუკეთესო მახასიათებელია. სასურველია თუ შექმნით ისეთ რამეს, რაც სხვა სახლში არ არსებობს. აიღეთ ინსპირაციად ბუნებაში არსებული ობიექტები. მაგალითად, დიდი გოგრის ნახევარი  ამოატრიალეთ, დაუტოვეთ ხვრელი, ზევიდან კი ბეონის ხსნარი დაასხით, მოასწორეთ ჯოხით და მიეცით ფორმა. როცა ბეტონი გაცივდება, შედეგით დაკტბით. ასეთ უჩვეულო ნიჟარას აგარაკზეც დადგამთ და ბინაშიც.

  1. დასასვენებელი ზონის ეფექტური გადაწყვეტა

ასეთი ფიგურის კარკასი პენოპლასტისგან იქმნება. შიგნით სიცარიელე აქვს. კონსტრუქციას ქვეშ ზღვის ქვებით და წყლით ავსებენ, იქვე დებენ მილს, რომელიც მაღლა იწევა და პატარა ხვრელიდან წყალს დაბლა აბრუნებს. პენოპლასტს ზევიდან ცემენტის ხსნარით ამუშავებენ. რეკომენდირებულია საღებავის დამატებაც, რათა შადრევანი უფრო ეფექტურად გამოიყურებოდეს. შეგიძლიათ დაადგათ ყვავილები ან ოთახის მცენარეები.

  1. ფილა თქვენი გემოვნებით

კედელი რომ ლამაზი ფილით გააფორმოთ, არაა აუცილებელი მაღაზიას ეწვიოთ. ფორმას და ზომას დამოუკიდებლადაც მოუფიქრებთ. დასაწყისისთვის აარჩიეთ შესაფერისი ფორმა, როლი, რომელსაც მუყაოს ყუთი ითამაშებს. შემდეგ გააკეთეთ ბეტონის ხსნარი და ჩამოასხით ფორმა, რის შემდეგაც ის გაშრება, გამოაცალკევეთ და შეღებეთ სასურველ ფერად. შემდეგ ისევ გააშრეთ. ამ პროცედურების შემდეგ მიაწებეთ იატაკს ან კედელს, კრამიტის წებოთი.

  1. უჩვეულო ქოთანი ოთახის მცენარისთვის

დაგჭირდებათ პენოპლასტი, ცემენტი, წყალი და ტაშტი. ჯერ დააქუცმაცეთ პენოპლასტი შემდეგ აურიეთ ცემენტთან და წყალთან, რათა ხსნარი მიიღოთ. ამ ნაზავისგან მიეცით ფორმა ბურთებს, დაამაგრეთ ტაშტზე. რიგები დაბლიდან დაიწყეთ და ზევით ნელ-ნელა ამოდით. როცა ხსნარი გაშრება, ამოიღეთ ტაშტიდან და შეავსეთ მიწით. შეგიძლიათ შეღებოთ.

  1. ლამაზი აკვარიუმი

სქელი პენოპლასტის წინა კედელი შუშისგან უნდა შესრულდეს და ყველაფერი ცემენტის ხსნარით მიეწებოს. ქვას რომ ჰგავდეს, ფუნჯით მსუბუქი შტრიხები გაუკეთეთ. როგორც კი გაშრება, აკვარიუმი ქვებით, მცენარეებით და წყლით გაავსეთ.

  1. უჩვეულო ფორმის დეკორატიული ლარნაკი

ის ცემენტის ხსნარისგან მზადდება. ჯერ ჩაასხით ფართო ჭურჭელში და გაათანაბრეთ, რათა მიიღოთ ფენა სისქით 3 სმ. ამის შემდეგ, მუყაოს ჭიქით ან პლასტმასით ამოჭერით წრეები, ყოველი ახალი წრე ჭადრაკული პოზიციით ლაგდება იქამდე, სანამ ბოლომდე არ შეივსება ძირი. შემდეგ ცემენტი საგულდაგულოდ უნდა გაშრეს.

  1. უჩვეულო სილამაზის შადრევანი

დაგჭირდებათ ვენტილატორის გისოსის ერთი მხარე. ის უნდა მოათავსოთ მაგარ ბაზაზე ამოზნექილი მხარე რომ ზევით მოექცეს. ამის შემდეგ გადააკარით პარკი და ჩაასხით ცემენტის ხსნარი, რომელიც ფრთხილად უნდა გათანაბრდეს. მიღებულ ფორმაში გააკეთეთ ცენტრალური და დამატებითი ხვრელები.

ცენტრალურ ხვლერში ხშირად დგამენ დაბალ პლასტმასის მილს. ის ცხელი წებოთი იკვრება, ზევიდან კი ცემენტის ხსნარით იფარება. შემდეგ ერთი დეტალი უნდა გააკეთოთ: ჩაასხათ ცემენის ხსნარი პლასტმასის ბოთლიდან. ზევიდან საჭიროა ღრუ, გააკეთეთ ის რაიმე მძიმეთი სავსე პლასტიკური ჭიქისგან.

ფეხი დაუმზადეთ დიდი დიამეტრის პლასტიკური მილისგან. საჭიროა ცემენტის ხსნარი.

რომელი იდეა მოგეწონათ ყველაზე მეტად?