როგორ გავალღოთ და გავწმინდოთ მაცივარი: დაიცავით ყველა წესი

ნებისმიერი საყოფაცხოვრებო ტექნიკა დიდხანს გაძლებს იმ შემთხვევაში თუ დიასახლისი ფრთხილად მოეპყრობა. დაუთმეთ დრო სამზარეულოს ინვენტარის მოვლას! ჩვენ გთავაზობთ მაცივრის გასუფთავების ტექნიკას, რათა ის არ დაგიზიანდეთ.

დროდადრო მაცივრის გალღობა აუცილებელი პროცედურაა. ესაა პროფილაქტიკური ზომა, რათა მოაშოროთ ზედმეტი ყინული, რაც ტექნიკას დატვირთვას შეუმსუბუქებს. ასე შეძლებთ ელექტრობის დაზოგვასაც.

ჩვეულებრივ, მაცივარი უნდა გაალღოთ და გარეცხოთ წელიწადში 2-3-ჯერ. შეგიძლიათ ორიენტირდეთ კედლების მდგომარეობის მიხედვით. თუ იქ ბევრი ყინული და თოვლი დაგროვდა, ესე იგი, გალღობის დროა.

რაც შეეხება თანამედროვე მაცივრებს, მათ აქვთ ტექნოლოგია No Frost და ყინული მათში ნაკლებად ყალიბდება. ხდება ჰაერის ცირკულაცია რაც მას ამცირებს. მაგრამ, ასეთი ტექნიკაც კი საჭიროებს ხანდახან გალღობას. თუნდაც წელიწადში ერთხელ.

დაგჭირდებათ რამდენიმე მაგიდის ტილო და მოთმინება. შეარჩიეთ ადგილი, სადაც მოათავსებთ ყველა პროდუქტს მაცივრიდან. ამ მიზნისთვის ცივი წყლით ავსებული აბაზანა ან ყინულიანი თერმოპაკეტიც გამოგადგებათ. შეგიძლიათ დადოთ გრილ ადგილას, სადაც ნაკლები მზის სხივი ხვდება.

რითი დავიწყოთ? პირველ რიგში, გამოაერთეთ ის დენის წყაროდან და გამოაღეთ ყველა კარი. გადაიტანეთ პროდუქტები შერჩეულ ადგილას. შემდეგ გამოიღეთ ყველა თარო და სადგამი.

შემდეგ დაუცადეთ, სანამ ეს დეტალები გალღვება. არ დაგავიწყდეთ პერიოდულად წყლის მომშრალება. ამისთვის ჩვრები დაგჭირდებათ.

კარგად გარეცხეთ მაცივარი შიგნიდან. შემდეგ გააშრეთ ყველაფერი და დატოვეთ 1 საათით: დაე ბოლომდე გაშრეს. შეგიძლიათ ჩართოთ მაცივარი. ნახევარი საათი ცარიელი ამუშავეთ, შემდეგ შედგით პროდუქტები.

ნუ იჩქარებთ. მაგრამ, თუ მაინც სწრაფად გსურთ გაკეთება, რამდენიმე ხრიკს მიმართეთ. მაგალითად, შიგნით პულივიზატორის მეშვეობით თბილი წყალი შეასხით. ეს ყინულის დადნობას დააჩქარებს. ასევე, ათავსებენენ ბოთლს ცხელი წყლით.

ზოგიერთი ფენსაც კი უშვერს. ეს ცუდი მეთოდია. ცხელი ჰაერი მაცივარზე უარყოფითად იმოქმედებს.

თუ დაკვირვებით მოიქცევით, მაცივარი ბევრ წელს მოგემსახურებათ!