როგორ დავიცვათ ხე ლპობისგან, ძვირადღირებული საშუალებების გარეშე

კერძო სახლის მფლობელებმა იციან, რომ ნაკვეთზე ხის კონსტრუქციები აუცილებლად უნდა დაიცვას გარემოს ნეგატიური ზემოქმედებისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხე დაიწყებს ლპობას, დაკარგავს ფერს, ბოლოს კი კონსტრუქციას ჩამოშლის ან ნაწილობრივ მაინც დააზიანებს. ყველაზე ხშირად, ხის ნაკეთობებს ლაქებისა და საღებავების გამოყენებით იცავენ. თუმცა, ორივე ეს საშუალება საკმაოდ ხარჯიანია. არსებობს მესამე, ალტერნეტიული გზაც.

საღებავიცა და საპოხიც საკმაოდ ძვირი ღირს. თუმცა, ეს საშუალებები უმნიშვნელოვანესია ხის გარემოს ნეგატიური ზემოქმედებისგან დასაცავად. ლპობის უკვე დაწყებული პროცესები აბსოლუტურ გარანტიას გაძლევთ, რომ ხე ფუტუროდ იქცევა, თანაც ძალიან მალე.

რა თქმა უნდა, ბევრ ადამიანს უჩნდება კანონზომიერი კითხვა: შეიძლება თუ არა ამდენად პოპულარული მასალის დაცვა ძვირადღირებული საშუალებების გარეშე?

ამის გაკეთება ნამდვილად შეიძლება, უბრალოდ, ამისთვის კარგად უნდა გაისარჯოთ. მზისა და წყლის გამანადგურებელი ზემოქმედებისგან ხეს დაიცავს ავტომობილის ცხოველქმედების ნარჩენი – ძრავის გამოყენებული ზეთი, რომელსაც ავტომობილიდან იღებენ საპოხი მასალების შეცვლის დროს. ასეთი პროდუქტის მიღების ყველაზე მარტივი ხერხია საკუთარი ავტომობილიდან ზეთის ბოთლში გადმოსხმა და დაგროვება. აგრეთვე, შეგიძლიათ სახელოსნოში მისვლა. უმეტესად, ზეთს უფასოდ ცვლიან, თუ ახალ სითხეს მათთან შეიძენთ. არ დაგავიწყდეთ იმის შეხსენება, რომ გამოყენებული ზეთი გჭირდებათ.

გამოყენებული ზეთით დაფარულ და კარგად გაჟღენთილ ხეს მრავალი წლის მანძილზე აღარ ემუქრება ლპობა. ამ საშუალებით შეიძლება ღობეების, ძელების, უჯრებისა და იატაკის დამუშავებაც კი, საყოფაცხოვრებო ოთახებში. ზეთით უნდა გაიჟღინთოს უკვე მშრალი ხე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მასალა არა გარედან, არამედ შიგნიდან დალპება და ბოლოს მაინც მოგიხდებათ ნაკეთობის შეკეთება.

თქვენ როგორ იცავთ ხის მასალას ლპობისგან? გაგვიზიარეთ გამოცდილება.