როგორც წესი, როცა საქმე რაღაც მიწისქვეშას ეხება, ასოციაციურად შახტას, სარდაფს ან მეტროს წარმოციდგენთ. მაგრამ სია აქ არ მთავრდება. როგორც პრაქტიკა გვაჩვენებს, ადამიანს შეუძლია მიწის ქვეშ მთელი ქალაქი გააშენოს.

1. პეკინი

მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში მაო ძედუნმა მიწის ქვეშ 8-18 მ-ზე უზარმაზარი ქალაქი გააშენა, რომლის ფართობიც 85 კვ.კმ.-ს მოიცავდა.

აქ მოაწყვეს საცხოვრებელი ბინები, მაღაზიები, საწყობები, სკოლები, საავადმყოფოები და თეატრიც კი. დამონტაჟებული იყოს სპეციალურად შემუშავებული მძლავრი ვენტილაცია.

მთავრობა ფიქრობდა, რომ ბირთვული ომის შემთხვევაში მიწისქვეშა ქალაქში 6 მილიონი ადამიანი შეაფარებდა თავს. ქალაქში ასობით საიდუმლო ჩასასვლელი გაკეთდა.

2000 წელს ეს ადგილი ტურისტულ ობიექტად იქცა. თუმცა, ზოგიერთ ბინაში ხალხი მართლაც ცხოვრობს. 2010 წლისთვის ეს ციფრი მილიონ პეკინელს შეადგენდა. დღეს ეს ციფრი გაცილებით ნაკლებია.

2. იიჰლავა, ჩეხეთი

იიჰლავას კატაკომბები უჩვეულო ლაბირინთებს წარმოადგენენ. ისინი მე-13/მე-14 საუკუნეში ააგეს. 12 მეტრი სიღრმის დერეფნებს საწყობებად იყენებდნენ.

აქ ცოტაოდენ მისტიკასაც აქვს ადგილი. ზოგიერთი ტურისტი ირწმუნება, რომ ექსკურსიის დროს ორღანის ხმა ესმოდა.

თუმცა, ყველაზე საიდუმლო ადგილი ნათელი დერეფანია, რომელიც 11 მეტრ სიღრმეზე მდებარეობს. მწვანე განათება პირდაპირ კედლებიდან გამოდის. არსებობს ვერსია, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელები ფოსფორზე ექსპერიმენტებს აკეთებდნენ და ამიტომ შემორჩა ასეთი უჩვეულო ნათება.

3. პიონენი

სტოკჰოლმიც დაიკვეხნის მიწისქვეშა სამყაროს არსებობით. ვიტაბერგის პარკის ქვეშ უზარმაზარი თავშესაფარია გაშენებული, რომელიც 1943 წელს ააგეს. სიღრმე 30 მეტრს შეადგენს. შვედეთის მთავრობამაც ჩინეთის მთავრობის მსგავსად თავი ბირთვული ომისგან დაიზღვია.

2000 წელს ის გადააკეთეს. ადგილობრივმა არქიტექტორმა აქ მონაცემთა შემუშავების ცენრი განათავსა. განსაკუთრებული ურადღება მიექცა მიწისქვეშა ოფისის ინტერიერს. აქ უზარმაზარი აკვარიუმია ფერადი თევზებით, ასევე, ტროპიკული მცენარეები.

4. დამანჰურის ტაძრები

იტალიის ქალაქ ტურინის სიახლოვეს, მიწისქვეშა ეკლესიების უნიკალური კომპლექსია. მშენებლობა 1975 წელს დაიწყო.

9 ნაგებობა მიწაში სხვადასხვა სიღრმეზეა განთავსებული. ისინი ერთმანეთს დერეფნებით უკავშირდებიან. ფართობი სულ 16 ათას კვ.მ-ს შეადგენს.

შემქმნელებმა ინტერიერზეც იზრუნეს. კედლები ღვთაებების გამოსახულებებითაა მორთული. ფართობი დაახლოებით 800 კვ.მ-ია. აქვეა ქვის და შუშის მოზაიკები.

5. შახტა ველიჩკაში

პატარა პოლონური ქალაქი ველიჩკაც იწვევს ტურისტებს მიწისქვეშა სამყაროს დათვალიერებისთვის. ის მე-13 საუკუნიდან არსებობს. საინტერესოა, რომ ის საკმაოდ ფუნქციური იყო.

ის გვხიბლავს გრძელი დერეფნებით, მარილის სვეტებითა და სკულპტურებით. მთავარი ღირსშესანიშნაობა მარილის ტაძარია, რომელსაც იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს მინიჭებული.

რომელი ადგილის მონახულებას ისურვებდით?

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი