8 ხერხი სხვადასხვა ტიპის შპალერიდან ცხიმიანი ლაქების მოსაშორებლად

დასვრილი შპალერის პრობლემას თითქმის ყველა დიასახლისი შეუწუხებია. ძირითადად, ცხიმიანი კვალები ჩნდება ჩამრთველების, შტეფსელების ან კარის ჩარჩოს გვერდით. თუ ზედაპირი შემთხვევით დასვარეთ, ნუ ჩაიქნევთ ხელს, ხალხური საშუალებები ნებისმიერ პრობლემას გადაჭრის.

სხვადასხვა ტიპის შპალერის თავისებურება

1. ქაღალდის შპალერი

ქაღალდის შპალერის დასვრა საკმაოდ მარტივია, ლაქების მოშორებას კი განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება. ასეთი ზედაპირის დასველება ან გახეხვა არ შეიძლება – ნახატი გაფუჭდება ან ზედაპირი დაიხევა. ცხიმიანი ლაქების მოშორება მხოლოდ “მშრალი” მეთოდებით შეიძლება. მყარი ჯაგრისები და უხეში სახეხები რბილი ანალოგებით უნდა ჩაანაცვლოთ. საუკეთესო ვარიანტია აბსორბენტები – ისინი იწოვს ჭუჭყს და არ აფუჭებს შპალერს.

2. რეცხვადი შპალერი

ოპტიმალური არჩევანია სამზარეულოსთვის. ლაქების მოშორება მარტივია, რადგან ზედაპირის დასველება და საშუალო სიმყარის ჯაგრისის გამოყენება შესაძლებელია.

3. ვინილის შპალერი

ასეთი მასალიდან ჭუჭყი მარტივად ამოვა. ვინილი წყალგამძლეა. მისი გაწმენდა შეიძლება საპნის ხსნარითა და საყოფაცხოვრებო ქიმიით. აგრეთვე, დასაშვებია ლაქის გახეხვა მყარი ან კბილის ჯაგრისის გამოყენებით. მასალა მედგრად იტანს ჭუჭტს, ამიტომ ცხიმი უფრო ნელა შეიწოვება შპალერში.

4. ფლიზელინის შპალერი

ამ ნაკეთობას წყალგანმზიდი თვისებები აქვს, ამიტომ ლაქები მარტივად შორდება. ამისთვის გამოდგება როგორც ჩვეულებრივი საპნის ხსნარი, ისე აგრესიული საყოფაცხოვრებო ქიმია, ფხვნილები და აბსორბენტები. ჭუჭყის გახეხვა შეიძლება მყარი ჯაგრისით. ფლიზელინის შპალერის უზარმაზარი დადებითი მხარე ისაა, რომ ცხიმს საერთოდ არ იწოვს. იგი უბრალოდ ხმება ზედაპირზე და ვერ აღწევს მასალის სიღრმეში.

ერთადერთი ნიუანსი ისაა, რომ მწვავე შემადგენლობის გამოყენებისას უნდა გაითვალისწინოთ შპალერის ფერი და ნახატები, ზედაპირი რომ არ დააზიანოთ. ფერადი და ნახატებიანი ნაკეთობებისთვის, აირჩიეთ უფრო ფაქიზი მეთოდები.

5. შეღებილი შპალერი

მსგავსი შპალერის ვინილის ან ფლიზელინისგან მზადდება, ამიტომ, შეუღებავი მასალის ჩამორეცხვა შეიძლება. თუ ლაქა შეღებვის შემდეგ გაჩნდა, საქმე მოგემატებათ. პირველ რიგში, ლაქა ნებისმიერი ხელმისაწვდომი მეთოდით უნდა ამოიყვანოთ, თუნდაც ზედაპირის დაზიანებით. შემდეგ დაელოდეთ მასალის გაშრობას, წაუსვით კედელს ნიადაგი და ახალი საღებავი. დაამუშავეთ არამხოლოდ ლაქა, არამედ მთელი ზონა მის გარშემო, ლამაზი და თანაბარი ფერი რომ მიიღოთ.

ხალხური მეთოდები

თუ კედლები დაისვარა, ნუ იჩქარებთ ძლიერი ქიმიის გამოყენებას. პირველ რიგში, სცადეთ ხელთ არსებული საშუალებები, რომლებიც უფრო დელიკატურად აშორებს ჭუჭყს.

1. საშლელი

საშლელს შეუძლია იმ ჭუჭყის მოშორება, რომელმაც ვერ მოასწრო მასალაში ჩაჯდომა. საკანცელარიო ნივთი უმკლავდება თითების კვალს ჩამრთველის გვერდით, და უსაფრთხოა ქაღალდის შპალერისთვისაც კი. ნაზად გაწმინდეთ ჭუჭყი საშლელით, შემდეგ კი ჩამოფერთხეთ ნარჩენები.

2. პურის რბილობი

თეთრი პური შესანიშნავი მებრძოლია სულ ახლახან გაჩენილი ზეთოვანი ლაქების წინააღმდეგ. გააბრტყელეთ ლაქის ზომის პურის რბილობი და მიადეთ ჭუჭყს. პური შეიწოვს ცხიმოვან ნარჩენებს, ხოლო ლაქა გაღიავდება და შემცირდება.

3. სოდა

საკვები სოდის გარეშე, შპალერის გაწმენდასაც ვერ მოახერხებთ. შეურიეთ 50 გ ფხვნილი წყალს, ნახევრადთხევადი მასის მიღებამდე. ჩაალბეთ ხსნარში რბილი ღრუბელი და წაუსვით ცხიმიან ადგილს. გააჩერეთ საშუალება 30 წუთით, შემდეგ ჩამოწმინდეთ ნარჩენები სველი ქსოვილით. ხრიკი გამოდგება ღია წყალგამძლე მასალებზე. რამდენადაც სოდას მათეთრებელი ეფექტი აქვს, იგი მუქ კედლებს გააფუჭებს.

4. ძმარი

ვინილისა და ფლიზელინის შპალერისთვის, შესანიშნავი საშუალებაა, დაუშვებელია ქაღალდის ნაკეთობაზე. ძმარი კარგი ცხიმმხსნელია, გააზავეთ მასში კალიუმის პერმარგანატი. 1 ს.კ. პროდუქტისთვის საკმარისია მარგანცოვკის რამდენიმე კენჭი. მოურიეთ, ჩაალბეთ მასაში ბამბის დისკი და დაამუშავეთ ხსნარით ცხიმიანი ლაქა. დამუშავების შემდეგ, გაწმინდეთ შპალერი სუფთა ღრუბლით, ძმრის არომატის მოსაშორებლად.

5. უთო და ტუალეტის ქაღალდი

ნაზი მეთოდი, რომლის გამოყენებაც არ დააზიანებს შპალერს და ლაქასაც ამოიყვანს. მოხიეთ ტუალეტის ქაღალდი და მიადეთ ჭუჭყიან ადგილს. გაახურეთ უთო საშუალო ტემპერატურამდე, მიაჭირეთ ტუალეტის ქაღალდს მოწყობილობა და დააუთოეთ რამდენჯერმე.

ქაღალდზე ცხიმის ლაქები გაჩნდება. ჩაანაცვლეთ ახალი ქაღალდით და აუთოეთ მანამ, სანამ ლაქა არ გაქრება. რაც უფრო ახალია ჭუჭყი, მით უფრო მარტივად მოშორდება იგი. ძველი ლაქა საგრძნობლად გაღიავდება, თუმცა, შეიძლება დარჩეს კიდევაც.

6. ცარცი

ცარცი ბუნებრივი აბსორბენტია, რომელიც კარგად იწოვს ცხიმს. ზედგამოჭრილია ქაღალდის ან რეცხვადი შპალერის გასაწმენდად. პირველ რიგში, დააქუცმაცეთ ცარცის პატარა ნაჭერი და წაუსვით ფხვნილი დაბინძურებულ მონაკვეთს. ზემოდან დააწებეთ ხელსახოცები ან ქაღალდები, კირი რომ არ ჩამოიყაროს. 2-3 საათში გაწმინდეთ ნარჩენები რბილი ჯაგრისით.

თუ ჭუჭყი არ გაქრა, სცადეთ სხვა ვარიანტი. დაამზადეთ ქაღალდის ხელსახოცისგან კონვერტი და ჩაყარეთ მასში ცარცის ფხვნილი. მიადეთ ეს რაღაც კედელს და მიაუთოეთ. მაღალი ტემპერატურის გამო, ცარცი აქტიურად შეიწოვს ცხიმს.

7. სუფთა ბენზინი

ნავთობპროდუქტს ძველი ლაქების მოშორებაც შეუძლია. ეს მეთოდი უხდება შეღებილ, ფლიზელინისა და ვინილის ნაკეთობას. ქაღალდის საფარი უიმედოდ გაფუჭდება და შეიწოვს სპეციფიკურ არომატს.

ამოავლეთ ბენზინში რბილი ღრუბელი ან ჩვარი. შეამოწმეთ საშუალება შპალერის მცირე, არათვალსაჩინო ადგილას. თუ არაფერი მოხდა, კარგად გაწმინდეთ ლაქა. მცირე ძალისხმევით გახეხეთ ჭუჭყი. გააჩერეთ საშუალება 7-10 წუთით. შემდეგ რამდენჯერმე ჩამორეცხეთ მონაკვეთი საპნის ხსნარით, ცხიმისა და ბენზინის ნარჩენების მოსაშორებლად.

8. სახამებელი

ლაქებს კარტოფილის ან სახამებელიც ამოიყვანს. სახამებელი ნაზად აშორებს ჭუჭყს, ამიტომ იგი დელიკატური მასალებისთვისაც გამოდგება. გააზავეთ პროდუქტი თბილ წყალთან, ფაფისებრი მასა რომ მიიღოთ. წაუსვით მასა ჭუჭყიან ადგილს 7 წუთით. მოაშორეთ შემშრალი ფხვნილი რბილი ღრუბლით და რამდენჯერმე გაწმინდეთ კედელი.

თუ ჭუჭყიანი ლაქები თქვენს კედლებზე თვეების კი არა, წლების მანძილზე ინახებოდა, ხალხური საშუალებები, შესაძლოა, არ იყოს საკმარისი. ამ შემთხვევაში, საქმეში უნდა ჩართოთ მძიმე არტილერია – საყოფაცხოვრებო ქიმია, მათ შორის, ჭურჭლის სარეცხი საშუალება, სარეცხი ფხვნილი, “დომესტოსი” ან “სიფი”. თუმცა, ასეთი ვარიანტები მხოლოდ ვინილისა და ფლიზელინის ნაკეთობებისთვის გამოდგება.