9 ჩვეულებრივი ნივთის უჩვეულო ფუნქცია, რომელზეც არაფერი იცოდით

ჩვენ ყოველდღიურად უამრავ ნივთს ვიყენებთ. თუმცა, რამდენად ხშირად დაფიქრებულხართ იმაზე, თუ რა საჭიროა ხვრელი ბოქლომის საკეტთან, პატარა ჯიბე ჯინსებზე ან ნაჭრის უმიზნო ნაკერი პალტოზე? მწარმოებელს ხომ ეს ელემენტები ტყუილად არ დაუმატებია. აქამდე უკვე მოგიყევით 10 სხვა ნივთზე, რომელთა დანიშნულებაც თქვენთვის უცნობი იყო. დღეს გაგაცნობთ კიდევ 9 ასეთ ნივთს, რომლებსაც უცნობი და სასარგებლო ფუნქცია აქვს, თქვენ კი ამაზე არაფერი იცოდით.

1. ასო-ბგერათა განლაგება კლავიატურაზე

დაფიქრებულხართ იმაზე, თუ რატომაა კლავიატურაზე ასოები განლაგებული ასე და არა სხვანაირად? მოდით, ისტორიაში მცირე ექსკურსია მოვაწყოთ. კლავიატურის წინაპარი საბეჭდი მანქანა გახლდათ, რომელზეც კლავიშები ანბნის მიხედვით იყო განლაგებული. მემანქანეები ისე კარგად უმკლავდებოდნენ სამუშაობს, რომ ტექსტს ზედმეტად სწრაფად ბეჭდავდნენ. ამის გამო, კლავიშები მუდმივად ცვივდებოდა და მანქანის შეკეთება ხდებოდა საჭირო. მაშინ, მწარმოებლებმა გადაწყვიტეს ასო-ბგერათა შემთხვევითი განლაგება, რათა თანამშრომლების მუშაობა განზრახ შეენელებინათ. ასე ისინი უფრო ნელა ბეჭდავდნენ, თუმცა მანქანა ნაკლებად ფუჭდებოდა.

კიდევ ერთი საინტერესო მომენტი – “F” და “j” ასოებზე პატარა ამობურცული ზოლები. ისინი გვეხმარება, კლავიატურაზე ცქერის გარეშე ამოვიცნოთ თითების მდებარეობა და მონიტორზე თვალის მოუცილებლად ვბეჭდოთ.

2. ქსოვილის სინჯი

ტანსაცმლის შეძენის დროს, ალბათ, ხშირად შეგხვედრიათ პატარა პაკეტი ერთი ფოლაქითა და ქსოვილის სინჯით. რა თქმა უნდა, ამ ღილით შეიძლება ტანსაცმლიდან ჩამოვარდნილის ჩანაცვლება, ან ქსოვილის ნაჭრის გამოყენება ხვრელის ამოსაკერავად. თუმცა, სინჯის ძირითადი მიზანია მასზე სხვადასხვა სარეცხი საშუალების გამოყენება, სანამ მათ უშუალოდ ტანსაცმელზე გამოიყენებდეთ.

3. უჯრა ღუმელის ქვედა ნაწილში

გახსოვთ ეს უჯრა? ჩვეულებრივ, იქ ინახავდით ისეთ ნივთებს, რომლებსაც ადგილი ვერ მიუჩინეთ. თუმცა, უჯრის დანიშნულება ამაში არ მდგომარეობს. მუშაობის დროს, ეს უჯრაც ცხელდება. მწარმოებლებს სურდათ, რომ მომზადების შემდეგ, კერძი ამ უჯრაში შეგვენახა. იქ საკვები თბილად შეინახებოდა და მშვიდად დაელოდებოდა სუფრაზე გატანას. ახლა გაიხსენეთ, თქვენი რამდენი ნაცნობი აკეთებს ასე.

4. კბილის პასტის სამი ფერი

70-იან წლებში, ადამიანებმა დაიწყეს პირის ღრუზე აქტიური ზრუნვა. კბილის პასტის კარგი სურნელი საკმარისი არ იყო. Aquafresh-ის მწარმოებელმა მოიფიქრა და პასტას დაამატა ლურჯი ზოლი იმის მისანიშნებლად, რომ კბილის პასტას კბილების გათეთრებაც შეეძლო. მყიდველებს ახლა ღრძილების მოვლაც მოუნდათ. საპასუხოდ, ამ ბრენდმა პროდუქტს მესამე, წითელი ზოლი დაუმატა იმის საჩვენებლად, რომ ახლა პასტას სამმაგი მოქმედება აქვს: წმენდს, აახლებს სუნთქვას და ათეთრებს. თუმცაღა, სხვა მწარმოებლების სრულიად თეთრი პროდუქტიც იმავე ფუნქციებს ასრულებდა. ასეთი ხრიკი წარმატებულ მარკეტინგულ სვლად იქცა და ზოლები დღემდე გამოიყენება კბილის პასტის წარმოებაში.

5. პატარა ჭრილი საზომი გრაგნილის ბოლოს

გრაგნილების უმეტესობას მეტალის დაბოლოება აქვს, ბოლოში მცირე ჭრილით. თუ ხელები დაკავებული გაქვთ, ჩამოკიდეთ ჭრილი ლურსმანზე და გაზომეთ საჭირო მანძილი. აგრეთვე, იმასაც შენიშნავდით, რომ დაბოლოებას ერთ მხარეს ხერხისებრი პირი აქვს, ეს იმიტომ, რომ კვალი ფანქრის გამოყენების გარეშეც დატოვოთ.

6. ძალიან პატარა ჯიბე და რკინის ღილები ჯინსებზე

თუ ჯინსებს იცვამთ, დიდი ალბათობით, მათ აქვს ძალიან პატარა ჯიბე ჩვეულებრივ ჯიბეებს ზემოთ. ამ ჯიბეში დიდი თითიც კი ვერ ეტებვა ხოლმე. თავიდან, იგი საკიდი საათების შესანახავად გამოიყენებოდა. ლივაი სტრაუსმა, ჯინსების ერთ-ერთმა პირველმა მწარმოებელმა შენიშნა, რომ მრავალი წლის მანძილზე, ჯიბე მონეტების, ასანთებისა თუ ბილეთების შესანახავად გამოიყენებოდა.

საინტერესოა მეტალის დეტალებიც, რომლებიც დეკორაციად ითვლება. რეალურად, ესენი უჩინარუ გმირები არიან, რომელთა წყალობით, ჯინსები უფრო დიდხანს ძლებს. დეტალები ყველაზე მოწყვლად ადგილებზე მაგრდება და ქსოვილს მოძრაობისა და დაჭიმულობის დროს იჭერს.

7. ქსოვილის ნაკერი პალტოზე

ახლა ასეთი ნახევარქამარი ქურთუკებსა და პალტოებზე დეკორად შემორჩა. თუმცა, თავიდან იგი სამხედრო ფორმის შემოჭერის დასარეგულირებლად გამოიყენებოდა. ნაკეთობა მოსახერხებლად რომ შემოეჭირათ წელზე, ამ ქსოვილს ამაგრებდნენ, ხოლო, როცა ამ ტანსაცმლის საბნად გამოყენება იყო საჭირო ან ცხენზე აპირებდნენ შემოჯდომას, იხსნიდნენ. აგრეთვე, ნახევარქამარში შეიძლებოდა გრძელი პალტოს დაბოლოებების ჩატანება, სიარულისას ჯარისკაცებისთვის ხელი რომ არ შეეშალა.

8. ველიანი რვეული

ეს აკრძალული ველები, სკოლაში გადასვლა რომ არ შეიძლებოდა. გასაკვირია, თუმცა ისინი მხოლოდ ამისთვის ან მასწავლებლის ნიშნების დასატოვებლად არაა. რეალურად, ველები უფრო მნიშვნელოვანია: ადრე, სახლებში ხშირად ბინადრობდნენ ვირთხები და ღრღნიდნენ ყველაფერს, რაც გზად შეხვდებოდათ, გაზეთებისა და პირადი ჩანაწერების ჩათვლით. მაშინ, მწარმოებლებმა დაიწყეთ ფურცლის ბოლოებზე მცირე სივრცის დატოვება და ხაზის გავლება. ასეტი ნოუ-ჰაუ ნამუშევრებს მღრღნელებისგან იცავდა. მღრღნელები, პირველ რიგში, ანადგურებდნენ შეუვსებელ ადგილებს, ამიტომ იზრდებოდა იმის შანსი, რომ ძირითადი ნაწერი გადარჩებოდა. ველები ტექსტს იცავდა იმ შემთხვევაშიც, თუ რვეულის ბოლოები გაცვთებოდა.

9. ხვრელი ბოქლომზე

პატარა ხვრელების გავლით, ბოქლომიდან გადის წყალი, რომელიც წვიმის დროს მასში გროვდება, რაც ნაკეთობას იცავს დაჭუჭყიანებისა და დაჟანგვისგან. აგრეთვე, ხვრელის გავლით შეიძლება ზეთის ჩასხმაც, საკეტის გასაპოხავად.

რომელი ნივთის შესახებ იცოდით? გახსენდებათ ისეთი ნივთი, რომლის გარკვეული დეტალის დანიშნულებას დღემდე ვერ იგებთ? მოგვიყევით კომენტარებში – ჩვენ აუცილებლად გაგცემთ პასუხს.