როგორ გავათეთროთ გაშავებული ხე

გარესამყაროს, პირველ რიგში კი ჰაერის გავლენით, დაუცველი ხე კარგავს თავის პირველად თვისებებს და იცვლის იერსაც. გარკვეული დროის შემდეგ, ხის ნაკეთობები შეიძლება გაშავდეს, გაყვითლდეს, დაიფაროს ლაქებით. ბევრ ადამიანს, მსგავსი პრობლემის შემთხვევაში, უჩნდება სავსებით მოსალოდნელი სურვილი სიტუაციის გამოსწორებისა. როგორ მოვახერხოთ ეს სწრაფად, მარტივად და დიდი ხარჯის გარეშე?

არსებობს ხისთვის საწყისი იერის დაბრუნების ორი ძირითადი გზა: ქიმიური და მექანიკური მეთოდი. ორივეს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, აგრეთვე, მოითხოვს სხვადასხვა რაოდენობის ხარჯს მომზადებისა და რეალიზებისთვის, სხვადასხვა რაოდენობით გვართმევს დროსა და ძალისხმევას, ამიტომ, საბოლოო ჯამში, არჩევანი მხოლოდ თქვენზეა. გაცილებით მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ხის რესტავრაციის შემდეგ, კარგი იქნება რაღაც ზომების მიღება გარეგანი გამღიზიანებლებისგან დასაცავად.

მექანიკური მეთოდი

ხის აღდგენის მექანიკური მეთოდი ყველაზე მარტივი, თვალსაჩინო და ხელმისაწვდომია. თუმცა, ეს ყველაზე ეფექტური საშუალება არაა. უბრალოდ შეარჩიეთ შესაფერისი აბრაზივი და, მისი გამოყენებით, მოხსენით ხეს რამდენიმე ფენა. ამ მეთოდის გამოყენება კარგია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საუბარია მცირე მონაკვეთის, მაგალითად, ლურსმნების გარშემო ადგილის გაწმენდაზე. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ასეთი მეთოდი კარგად მოქმედებს აღდგენის მეორე ხერხთან ერთად.

ქიმიური მეთოდი

უნდა აღინიშნოს, რომ ფერდაკარგული ხის ქიმიური დამუშავება მხოლოდ წინასწარი მომზადების შემდეგ შეიძლება. ნებისმიერ შემთხვევაში, ბაზარზე სოკოს მოსაშორებელი საშუალების შეძენაც მოგიხდებათ. დღეისათვის, არსებობს მისი მრავალფეროვანი არჩევანი, თუმცა ყველაფერი მაინც აგრესიულ ქლორიან ან უქლორო პრეპარატებად იყოფა. თითოეული შემადგენლობა სხვადასხვანაირად გამოიყენება. ზოგიერთი მათგანი იყიდება მზა სახით, სხვები უნდა გააზავოთ. გამოყენებამდე, აუცილებლად გაეცანით ინსტრუქციას.

“ბაბუის” მეთოდები

ხიდან სოკოს მოშორება შეიძლება ხელთ არსებული საშუალებებითაც. მათ შორისაა ნიშადურის სპირტი, წყალბადის ზეჟანგი, მჟაუნმჟავას ხსნარი, ლიმონის და ძმარმჟავას ხსნარი, კირის რძე. თავისთავად, ჩამოთვლილი საშუალებები არ გამოირჩევა მაღალი ეფექტურობით და მხოლოდ უმნიშვნელო მონაკვეთების დასამუშავებლად გამოდგება.