იდეალურად გაწმენდილ სააბაზანოზე უკეთესი მხოლოდ მცირე ბიუჯეტით და მინიმალური მონდომებით იდეალურად გაწმენდილი სააბაზანოა. სწორედ ამიტომ წარმოგიდგენთ ყველაზე ეფექტურ 30 წამიან რეცეპტს თქვენი სააბაზანოს გასაპრიალებლად:

წყალბადის ზეჟანგი ჯადოსნური ანტიბაქტერიული საშუალებაა

წყალბადის ზეჟანგით ჭრილობების და ნაკაწრების მკურნალობა ცნობილ მეთოდს წარმოადგენს, თუმცა მისი საშუალებით სახლის მოვლაც ეფექტურათ შეგიძლიათ. მისი ანტიბაქტერიული თვისებების წყალობით იგი იდეალურად ებრძვის ბაქტერიებს, ჭრაქს და ცუდ სუნს. იგი გამოიყენება ჭურჭელის, ხალიჩების და ფილების გასაწმენდად.

ამიაკი შლის ცხიმისა და ზეთის ლაქებს

სახლის ამიაკი ძლიერი საწმენდი საშუალებაა, რადგან იგი აშორებს ცხიმის და ზეთის ლაქებს უჯრედების ცილების დაშლის დახმარებით. სწორედ ამიტომ შეიცავს ამ საშუალებას ფანჯრების, აბაზანის და იატაკის საწმენდი პროდუქტების უმრავლესობა. თუმცა, იგი მომწამლავი თვისებებითაც გამოირჩევა და ამიტომ უნდა მოარიდოთ ამიაკი კანთან და თვალებთან კონტაქტს, ასევე თავი უნდა დაიცვათ მისი შესუნთქვისგანაც.

ინგრედიენტები:

100 მლ. ამიაკი (10%)
100 მლ. წყალბადის ზეჟანგი (3%)

მეთოდი

  • გარეცხეთ და გაამშრალეთ პლასტმასის ბოთლი;
  • გაიკეთეთ რეზინის ხელთათმანები, დამცავი ნიღაბი და სათვალეები;
  • ჩაასხით ამიაკი ბოთლში;
  • ჩაამატეთ წყალბადის ზეჟანგი;
  • შეანჯღრიეთ ბოთლი ფრთხილად;
  • დაასხით ნაზავი დაჟანგებულ ზედაპირზე და დატოვეთ 10-15 წუთით;
  • ჩამორეცხეთ ზედაპირი კარგად, წყლის საშუალებით.

ამიაკი შეიძლება მომწამვლელი იყოს, რის გამოც სახლში მისი გამოყენებისას უნდა გააყოთ ყველა ფანჯარა, გაიკეთოთ ნიღაბი და რეზინის ხელთათმანებით, სწრაფად წაუსვათ ნივთიერება ზედაპირს და დატოვოთ ოთახი. ასევე არ უნდა შეუშვათ ამ დროს ოჯახის წევრები და ცხოველები სააბაზანოში. ნაზავის ჩამოწმენდის შემდეგ კარგად გაანიავეთ სახლი.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი