6 სწორი და 6 არასწორი ხრიკი, რომელიც ჩვენმა ბებიებმა გვასწავლეს

ჩვენს დედებს და ბებიებს ბევრი თანამედროვე საშუალება არ ჰქონდათ, ამიტომაც ზოგიერთი მათ მიერ შემუშავებული ხრიკი დაძველდა. ჩვენ გეტყვით რა უნდა გაითვალისწინოთ და რა უნდა დაივიწყოთ.

სასარგებლო ხრიკები

1. წყლის ძმრით ადუღება, ქაფის მოსაშორებლად

მარტივი და ბიუჯეტური ხერხი ჩაიდანზე ნადების მოსაშორებლად. ეს სასარგებლოა თანამედროვე ჩაიდნების შემთხვევაშიც. ჩაასხით მათში 1 ლ. წყალი და დაუმატეთ 2-3 ს.კ. ძმარი. აადუღეთ სითხე და შემდეგ გამოავლეთ.

2. ხელის კანის გამუქებული ნაწილის გაწმენდა ლიმონით ან ძმრით

კარტოფილის, ჭარხლის ან კენკრის გაწმენდის შემდეგ ხელზე კანი მუქდება. ჩვეულებრივი საპონი მას ვერ უმკლავდება. დაისველეთ ხელები ლიმონის ნაჭრით ან ჩაყავით წყლისა და ძმრის ხსნარში. ეფექტურია ამ მანიპულაციის გაკეთება ხილთან შეხებამდეც, ასე ნაკლებად შეგეღებებათ.

3. ბრინჯი გადამლაშებულ წვნიანს შველის

ზედმეტი მარილი არც ისე კატასტროფაა, როგორც ჩანს. აიღეთ მუჭა ბრინჯი და მოათავსეთ ტილოს ტომარაში. ჩადგით წვნიანში და დატოვეთ 15 წთ. თუ ქვაბში ჩაუშვებთ, ერთდროულად ორ კერძს მოამზადებთ: პირველს და მოხარშულ გარნირს.

4. ხახვმა რომ არ აგატიროთ, დანის ცივი წყლით დასველება

გარეცხეთ დანა წინასწარ, სანამ ხახვის დაჭრას დაიწყებთ. პროცესში ისევ დაასველეთ, რათა ხახვის აგრესიულობა განეიტრალდეს.

5. ასპირინის დამატება თაიგულის სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის

დაუმატეთ 2-3 აბი ასპირინი 1 ლ. წყალს, რათა ვარდებმა უფრო დდიხანს გაგახარონ.

6. ცილის სწრაფად ათქვეფაში ლიმნის წვენი ან მარილი დაგეხმარებათ

გამოიყენეთ ახალი კვერცხი. გატეხეთ და დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ლიმნის წვენი ან მარილი.

უსარგებლო ხრიკები

1. მარილი შეაჩერებს კვერცხის ცილის გამოშრობას

არსებობს აზრი, რომ, თუ მოხარშვის დროს დროულად მოვაყრით მარილს, კვერცხი არ ამოშრება. სინამდვილეში ის ვერ დაგვეხმარება. თუ დაზიანებები თავიდანვე არ ჩანს, პროცესში არ გამოჩნდებიან.

2. სამოსზე არსებულ ცხიმიან ლაქაზე მარილის მოყრა

მარილი ბევრ დაბინძურებას ხსნის, მაგრამ ცხიმიან და ზეთიან ლაქებს ვერა. პირიქით, შესაძლოა საქმე გაართულოს. უმჯობესია გამოიყენოთ კბილის ფხვნილი. მოაყარეთ, გადაუსვით უთო და დატოვეთ გარკვეული დროით.

3. ქვაბის ცივ წყალში გარეცხვა, რძე რომ არ მიიკროს

ადუღების დროს რძე შეიძლება დაიწვას, მაგრამ წინასწარ დაასველებთ თუ არა ქვაბს ცივი წყლით, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ეს დამოკიდებულია ქვაბის სიღრმეზე და მასალაზე.

4. ტყავის ფეხსაცმელების გაპრიალება ლიმონით

თუ ფეხსაცმელებს ლიმონის ნაჭერს გადაუსმევთ, სასწაული არ მოხდება. ერთადერთი შედეგი ციტრუსის ნარჩენი იქნება მის ზედაპირზე. ახლა ბევრი სპეციალური საშუალება არსებობს, რომლებიც სასურველ ბზინვარებას დააბრუნებენ.

5. მარილხსნარით მიმწვარი ქვაბის რეცხვა

ასეთი ხერხი მუშაობს, მაგრამ ბევრი დრო მიაქვს. ჯერ უნდა აადუღოთ ქვაბი წყლით და მარილით და დატოვოთ რამდენიმე საათით. თუ შედეგი არ დადგა, პროცედურა ისევ უნდა გამეორდეს. არსებობს უფრო ეფექტური მეთოდი. ჩაასხით ჭურჭელში წყალი და დაუმატეთ გამწმენდი საშუალება 1 ს.კ. 1 ლ. სითხეზე. დადგით ცეცხლზე და აადუღეთ 10 წუთით. შემდეგ ჩვეულებრივ გარეცხეთ.

6. ამომშრალი ლაქის აცეტონით გაზავება

ეს პოპულარული ხერხი ფრჩხილის ლაქს აფუჭებს. ფრჩხილზეც არ ისმევა ლამაზად.

თქვენ რომელი ხრიკი გიცდიათ? რა შედეგი მიიღეთ? გაგვიზიარეთ გამოცდილება.