როგორ მოვაწყოთ პატარა ოთახი: 10 რჩევა

სახლში პატარა ოთახის ქონა ტრაგედიას არ წარმოადგენს, რადგან თქვენ მინიმალური სივრცის მოწყობაც კი იდეალურად შეგიძლიათ სწორი ხრიკების გამოყენებით. ამისათვის უნდა გაითვალისწინოთ ინტერიერის დიზაინერების მიერ მოცემული ეს უნიკალური რჩევები:

1. შეღებეთ კედლები თეთრად

თეთრი და მსუბუქი ფერის კედლები ოთახს უფრო ტევადს აჩენს, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ოთახში ბუნებრივი შუქი შემოდის.

2. დაამატეთ თაროები

თაროებზე და კუთხის ავეჯზე შეგიძლიათ დაალაგოთ მცენარეები, წიგნები და სხვა აქსესუარები მცირე სივრცისთვის სიმყუდროვის შესამატებლად.

3. აირჩიეთ L ფორმის დივანი

დივანი ოთახში დიდ ადგილს იკავებს, რის გამოც L ფორმის მქონე ავეჯი პატარა ოთახს ყველაზე მარტივად მოერგება. ასევე უსახელურებო დივანი ოთახში უფრო მეტ სივრცეს დაგიტოვებთ.

4. ჩამოკიდეთ კედელზე დიდი სარკე

დიდი სარკე ოთახს უფრო ნათელს გამოაჩენს და ასევე უფრო დიდი სივრცის არსებობის ილუზიასაც შექმნის.

5. დაყავით ოთახები ავეჯით

როდესაც ოთახებს შორის კედელი არაა, მაშინ მათი ავეჯით, ბარით ან თაროებით გაყოფა პირადი სივრცის დაცვაში და მაქსიმალური სივრცის ათვისებაში ეფექტურად დაგეხმარებათ.

6. აარჩიეთ ნეიტრალური ფერის დეკორაციები

ნეიტრალური ფერის დეკორაციები გარემოს უფრო ფართოს აჩენს. ამიტომ სჯობს მაგალითად თეთრი ან ნაცრისფერი ფარდის ჩამოკიდება ოთახში.

7. ჩამოკიდეთ ტელევიზორი კედელზე

ოთახში კარადის დადგმა ტელევიზორის დასადგავად ზედმეტად დიდ ფართობს მოითხოვს. თანაც, კედელზე ჩამოკიდებული ტელევიზორი უფრო ოპტიმალურ საყურებელ დისტანციას გთავაზობთ და კისრის დაჭიმვისგან გიცავთ.

8. გამოიყენეთ ჭერი და დივანის მაღლა არსებული სივრცე გონივრულად

ჭერზე შეგიძლიათ ჩამოკიდოთ ყვავილები, დეკორატიული ლამფები და მსგავსი ორნამენტები მყუდრო გარემოს შესაქმნელად. ასევე დივანის მაღლა არსებული სივრცე ყოველთვის შეგიძლიათ აქციოთ სურათების და მსგავსი ობიექტების განსათავსებელ კუთხედ.

9. გამოიყენეთ სპეციალური ფორმის თაროები

შესაძლებლობის ქონის შემთხვევაში რეკომენდირებულია დაამზადოთ თქვენი კედლის ზომების და ოთახის სივრცის იდეალურად გამოყენებისთვის შესაფერისი ზომისა და ფორმის თაროები.

10. არ დაგავიწყდეთ ფანჯრის სივრცე

დიდი ფანჯარა დამატებით ავეჯად შეგიძლიათ გამოიყენოთ მის რაფაზე ბალიშების განთავსებით. ასევე მსგავსი სივრცე მაგიდათ შეგიძლიათ აქციოთ ან უფრო კრეატიული დანიშნულებით გამოიყენოთ.