ყველამ იცის, რომ სარეცხის მანქანაში ტანსაცმლის დატოვება ცუდი იდეაა, თუმცა სახლს ადამიანები სხვა უამრავი ცნობილი ჩვევის გამოც აზიანებენ. სწორედ ამიტომაა აუცილებელი იცოდეთ იმ პროცესების შესახებ, რომლებიც თქვენ საკუთარ სახლს აზიანებს:

1. იატაკის დახვეტა

დახვეტისას მხოლოდ მტვრის მეათედს იღებთ, რადგან მისი უმრავლესობა ჰაერში იფანტება და ავეჯის ზედაპირზე ხვდება. სწორედ ამიტომ, სჯობს იატაკი მტვერსასრუტით მოწმინდოთ.

2. ხის მაგივრად პლასტმასის საჭრელი დაფის გამოყენება

სინთეტიკური მასალისგან დამზადებული დაფა იდეალურ ზედაპირს წარმოადგენს ბაქტერიების გასამრავლებლად და თანაც ისინი დეზინფექციის შედეგად პლასტმასის დაფას მთლიანად არ შორდება.

3. საჭრელი დაფის გარეცხვა ჭურჭლის სარეცხი სითხით

დაფის მცირე ნაკაწრებში ჩარჩენილი თვალისთვის უხილავი საჭმლის ნარჩენები საპონს იწოვს, შემდეგ კი მათი დახმარებით სარეცხი საშუალება მასზე დაჭრილ ახალ საჭმელს ერევა. სწორედ ამიტომ სჯობს საჭრელი დაფის დეზინფექცია მოახდინოთ წყალბადის ზეჟანგით.

4. ყავის მარცვლების ან მაკარონის ნახარშის გადაღვრა ნიჟარაში

ყავის მარცვლეი მილებში მარტივად იჭედება, რადგან ისინი ცხიმის ნაწილაკებს მარტივად ეკრობიან. იგივე შეეხება მაკარონის მოხარშვის შემდეგ დარჩენილ წყალსაც, რადგან პირსაბანში მისი ჩასხმისას ასეთი წყალი მილის შიდა კედლებს ეკრობა და ძალიან ნელა იშლება, რაც მილების გაჭედვის რისკს ზრდის.

5. ლოგინის ალაგება გაღვიძებისთანავე

მტვერის ტკიპებისთვის, რომლებიც ადამიანის კანის მკვდარი უჯრედებით იკვებებიან, ნესტი და სითბო იდეალური გარემოა გასამრავლებლად. სწორედ ამიტომ არ უნდა დაალაგოთ ლოგინი ადგომისთანავე. მიეცით მას განიავების საშუალება და მხოლოდ ამის შემდეგ გადააფარეთ მას საბანი.

6. ფარდების გადაწევა

თუკი გსურთ რომ თქვენი იატაკი და ავეჯი დიდი ხნის განმავლობაში გამოიყურებოდეს ახალივით, მაშინ სახლის მზიან მხარეს ფარდები დიდი ხნით არ უნდა დატოვოთ გადაწეულ მდგომარეობაში.

7. პირსახოცების აბაზანაში ჩამოკიდება

ნესტიან და ცხელ გარემოში პირსახოცების დატოვება მათ ზედაპირზე ბაქტერიების მარტივად გამრავლებას უწყობს ხელს, რის გამოც ისინი გასაშრობად აბაზანაში არ უნდა ჩამოკიდოთ.

8. უნიტაზის საწმენდის ჩადება მის ყუთში

უნიტაზის საწმენდის გამოყენების შემდეგ მთელი მიკრობები სწორედ საწმენდის ზედაპირზე ხვდება, რის გამოც მას ჯერ გაშრობა უნდა დააცადოთ და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოათავსოთ იგი თავის ყუთში.

9. ჩაის გამოყენებული ფოთლების უნიტაზში ჩაყრა

უნიტაზში ჩაის ფოთლების რეგულარული ჩაყრის შედეგად მისი თეთრი ზედაპირი ყავისფერ ფერს მიიღებს და ამის შემდეგ უნიტაზის ორიგინალი სითეთრის დაბრუნება ძალიან ძნელი იქნება.

10. საწმენდი სპრეის დასხმა ავეჯზე

საწმენდი საშუალებების პირდაპირ ავეჯის ზედაპირზე დასხმა მასზე თვალისთვის შეუმჩნეველ სქელ ფენას წარმოქმნის, რომლის გამოც ავეჯის ზედაპირს მტვრის ნაწილაკები უფრო მეტად ეწებება. ამიტომ საწმენდი სითხე ჯერ ნაჭერზე უნდა დაასხათ და მისი დახმარებით უნდა გაწმინდოთ ავეჯი.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი