11 მარტივი მაგრამ ეფექტური ხრიკი სახლის გასაწკრიალებლად

სახლის დალაგება ბევრისთვის ყველაზე მოსაწყენ და რუტინულ საქმიანობას წარმოადგენს. თუმცა, საბედნიეროდ არსებობს ისეთი მარტივი და ჭკვიანური ხრიკები, რომლებიც ამ პროცესს ბევრად უფრო დააჩქარებს და ადვილს გახდის:

როგორ გავწმინდოთ სააბაზანოს ყველაზე ჭუჭყიანი წერტილები

შხაპის ფარდას ჭუჭყს, ობს და ყვითელ ლაქებს მარტივად მოაშორებთ, თუ მას გაწმინდავთ წყალბადის ზეჟანგის და წყლის თანაბარი ნაზავით.

კბილის ჯაგრისის გასასუფთავებლად ჩაალბეთ იგი ძმარში ერთი საათით და შემდეგ კარგად გარეცხეთ ონკანის წყლით.

აბაზანაში რეგულარულად გამოყენებადი ღრუბლები ჩააწყვეთ ცხელი წყლის და ძმრის თანაბარ ნაზავში ერთი საათით. შემდეგ გარეცხეთ ისინი სუფთა წყლით და გააშეთ.

როგორ გავათეთროთ აბაზანა თოვლივით

წყალბადის ზეჟანგი დაგეხმარებათ კირის, კალციუმის ლაქების და ყვითელი ლაქების მოცილებაში. ჩაასხით იგი სპრეის ბოთლში, დაასხით აბაზანის ზედაპირზე და დატოვეთ ნახევარი საათის განმაავლობაში, შემდეგ კი თბილი წყლით გადარეცხეთ აბაზანა.

აბაზანის ზედაპირის მარტივად გასუფავება მასზე სოდის მოყრის საშუალებითაა საჭირო. დაყრის შემდეგ დააცადეთ რამდენიმე წუთი და დაასხით სოდას ზევიდან ძმარი. შემდეგ გახეხეთ აბაზანა ჯაგრისით და გადარეცხეთ თბილი წყლით.

აურიეთ ლიმონმჟავის ერთი პაკეტი ერთ ჭიქა წყალში და მიღებულ ნაზავში ჩააწეთ ჯაგრისი. გაწმინდეთ მისი დახმარებით აბაზანა და მოიცადეთ 20 წუთი, შემდეგ კი გადარეცხეთ ზედაპირი თბილი წყლით.

როგორ მოვაცილოთ ნადები უნიტაზს

გამოიყენეთ მდოგვის ფხვნილისა და თანაბარი ნაწილების ნარევი, ლიმონმჟავა და სიმინდის სახამებელი, რომ ტუალეტის თასი ახალი გამოჩნდეს.

აურიეთ მდოგვის ფხვნილი და ლიმონმჟავა თანაბარი რაოდენობით სახამებელთან და მიღებული ნაზავით გააპრიალეთ უნიტაზი.

როგორ გავწმინდოთ ფილებს შორის არსებული ზოლები

მსგავს წერტილებში ობის, შავი ლაქების და ნადების გასაქრობად შეგიძლიათ პარაფინის სანთელი გამოიყენოთ. წაუსვით ზოლებს სანთელი რამდენჯერმე. ამით ზოლებს გაჭუჭყიანებისგანაც დაიცავთ.

ჩაყარეთ ჯამში საცხობი სოდა და მასში ჩაწობილი დასველებული კბილის ჯაგრისით გაწმენდეთ ჭუჭყიანი ზოლები. ამის შემდეგ ფილები უნდა ჩამორეცხოთ თბილი წყლით.

აურიეთ ერთმანეთში თბილი წყალი და წყალბადის ზეჟანგი 2:1 შეფარდებით. მიღებულ ნაზავში ამოვლებული ღრუბელით ან ჯაგრისით გაწმინდეთ ფილებს შორის არსებული ჭუჭყი.

როგორ გავაპრიალოთ ფილები

ძმრით ყველაზე ჭუჭყიან კედლებსაც კი გაწმინდავთ. მიასხით სპრეის ბოთლით ძმარი ფილებს, დატოვეთ 10 წუთის განმავლობაში ასე და შემდეგ ჩამორეცხეთ სუფთა წყლით. ამის მერე ფილები უნდა გააპრიალოთ რბილი ნაჭრით. ამ მეთოდით გააპრიალებთ კედლებს და ასევე ჩაატარებთ მათ დეზინფექციას.